როგორ იქცნენ ძმები დებად… | Jolo.ge


როგორ იქცნენ ძმები დებად…

როგორ იქცნენ ძმები დებად…

 

ეს გოგონები სინამდვილეში სულაც არ არიან გოგონები. უფრო სწორად, ისინი დებად არ დაბადებულან. ჯემი და ქლოე ოჰარლები მამრობით სქესად დაიბადნენ და როგორც თავად ამბობენ მამაკაცებად იზრდებოდნენ.

 

„შესაბამის გარემოში ვიზრდებოდით, ჩვენთვის არავის ჩაუგონებია, რომ გოგონები ვართ, თუმცა თავს ყოველთვის ქალებად ვგრძნობდით“, — ამბობს 20 წლის ქლოე.

 

ჯემი ქლოეზე 3 წლით უფროსია, როგორც ის ამბობს, როდესაც დედა მეორე შვილზე იყო ორსულად ის დარწმუნებული იყო, რომ გოგონა შეეძინებოდა და ჯემიც პატარა დას ელოდებოდა, მას სახელიც თავად შეურჩია — ქლოე.

 

„თუმცა დაიბადა პატარა დანიელი და ამას ვერაფრით ვეგუებოდი“, — ამბობს ჯემი.

 

როგორც დები აცხადებენ ისინი ოჯახის წევრებს მათი ორიენტაციის შესახებ არ უმალავდნენ, უბრალოდ უნდოდათ თავად დარწმუნებულიყვნენ ნამდვილად ყველაფერი ისე იყო როგორც ეგონათ თუ არა. როდესაც ამაში დარწმუნდნენ ოჯახს შეატყობინეს, რომ ამიერიდან იქნებოდნენ დები და არა ძმები. ოჯახმა ეს გაგებით მიიღო.

 

ამჯერად გოგონებს კიდევ ერთი ეტაპი აქვთ გასავლელი, სურთ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, თუმცა ამისთვის ფსიქოლოგიურად ემზადებიან.

 

PAY-The-brothers-who-grew-up-to-be-sisters

 

download

 

b0f9509950eac1cf03ef2ff837a83f2db0790581-tc-img-preview

 

download (1)

ნანახია:(78)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

წიგნის კითხვა სიცოცხლეს ახანგძლივებს!

  იელის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა კითხვის მოყვარულებისთვის სასიამოვნო აღმოჩენა გააკეთეს. ადამიანები, რომლებიც წიგნებს ხშირად კითხულობენ სხვებზე უფრო დიდხანს  ცოცხლობენ. ეს


იგავი უმადურობასა და დაუფასებლობაზე

ერთხელ მგელს ძვალი გაეჩხირა ყელში, საშინელ დღეში იყო და ყველას დახმარებას სთხოვდა. – რა დაგემართაო? – ჰკითხა მას წერომ. მგელმა


მოგზაურობა — წამალი ბედნიერებისთვის

  ადამიანს, რასაკვირველია, გამუდმებით ბედნიერების მოთხოვნილება აქვს და სწორედ ამის გამო ეძებს გზას როგორ გაიხალისოს ცხოვრება. რატომ ხდება, რომ როდესაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<