როგორ მართოთ აზრები? — რამაზ გიგაური | Jolo.ge


როგორ მართოთ აზრები? — რამაზ გიგაური

როგორ მართოთ აზრები? — რამაზ გიგაური

***

თქვენი სილამაზე თქვენს თვალებშია.
გამოასხივეთ თქვენი სილამაზე.
მიიღეთ ეს სიტყვები ყოველდღე, დღეში სამჯერ, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ სუფრის კოვზით:
* მე მიყვარს ჩემი თავი!
* მე მომწონს ჩემი თავი!

***

შური არ იძიოთ არავისზე. ისინი თვითონვე გააკეთებენ თქვენს მაგივრად და თქვენზე უკეთესადაც.
თქვენ? თქვენ ფრჩხილები დაიქლიბეთ და ნაქლიბს ნაზად შეუბერეთ.

***

როგორ მართოთ აზრები?
აზრები ისევე შეგიძლიათ შეარჩიოთ, როგორც დილას გარდერობში სამოსი შეარჩიეთ.
ნუ დაუშვებთ იმას, რომ ეს არ შეგიძლიათ.
ძალიან კოხტადაც შეგიძლიათ და ნუ იკატუნებთ თავს.

***

ჰო რა, რას ელოდებით?
წადით წინ და ვინც თქვენია — თან გამოგყვებათ!
თან სირბილით.
P.S. არ გაჩერდეთ. წადით წინ!

***

გააკეთოთ თუ არ გააკეთოთ?
ცხადია, გააკეთეთ, რადგან წლების შემდეგ თქვენ ინანებთ არა იმას — რაც გააკეთეთ, არამედ იმას — რაც არ/ვერ გააკეთეთ.

***

არ გინდათ აგრესია და ჩხუბი — ნუ გაამრავლებთ თქვენში სარეველებს.
ყვავილები მოაშენეთ — სულში, გულში, გონებაში, სახლში…

***

მადლიერი ვარ ღმერთის, რომელიც ისე მეხმარება, რომ არაფერს მთხოვს, არაფერს გამოელის ჩემგან.
რისი გამღები ვარ, მაგრამ თუ რამეს გავიღებ მისთვის, იმასაც კი უკან მიბრუნებს ხოლმე, თან მაშინ როცა მართლა მჭირდება.
და როგორ მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ სიკეთეს და იქვე ავიწყდებათ. კი არ თამაშობენ, ფიზიკურ დონეზე ავიწყდებათ. თითქოს თევზივით მეხსიერება აქვთ.

რამაზ გიგაური

ნანახია:(1316)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არ არსებობს დაბრკოლება, თუ ზუსტად იცი რა გინდა!

…ამინდი შესაძლოა იყოს დაბრკოლება???? ნუ, თუ ჯომოლუნგმას თოვლიან მთებში ხართ და ქარბუქისაგან ხილვადობა და გადაადგილებაა გაძნელებული — ალბათ კი… მახსოვს


„იმისათვის რომ თქვენს თავს ის მოხდეს, რაც თქვენ გინდათ“…

… თუ დაკვირვებიხართ, როგორ უყვართ ადამიანებს «თავიანთი რეალობიდან» რომ იყურებიან ხოლმე მხოლოდ 🙂 „მთავარია სიყვარული (ან მეგობრობა, ფული, ჯანმრთელობა, ერთგულება,


ეს ნიშნავს რომ ჩიხში შ ე გ ყ ა ვ ს ჭეშმარიტი „მე“, რომლის ბოლო გაჩერება ხიბლია …

 როდის იწყებაო პიროვნული დეგრადაცია?- მკითხეს.  პიროვნების დეგრადაცი იწყება მაშინ, როცა ფიქრობ, რომ ხარ ან გახდი სხვებზე უკეთესი! … და საერთოდ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*