როგორ მივაჩვიოთ მოზარდი შრომას…

by Ann | 28 ноября, 2016 14:49

როგორ ვასწავლოთ ბავშვს თანხების რაციონალურად ხარჯვა, ეს ყველა მშობლის თავსატეხია. მითუმეტეს, თუ ბავშვი მიჩვეულია, რომ მას ყველაფერს უსრულებენ, მოზარდობისას იმავეს ითხოვს, რაც მშობლებს ძალიან ძვირი უჯდებათ.

 

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის აღზრდა დაბადებიდან იწყება და ჯერ კიდევ იმ ასაკში,როდესაც გგონიათ, რომ თქვენი არ ესმის ძალიან კარგად ხვდება თქვენი თანხმობის ან აკრძალვის აზრს, თუ არ გსურთ მოზარდობისას თქვენმა შვილმა თქვენი ბიუჯეტი სრულად გაანიავოს დაიწყეთ მისი აღზრდა პატარაობიდან, უთხარით უარი იმაზე, რაც მისთვის საჭირო სულაც არაა.

 

თუმცა მეორე საკითხია, როგორ მივაჩვიოთ მოზარდი თანხის გამომუშავებას. მას შემდეგ, რაც ადამიანი თინეიჯერობის ასაკში შედის ის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულია იმისთვის, რომ გარკვეული საქმე შეასრულოს.  რასაკვირველია, იმ დროს, როდესაც ბავშვი სწავლით უნდა დაკავდეს მუშაობას ვერ მოთხოვთ, ამიტომ არსებობს ძალიან მარტივი გზა.

 

სთხოვეთ დახმარება შვილს სხვადასხვა საქმეში და სანაცვლოდ შესთავაზეთ ანაზღაურება, აქვე აუხსენით, რომ რაც უფრი მეტს იშრომებს, მით უფრო მეტი იქნება მისი შემოსავალი. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი, რასაც მისთვის აკეთებთ შრომის ფასად მოდის და უნდა დააფასოს. ამ გზით ის აუცილებლად ისწავლის ფულის ფასს. მაგალითად, თუ მას უნდა რაღაც შარვალი, პირველ რიგში აუცილებლად დაფიქრდება ნამდვილად მოსწონს თუ მხოლოდ პირველი ეფექტით გამოწვეული აღფრთოვანებაა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ასე თქვენ აღზრდით ადამიანს, რომელსაც ექნება საკუთარი თავის იმედი, შესაბამისად თქვენც გექნებათ მშვიდი სიბერე, რადგან გეცოდინებათ, რომ გამუდმებით მისთვის არ მუშაობთ.

ნანახია:(594)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/rogor-mivachviot-mozardi-shromas/