როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება, მას შემდეგ რაც თავს შეიყვარებთ

by admin | Февраль 7, 2019 14:45

…სამწუხაროდ ხშირად ვისმენ ხოლმე 
*„წნევა მაქვს“, მაგრამ შევეჩიე,
*რაღაც მტკივა, მაგრამ არ მცალია რომ მივხედო,
*რაღაც მაწუხებს, მაგრამ არ მიყვარს ექიმებში სიარული და ა.შ.

და ამ ადამიანებს არც კი ჰგონიათ, რომ საქმე საკუთარი თავის „არ სიყვარულთან“ აქვთ…
ზოგმა ისიც არ იცის, რატომ უნდა უყვარდეს საკუთარი თავი და ზოგსაც, ეს მცნება ეგოიზმში ერევა…
თუმცა, აქვე გეტყვით, რომ თუ თქვენ საკუთარი თავი არ გიყვართ, უბრალოდ სხვების სიყვარულიც არ შეგიძლიათ და წერტილი.
საოცარი ის არის, რომ ეს ასეა, მიუხედავად იმისა, თქვენ ახლა ამაში მეთანხმებით, თუ არ მეთანხმებით 
აგრეთვე, ძალიან არ უყვართ საკუთარი თავი იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივი დიეტებით იტანჯებიან;
ვინც არ იცის დასვენება და გონია, რომ მხოლოდ მუშაობაშია ცხოვრების არსი და მარილი;
ვინც არ უვლის საკუთარ თავს, ან არც კი იცის, რომ მოვლა მხოლოდ ტანის დაბანა და თმის გადავრცხნა არ არის;
ვინც 
სხვების თანდასწრებით მუდმივად აკნინებს საკუთარ თავს, — „რას ვგავარ“, „სქელი ვარ“, „სულელი ვარ“ , „მე მაგ საკითხში უნიჭო ვარ“ და ა.შ.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა, თქვენის ნებართვით შემდეგ ჩამონათვალზე გადავალ -მოგახსენებთ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, მას მერე რაც თავს შეიყვარებთ:

*იცვლება გარეგნული მაჩვენებლები და საკუთარი თავი სულ უფრო მოგწონთ სარკეში,
*ჩნდება კმაყოფილება საკუთარი თავით და გააზრება იმისა, რომ თქვენ პატივსაცემი პიროვნება ხართ,
*გარშემომყოფები მეტი ყურადღებით და პატივისცემით გიწყებენ მოპყრობას,
*უფრო ხშირად გითვალისწინებენ და ითალისწინებენ თქვენს სურვილებს,
*დაულაგებელი პირადი ცხოვრება ლაგდება,
*იცვლება თქვენთან ერთად ყოფნის მსურველთა რიცხვიც და კატეგორიაც,
*ზედმეტი კილოგრამები მიდის,
*ქრება შფოთვა,
*იწევს თქვენი თავის ფასი და გაცილებით დიდი შანსი გაქვთ რაიმე ფინანსურად უფრო მომგებიანი შექმნათ,
*ჩნდება ახალი მამოტივირებელი მიზნები და მათკენ გადაადგილების ძალები,
და ა.შ.
ამ და სხვა თემებზე მუშაობა შეგიძიათ ჩენთან ერთად ჩემს ახალ საავტორო ტრენინგზე :
„სიყვარული გარედან და შიგნიდან“.
16-17 თებერვალი.
რეგისტრაცია დაიწყო
593 94 50 08

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(423)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/rogor-icvleba-tqveni-cxoveba-mas-shemdeg-rac/