როგორ გავხდეთ ფინანსურად თავისუფლები? — მილიონერის რჩევები | Jolo.ge


როგორ გავხდეთ ფინანსურად თავისუფლები? — მილიონერის რჩევები

როგორ გავხდეთ ფინანსურად თავისუფლები? — მილიონერის რჩევები

რა არის მთავარი „ჯილდო“, „ცდუნება“, „საჩუქარი“ და სიამოვნება იმისა რომ ხართ ფინანსურად თავისუფალი??? რომ ხართ მილიონერი ???

 — თითოეულ თქვენთაგანს ალბათ უამრავმა აზრმა გაუელვა თავში, მილიონერის პასუხი კი ამგვარია:

„როდესაც ჩემმა შვილებმა პირველი სიტყვა წარმოსთქვეს მე ვიყავი მათ გვერდით… როდესაც პირველი ნაბიჯები გადადგეს — მე მაშინაც მათ გვერდით ვიყავი… მე ვესწრებოდი ბაღისა თუ სკოლის ყველა ზეიმს და ერთადერთი მამა გახლდით, ვინც ფოტოებზე აღფრთოვანებით აფიქსირებდა მათ პირველ ნაბიჯებსა და პატარა სიხარულებს — ჩემთვის ეს არის სიამოვნება.

მე გავიზარდე ოჯახში, სადაც მამა დილიდან საღამომდე მუშაობდა და ამიტომ ის ფრაგმენტებად მახსოვს… ძალიან მინდოდა მამა ჩემთან ყოფილიყო, მაგრამ მას ოჯახი უნდა ერჩინა…

მაშინ მივხვდი, რომ ფინანსური თავისუფლება, ნიშნავს აკეთო რაც გინდა და ამისათის გაგაჩნდეს დრო და ფული…

მე ავისრულე ჩემი ოცნება… და ყოველთის მცალია იმისთვის რაც მინდა …

თქვენ თქვენი ოცნება გეძახით და უნდა გაჰყვეთ მის ძახილს… რადგან ბედნიერებისათის აუცილებელია თავისუფლება… თავისუფლება კი, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მიანიჭოთ საკუთარ თავს“

ასე დაიწყო ინტერვიუ ბოდო შეფერისა და კიოსაკის მოსწავლემ, მილიონერმა და ბიზნეს ტრენერმა ალექსეი პალავინკინმა… მაგრამ… ეს სტატია არ არის მამა-შვილობაზე — იგი ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებაზეა…

მაშ ასე:

როგორ გავხდეთ ფინანსურად თავისუფლები და როგორ ავიხდინოთ ოცნებები?

რა ინსტრუმენტებია იმისთვის საჭირო, რომ ღარიბი ფენიდან მდიდარ ფენაში გადავინაცვლოთ?

-რა არის მთავარი იმისთვის, რომ გახდე ფინანსურად დამოუკიდებელი?

-მეც ძალიან ხშირად გავდივარ სამოტივაციო ტრენინგებს, ვმუშაობ ჩემს თავზე, და როდესაც მეუბნებიან შენ ეს შეგიძლია, მე მჯერა ამის, მაგრამ როგორი მტკიცეც არ უნდა იყოს თქვენი რწმენა, აუცილებელია რომ ზუსტად იცოდეთ „როგორ? “

პირველ რიგში საჭიროა კონკრეტული მიზანი. რომელიც დეტალურად უნდა იყოს აღწერილი. ბევრი ამბობს — მინდა ვიყო ფინანსურად უზრუნველყოფილი, ჩნდება კითხვა — როგორი უზრუნველყოფილი? როგორ გინდა გამოიმუშავო ფული, გინდა იმუშავო როგორც დაქირავებულმა და გამოიმუშავო ამ კუთხით, თუ პასიური აქტივების მეშვეობით? პირველი და აუცილებელი უნდა დაისახო მიზანი, მეორე აღწერო და გაშალო დეტალებში, მესამე იმოქმედო ამ გეგმის მიხედვით.

— რამდენად არის შესაძლებელი ნულოვანი ბიუჯეტით ბიზნესის დაწყება?

-ყველას აქვს ეს შანსი, მაგრამ 100%-იანი გარანტია არავის, 100%-იანი გარანტია გაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არაფერს გააკეთებ — შედეგადაც 100%-ით გეცოდინება, რომ არაფერი გამოგივა.

მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელმაც ნულიდან დაიწყო. კიევის საკმაოდ ღარიბულ უბანში გავიზარდე, მამა სანტექნიკოსი იყო …  დავიწყე, ვიმოქმედე და გავაკეთე…

მთავარია დაიწყო, მერე ჩნდება განსაზღვრული შანსები. ახლა უფრო არის ამის შესაძლებლობები. ინტერნეტსერვისები ამის კარგ შანსს იძლევა. ყველაზე სწრაფად განვითარებადი არის ინფო მიმართულებები. საიტები, სოციალური ქსელები, ამას არ სჭირდება დიდი რესურსი. უბრალოდ უნდა გქონდეს ცოდნა თუ როგორ შექმნა და შეფუთო პროდუქტი, ამასთანავე აუცილებელია იცოდე, თუ როგორ გაწერო ამ კონკრეტული პროდუქტის რეალიზების გეგმა. საიტის გაკეთება არც თუ ისე ძვირი ღირს. ცოტა უნდა მოვბილიზდეთ, ჩვენი ნიშა ვიპოვოთ, შევქმნათ პროდუქტი და ინტერნეტით გავყიდოთ.

არის მეორე ვარიანტი, რომლითაც მე დავიწყე. თუ გაქვს იდეა და შეგიძლია ბიზნეს გეგმის შედგენა არსებობენ სპეციალური ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ყიდულობენ ამ ბიზნეს იდეებს…

არსებობს კიდევ ერთი გზა, — შეგიძლია იპოვო პარტნიორები. ისინი რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან, რადგან შენ მოიძიე გასაღები და შეგიძლია გააუმჯობესო ბიზნესი, რომლებშიც ისინი არიან. მე ვიყენებდი საკრედიტო თანხებს. ავიღე კრედიტი და ძალიან ახალგაზრდა, ახალგაზრდული ენთუზიაზმით შევარდი ბაზარზე, ეხლა რომ ვახვევ ამ ამბებს უკან ვერ გეტყვით მეორედ მსგავს რამეს გავაკეთებდი თუ არა. მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, მაშინ იყო დიდი სურვილი. ჩემი კრედიტი ოდნავ აღემატებოდა 80 000 დოლარს, ისევ ვამბობ ეხლა ვერ გეტვით ამ რისკზე წავიდოდი თუ არა.

-ანუ გაგიმართლათ?

-არა, ყველაფერი წინასწარ დავგეგმე, ჩემი მიზანი დეტალურად გავწერე და მივიღე სათანადო ცოდნა… ნახევარი წელიწადი ვაწყობდი სტრუქტურას, რამდენი თანხა უნდა გასულიყო თვეში, შევისწავლე და დავეუფლე აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ამ საქმისთვის მჭირდებოდა, მათ შორის ბუღალტერიასაც… ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ნულიდან ბიზნესის დაწყება ნებისმიერს შეუძლია, მთავარია პირველი ვიპოვოთ ნიშა, რომელსაც დიდი რესურსი არ სჭირდება, რადგან დანახარჯი ნაკლებია და მეორე თუ საჭიროა უფრო მეტი რესურსი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვისი ფული.

-ბევრის ცხოვრებაში არის ხელის ჩაქნევის მომენტი და ფიქრები, — „მე არაფერი გამომივა“… რას ურჩევთ მათ?

— მე ვხელმძღვანელობ ბუნების ძირითადი კანონებით. კარგია სუფთა ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა, მაგრამ თუ ისევ ძველ ადგილას ხართ არ გამოვა, რადგან იგივე ჰაერი მიეწოდება თქვენს ფილტვებს. იმისთვის რომ სინათლე დავინახოთ თავი უნდა მივატრიალოთ სინათლისკენ. ტალღები ყველას ცხოვრებაშია, ეს ყველას ემართება და მათ შორის მეც მქონია… ამ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაცია ამგვარია, ინტერნეტში ან გარშემო იპოვეთ ადამიანები, რომელებიც კარგად არიან, რომელთაც ყველაფერი გამოსდით. მთელი თქვენი გონება და ყურადღება გადაიტანეთ იქ, სადაც წარმატებაა…

-რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

-იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაა ასეთი, რასაც ვფიქრობთ, იმას ვანვითარებთ ჩვენში. თუ სულ იმაზე ვიდარდებთ როგორ ცუდად ვართ, როგორ ავიდა დოლარის კურსი და ეროვნული ვალუტა ეცემა, ნეგატიურ ინფორმაციას მოვიზიდავთ, ამიტომაც არის აუცილებელი ჩვენი ყურადღება კონცენტრირდეს მათზე, რომლებსაც აქვთ შემოსავალი, განავითარეთ ეს მომენტი, სინათლისკენ გაიხედეთ, რადგან, როდესაც ცუდ სიტუაციაში იმყოფებით, ამ ცუდით იკვებებით. უნდა გააღოთ ფანჯარა და შემოუშვათ სუფთა ჰაერი, მე ასე ვაკეთებ ყოველთვის. მოტივაცია არა მხოლოდ ლოზუნგია, რომ მე ყველაფერი გამომივა, კონკრეტული მოქმედებაა ამისთვის საჭირო. სხვადასხვა გამოსავალი კი ყოველთვის არსებობს…

-საქართველოში ყოველთვის დგას პრობლემა, როცა იმდენს არ გიხდიან რამდენიც ღირხარ, რა უნდა მოიმოქმედო ამ შემთხვევაში?

-აქ რამდენიმე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ ის რომ ბატონყმობის პერიოდში არ ვართ. არავინ გაიძულებს იმ კონკრეტულ სამსახურს. ყოველთვის არსებობს არჩევანი, 1. მოვძებნოთ სხვა სამსახური. იქნებ რომელიმე კომპანია ეძებს თქვენნაირ კადრს, სადაც უხდიან გაცილებით მეტს. 2. იქნებ ეს საერთოდ არ არის ის პროფილი რომელიც თქვენია. შეიძლება აბსოლუტურად სხვა პროფესია იპოვოთ. 3. გაიუმჯობესეთ ცოდნა. აიმაღლეთ კვალიფიკაცია. იმოქმედეთ…

სამწუხაროდ ადამიანთა უმეტესობის ფსიქოლოგია ამგვარია — მსხვერპლის როლში ყოფნას ამჯობინებს. იგულისხმება, მე მაქვს ცუდი სამსახური, მე მყავს ცუდი უფროსობა, მე მაქვს ცუდი ხელფასი, სახელმწიფო ცუდია. არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის პრეზიდენტი ისიც ცუდია… ამიტომ, პირველ რიგში უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის ჩვენი არჩევანი და უნდა ვაღიაროთ რომ ეს არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ, იარაღის მუქარით არავის მივუყვანივართ იმ სამსახურში.

თუ გინდათ, რომ ყველაფერი სხვანაირად იყოს, უნდა გაწეროთ მიზნები, უნდა ასწიოთ ერთი ადგილი და დაიწყოთ მოქმედება. ასე თუ არ გააკეთებთ, მოგიწევთ უკიდეგანო ლოდინი, თუ როდის გამოსწორდება თქვენი მთავრობა…

ხშირად ამგვარი დიალოგების შემდეგ მახსენდება ის ღარიბი უბანი, რომელშიც მე გავიზარდე და ჩემი კლასელების მშობლები, — „ეჰ, რა ცუდია, ამ დღეში, რომ ვართ“ „ძალიან ცუდია“, — მათი ეს საუბარი შემდეგი სიტყვით მთავრდებოდა — დაასხი, დავლიოთ. ეს იყო გამოსავალი. არანაირი სხვა გამოსავლის ძიება და საკუთარი ნიშის პოვნა არ ყოფილა.

— ამ ღარიბულ უბანში გაზდილს, რამ მოგცათ ბიძგი, რომ გაგერღვიათ თქვენი ცხოვრების რიტმი და გამხდარიყავით მილიონერი?

-ყველას ცხოვრებაში ხდება ის, რის მერეც ჩნდება მოტივაცია, ჩემს შემთხვევაში ეს ნეგატიური კუთხიდან მოხდა. ფსიქოლოგიაში ამას გადატრიალებას ეძახიან. ზოგი მიყვება პოზიტიურს…

საბჭოთა კავშირის დროს ასეთი გაგება როგორიც ბიზნესი, როგორც პირადი საკუთრება არ არსებობდა. თუ ვინმეს ეს ჰქონდა ის იყო კრიმინალი.

