როგორ გახადო ცხოვრება საინტერესო | Jolo.ge


როგორ გახადო ცხოვრება საინტერესო

როგორ გახადო ცხოვრება საინტერესო

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძალიან ადვილია დაგავიწყდეს რომ,  ყველაფერი რაც შენს გარშემოა შენი ცხოვრებაა.  როგორ გახდე უფრო შეგნებული,  შეავსო შენი ცხოვრება იმით რაც მართლა გინდა და არ უღალატო შენს ღირებულებებს?

ის თუ როგორ ხარჯავ თითოეულ დღეს, არის ის თუ როგორ ხარჯავ ცხოვრებას.

ფიქრები და საუბრები, ადამიანები და გარემო-ყველაფერი რაც ხდება შენს გარშემო მთელი დღის განმავლობაში არის შენი ცხოვრება.  აირჩიე ის, რაც ავსებს შენს ცხოვრებას.

თანმიმდევრული ყოველდღიური ქმედებები არის გასაღები მდგრადი ცვლილების. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია შეცვალო გარემო და ჩვევები, ასევე განზრახვა სწრაფად ცვლილებების და ცეცხლოვანი მოტივაცია.

აქ ჩამოთვლილია რამდენიმე ჩვევა რომელიც დაგეხმარება განუწვეტლივ ესწრაფვო კიდევ უფრო სრულსა და სრულყოფილ ცხოვრებას.  მაგრამ, სანამ ცხოვრების შეცვლას  დაიწყებ გახსოვდეს: ეს არ არის სწრაფი გზა რომ მიაღწიო მდგრად ცვლილებას, ამიტომ ისიამუვნე პროცესით. ეს არის ძალიან, ძალიან გრძელი ცხოვრება.

1.ყოველდღიურად გამონახე დრო უსმინო შინაგან ხმას.

შეამოწმე! ჰკითხე  შენს თავს რატომ გადაწყვიტე ასე და არა სხვაგვარად? მკითხე რატომ აკეთებ რაღაცას მანამ , სანამ მე გავაკეთებ.  ძნელია გაარჩიო შინაგანი ხმა სხვა ადამიანების აზრებიდან, მაგრამ როდესაც შენ ამას შეძლებ,  შენ დაიწყებ შენი მიზნების და იდეებსაკენ სვლას.  და ყოველთვის იქნები დარწმუნებული რო ეს გადაწყვეტილება შენი შინაგანი ხმისაა.

2.აკონტროლე შენი ფიქრები- შენი მთავარი ძალა

როდის შენიშნე ბოლოს, რომ  უარყოფითი აზრით იყო შენი გონება დაკავებული? შეიძლება ამ წუთასაც. ისწავლე როგორ მოიშორო უარყოფითი აზრები და ყურადღება გადაიტანო სხვა რამეზე. მიეცი გონებას საშუალება, ფოკუსირება გააკეთოს იმაზე რაც მართლა მნიშვნელოვანია, თუ შენ ხშირად გრძნობ თავს გამოწურულად, შესაძლებელია იმიტომ,  რომ შენ არ შეგიძლია აკონტოლო შენი ფიქრები. შენი გონება გარეულ მხეცს ჰგავს. დაიჭირე ის!

3.ეძებე მომენტი

აღმოაჩინე დრო, როდესაც ხარ ყველაზე მეტად ფუნქციონირებადი, გამოიკვლიე რა გარემოება გიწყობს ხელს ამ მდგომარეობის მიღწევაში და ეცადე შეიქმნა ეს აუცილებელი მდგომარეობა დღის განმავლობაში. შენ   მუშაობ შენივე ენერგიის ნაკადით, მთლიანად ხარ შენს საყვარელ საქმეში? ძალიან კარგი, განსაზღვრე შენი ხელშეუხებელი ადგილი, დააფასე და დაიცავი ეს დრო, ისე როგორც შენს სურვილს სჭირდება, იმიტომ რომ ეს სწორედ ის არის.

4.გააცნობიერე პირადი გამოცდილება გლობალურ შესაძლებლობებში.

უყურე ოკეანეს, ეთამაშე ძაღლს, შეეხე ხეს-ყოველ დღე, დაუთმე ცოტა დრო ამას, შენ ხარ დიდებული სისტემის ნაწილი, უფრო გლობალურისა ვიდრე შენი სიცოცხლეა.

