როგორ მინდა ყველამ წაიკითხოს, ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს | Jolo.ge


როგორ მინდა ყველამ წაიკითხოს, ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

როგორ მინდა ყველამ წაიკითხოს, ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

წარმატების ერთ-ერთი ფორმულა.

ბავშვობიდან დღემდე, როცა რამეს ვაკეთებ, ვმოქმედებ და ვქმნი, ყოველთვის ერთ ადამიანს ვუძღვნი.

ის კონკრეტული ადამიანი ჩემი ბედნიერების მუზაა. ყველა ჩემი მიღწევა და გაკეთებული კეთილი საქმე, მას ეკუთვნის. მის სიხარულზეა აწყობილი ჩემი ყველა ქმედება, რა გააბედნიერებს და რა გაახარებს მას.

ეს არის უკიდეგანო სტიმული და ერთი მთავარი გზა, რის გამოც მე გამიმართლა და ფეხზე დამაყენა.

დავუშვი ბევრი უნებლიე შეცდომა, რის გამოც დიდი სინანული და თვითგვემა მქონდა, უთქმელად ბოდიში მომიხდია მისთვის.

პატარა ბავშვივით მითქვამს: მეორედ აღარ გავიმეორებ.

არაფერი არ ახარებს დედის გულს ისე, როგორც შვილის სიკარგე და წარმატება.

ჰო და გადავწყვიტე ყველა ჩემი წარმატება დედისთვის მიმეძღვნა. ვახარებდი და ვახარებ დღემდე, გავახარებ სანამ იქნება.

მისი თვალით ვუყურებ ჩემს საქციელს,

მისი სახელით ვაკეთებ ბევრ სიკეთეს,

მისი სახელი უკავშირდება ჩემი სიცოცხლის და ცხოვრების გზას.

უცნაური თვისება აქვს დედაჩემს, თუ რამე არ მოსწონს, ან გული ვატკინე, პროტესტის ნიშნად განმერიდება, დუმილით გამოხატავს საყვედურს და თვალებში არ მიყურებს.

მე მტკივა მისი ტკივილი და ვიწყებ ჩემი შეცდომის გამოსწორებას.

არ ვიცი ეს ყველაფერი საიდან მოდის, მაგრამ სისხლ-ხორცში მაქვს გამჯდარი, რომ ის ჩემი ნაწილია და მე უნდა მივანიჭო ბედნიერება. მისი ბედნიერება ხდება ჩემი ხილული ბედნიერების და წარმატების საფუძველი.

ინდივიდუალურია წარმატების ფორმულა ადამიანებში.

მე ეს გზა ავირჩიე, რომელიც უტყუარი გამოდგა.

დედის ენერგეტიკული ველი განაგებს ჩვენს სიძლიერეს.

დედა ბედნიერია შენი საქციელით, ნიშნავს შენც ბედნიერი ხარ.

მამა ქმნის, დედა შობს.

უდიდესი პატივი, სიყვარული და მოკრძალება მამაჩემის სულს.

ზოგისთვის რიგითი ნათქვამია, ჩვენც ხშირად ვიმეორებთ, რომ პატივი უნდა ვცეთ მშობლებს.

არა, ეს არ უნდა იყოს რიგითი ნათქვამი, სულში უნდა გაიაროს მშობლების, გამზრდელის ტკივილმა, თუ შენ ცუდ საქციელს ჩადიხარ.

დედის და მამის მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი, უდიდეს პატივს უნდა სცემდეთ, უდიდესი მოკრძალება უნდა გქონდეთ. თქვენთვის ბედნიერება უნდა იყოს მათი გახარება.

იმ ხეს წყალი უნდა დაუსხა, რომელიც ნაყოფს გაძლევს არსებობისა, (რეალურსაც და მისტიკურსაც) ეს არის მადლიერების გრძნობა, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა ყველაზე აუცილებელია.

უნაყოფო ხესაც დაუსხი წყალი, ისიც ცოცხალია.

პაწაწინა, მოკრძალებული რჩევა:

როცა თქვენ ვინმეს, ერთ კონკრეტულ ადამიანს მიუძღვნით თქვენს ჩანაფიქრს და მისი გულწრფელი, უანგარო სიხარულისთვის გააკეთებთ საქმეს, ის ბედნიერი გახდება, თქვენ კი წარმატებული.

არ დაგავიწყდეთ, წარმატებას შეიძლება ადვილად მიაღწიოთ, შენარჩუნებაა რთული.

აირჩიეთ ვინმე, ვისაც გააბედნიერებთ თქვენი ბედნიერებით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, მშობელი, გამზრდელი, შვილი, და-ძმა, მეგობარი, შეყვარებული თუ ვინც მოგწონს ის.

აირჩიე ის, ვინც მოტივაციას გაძლევს, რომ გაახარო.

თუ ასეთი ადამიანი ვერ მოძებნეთ, გამოიგონეთ, სულ ერთია ვინ იქნება. მთავარია სტიმული გქონდეთ, გააკეთოთ ის, რაც თქვენს გულს და თქვენ საყვარელ ადამიანებს გაახარებს.

გულწრფელი სიყვარული ადამიანს წარმატებულს ხდის.

… და იფიქრე იმაზე ვინ იზეიმებს გულწრფელად თქვენს წარმატებას, ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(835)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს მიხვდე» – როგორ გავთავისუფლდეთ პრობლემებისგან

შენს ცხოვრებაში არსებულ პრობლემას ნუ მისცემ ენერგიას, რაც უფრო ნაკლებად ლაპარაკობ მასზე მით სწრაფად გაქრება ის. დააკვირდი:  პრობლემაზე როდესაც ლაპარაკობ,


ფუფუნება და უბრალოება

სუფია ჯუნაიდი თვალსაჩინოების გზით ასწავლიდა; მოწაფეებს საკუთარი ცხოვრების მაგალითით მიუთითებდა იმაზე, რის წარმოჩენაც სურდა. ერთხელ მას ჭეშმარიტების მაძიებელთა ჯგუფი ეწვია.


„ვსვამდი, ვეწეოდი, არც ნარკოტიკებზე ვამბობდი უარს, ვჩხუბობდი, პირველობას ვჩემობდი“…

«ცხოვრების გზაზე შემხვედრი ყველა ადამიანი ის ანგელოზია, რომელიც შემწედ გამოგიგზავნა განგებამ. მას ან უყვარხარ, ან- გცდის. ახალგაზრდობაში ასეთი რამ გადამხდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*