ყველა თითქმის ერთნაირად ვცხოვრობდით. მამა მუშაობდა, დილით წავიდოდა სამსახურში, საღამოს ბრუნდებოდა, მას დილით მოვკრავდი თვალს, ან გვიან საღამოს. ხანდახან დამატებით შაბათ-კვირასაც უხდებოდა სამუშაოზე წასვლა. რაც მე ძალიან მაწუხებდა. მტკიოდა ის რომ მამაჩემი არასოდეს იყო ჩემს გვერდით. ეს იმას არ ნიშნავს რომ მამა ცუდი იყო, ან რამეს ცუდს აკეთებდა, უბრალოდ ის იყო ფულის შოვნით დაკავებული, რომ ოჯახი გამოეკვება.

მაგ პერიოდში საბჭოთა კავშირის წიგნის ბაზარზე ამერიკიდან და ევროპიდან გაჩნდა რამდენიმე საინტერესო წიგნი, მათ შორის კიოსაკიც. როდესაც ეს წიგნი წავიკითხე და მივხვდი, თუ რას ნიშნავს პასიური შემოსავალი, მაშინვე ვთქვი, რომ მე როგორც მამა ყოველთვის ვიქნებოდი ჩემი შვილების გვერდით… ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს გავაკეთბდი, პირიქით ვიქნებოდი უზრუნველყოფილი და თან მათ გვერდით.

სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, შემესწავლა ალტერნატიული გზები, ნებისმიერი სხვა რაც კი არსებობდა მსოფლიოში და არა საბჭოთა კავშირში… დავიწყე ფიქრი თუ როგორ უნდა ამომექოქა საქმე, რომელიც ავტომატურად იმუშავებდა, მომიტანდა შემოსავალს, რის შედეგადაც მშვიდად შევძლებდი ჩემი შვილების გვერდით ყოფნას.

მათი პირველი სიტყვის დროს მე ვიყავი მათ გვერდით, როდესაც პირველი ნაბიჯები გადადგეს მაშინაც მათთან ვიყავი, ბაღშიც მე წავიყვანე, ნებისმიერ მათ ზეიმზე მე პრაქტიკულად ერთადერთი გიჟი მამა ვიყავი ამდენ დედებს შორის, ფოტოაოპარატით ხელში, რომელიც ამ ლამაზ წუთებს აფიქსირებდა. ის რაზეც მე ვოცნებობდი და მინდოდა ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო, მივაღწიე. დანარჩენი ყველაფერი კი ჩემთვის ის ინსტრუმენტებია, რომელიც მეხმარება იმ სტილის ცხოვრების შექმნაში, რომლითაც ყოველთვის მინდოდა მეცხოვრა.

-რამდენი წლის ასაკში მოხდა ეს გარდატეხა თქვენში?

-27-ის ან 28-ის. მე ჯერ კიდევ ვცხოვრობდი ჩემს უბანში, მაგრამ უკვე მქონდა ჩემი სახლი. მაშინ ყველას გამოვუცხადე, რომ მე ბიჭი „ვასკრისენკის“ უბნიდან ორ წელიწადში პენსიაზე გავიდოდი. ყველამ საფეთქელზე დაიდო თითი და დაატრიალა, გაგიჟდიო. მილიონი აზრი მოვისმინე, — სულელი ხომ არ ხარ, რას აკეთებ, ეს ასე არ ხდება, არ გამოგივა, რა ბიზნესი რა საქმე ვერ ხედავ რა ხდება ქვეყანაზე? მითუმეტეს მაშინ 98 წელი იყო, საკმაოდ კრიზისული სიტუაცია. მიუხედავად ამ გარემოებისა და ეკონომიური კრიზისისა 30 წლის როდესაც გავხდი თავი დავანებე ყველა აქტიურ შემოსავალს და პასიურზე გადავედი. 2 წელიწადში მე ეს გავაკეთე.

 -გაგვანდეთ თქვენი წარმატების საიდუმლო

-კი, არსებობს ეს საიდუმლო, მე ამით ვცხოვრობ. ფსიქოლოგიაში ამ სიტყვას ცოტა სხვანაირ ინტერპრეტაციას აძლევენ, უფრო ცუდს. მე გეტყვით ჩემი წარმატების საიდუმლოს, მაგრამ აუცილებელია, ამას ნათელი მხრიდან შევხედოთ. ეს არის ვნება. მე ძალიან მიჭირს როდესაც ვხედავ თუ როგორ აძალებს ადამიანი თავის თავს, მიჰყვება დინებას და გაძლებაზე ცხოვრობს. მე ძალიან მიყვარს ყველა ის ჩემი საქმე რითიც ვარ დაკავებული.  ხშირად ვაიძულებ ჩემს თავს რომ დავიძინო, სულ იმაზე ფიქრით ვარ ანთებული თუ რა გავაკეთო, რა სახის სტატია დავწერო, რა საინტერესო თემაზე ჩავწერო ვიდეო… ეს ვნებაა, ცხოვრების სიყვარულის ვნება. ვნება იმისა რომ ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა. 

იგივეს ვაკეთებ, როდესაც ვურთიერთობ ჩემს ცოლთან, შვილებთან, ვაკეთებინებ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს. ჩემთვის მთავარია ჩემი ცოლის თვალები ბრწყინავდეს იმ საქმით, რომლითაც ის არის დაკავებული. ერთი პერიოდი ერთ-ერთი არხის ადმინისტრაციულ დირექტორად მუშაობდა. თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ ერთხელაც დავაფიქსირო რომ ეს ცეცხლი მის თვალებში გაქრა, მერე მე დავიწყე იმ წესებით მუშაობა, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ. რამდენიმე ხანში მან მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ არანაირი დირექტორობა არ სურს, რომ კონსერვატორია აქვს დამთავრებული, არის მუსიკოსი და ამ სფეროში თავს ბევრად ბედნიერად იგრძნობს.

დღეისათვის ის თავისი საყვარელი საქმით არის დაკავებული, ვოკალისტია, აქვს თავისი სტუდია და მსურველებს ვოკალსა და სოლფეჯიოს ასწავლის. მასთან სწავლობენ არა ისინი, რომლებიც მშობლებმა აიძულეს არამედ ისინი, რომლებსაც ძალიან უყვართ სიმღერა, ძალიან უნდათ და უღირთ. მისი გაკვეთილები საკმაოდ ძვირი ღირს, მისი მოსწავლეები კი მონაწილეობენ ისეთ პროექტებში როგორიცაა, უკრაინის ხმა, ნიჭირერი , იქს ფაქტორი. მეც დავდივარ ხოლმე მასთან ერთად მისი მოსწავლეების კონცერტზე. ბედნიერი ვარ როდესაც ვუყურებ თუ როგორი სიამოვნებით აკეთებს თავის საქმეს და როგორი სიყვარულით შესცქერის კონცერტზე მყოფ თითოეულ მოსწავლეს.

დეა თავბერიძე

მარი მუზაშვილი

 

ფინანსების მასტერკლასი – «ფულთან შეხვედრა»

 

ნანახია:(3364)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჩემთან მზეა.. და საერთოდ, ყველაფერი ისეა, ჩემს «მე»-ს როგორც უნდა და აღიქვამს“…

„9 საათზე გამეღვიძა და აღმოვაჩინე, რომ დღევანდელი ამინდივით ნაცრისფერია ჩემი დღევანდელი დღის დასაწყისიც. მაინც და მაინც დღეს დილით რატომ გადაიქექა


მე თუ ბედნიერი ვარ, მე უკვე ყველაფერი მაქვს  და ასეც არის

დღეს ისეთი რაღაც გავაკეთე ახლაც არ მჯერა ძალიან მინდა გაგიზიაროთ. დღეს ჩემს თავზე ვმუშაობდი, აღმოვაჩინე, რომ როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ


თამარ საგინაშვილი: „მთავარია, თქვენ დაუშვათ, რომ ეს — შესაძლებელია“!

„გახდით ამ გარემოცვის წევრი და დაიძარით იმ მომავლისკენ, რომელზეც ოცნებობდით, ან ვერც კი ბედავდით ოცნებას“ — ეს თამარ საგინაშვილის სიტყვებია,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*