და გახსოვდეს, შენი ქმედებები მნიშვნელოვანია.

5.გაიწმინდე გონება მედიტაციური პრაქტიკებით

გასაოცარია როგორ ცვლის დილის მედიტაციები მთლიან დღეს. სუნთქვაზე ყურადღების გადატანა დაგეხმარება მთლიან განწმენდაში ადვილად ფიქრში: საუბრისაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე ან თუნდაც უბრალოდ სეირნობისას.

გაახსენე შენს თავს დაუბუნდე მშვიდ ფიქრებს და ყურადღება გაამახვილო სუნთქვაზე- ეს ძალიან დაგეხმარება.  ეს არის არა მარტო ცუდი ფიქრებისგან თავის დაღწევაა, არამედ, შენი გონება დარჩება სიმშვიდეში, და ეს ძალიან დიდი ძალაა.

6.გაარკვიე შენი ღირებულებები

ჰკითხე შენს თავს როგორია შენი ღირებულება პირად, პროფესიულ  და სოციალურ დონეებზე. იყავი კეთილი საკუთარი თავის მიმართ. ის თუ რას აკეთებ დღის განმავლობაში არაა სათანადოდ დაფასებული შენგან, ე.ი. არასწორ გზას ადგახარ. გახსოვდეს, როგორც ხარჯავ თითოეულ დღეს, ისე ხარჯავ ცხოვრებას.

7.ნუ იხედები მოკლე სივრცეში

ახორციელებ შენს მისიას ცხოვრებაში და ხედავ განვითარებას თუ არა? ადვილი არაა გაუძღვე ცხოვრბას შენივე მიმართულებით, ყოველდღიურად ჩაუღრმავდი შენს თავს, აკეთე ის რაც გსიამუვნებ და მიაღწიე დანიშნულების ადგილებს.

8.გაიმეორე შენთვის პოზიტიური აფირმაციები

აკეთებ რაიმე მნიშვნელვანს? შეგიძლია ჩამოწერო რამდენიმე აბზაცი, რითიც ამაყობ? აკეთებ მედიტაციებს? მშვენიერია! ჩაიხედე სარკეში, მიულოცე შენს თავს შენი არსებობა  და გაიხსენე რითიც მადლიერი ხარ, აღნიშნე მნიშვნელოვანი საქმეები რასაც აკეთებ.

9.წერე ქაღალდზე ყოველდღიურად

მომართე შენი გონება: გეგმებზე და ოცნებებზე.

10.აირჩიე სწორი გარემოცვა

შეიქმენი აქტიური გარემოცვა, მიზანმიმართული, კეთილი ადამიანების, ლაღი ურთიერთობებითა და ნათელი ფიქრებით.

11.შეიქმენი ისეთი ცხოვრება, როგორსაც ხედავ რომ სწორია

აკეთე ის რაც შენია, სხვაგვარად დიდხანს წესების დაცვა გაგიჭირდება. ადვილი და შენთვის სასიამუვნო საქმეები აკეთე, მაგალითად თუ გსიამუვნებს დღიურის წერა დილით, გააკეთე და ისიამუვნე პროცესით.

12.რასაც ებრძვი, ძლიერდება

თუ შენ დიდ ყურადღებას აქცევ უარყოფითს შენს ცხოვრებაში, მოიზიდავ მას. ჩვენ ვხედავთ იმას რისი დანახვაც გვინდა, თუ შენ ხედავ ძალიან ბევრ უარყოფითს, მას დაინახავ ყველგან და ყველაფერში, მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებენ ადამიანები. თუ შენი ცხოვრებაც ასეთია უბრალოდ აღნიშნე, იპოვე ნამდვილი მიზეზი და აღმოფხვერი ის.

13.აღმოაჩინე! გააკეთე ექსპერიმენტები!

საუკეათესო გზაა გაარკვიო რა მუშაობს შენთვის და რა არა, გაიკვალე ბილიკები პირადი გამოცდილებით და იპოვე ახალი გზა ფიქრის და ქმედების.

ვადიმ ზელანდ

თარგმნა: ანა ბულბულაშვილმა

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი

 

ნანახია:(232)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

მსოფლიოს კრიმინალების უკანასკნელი სიტყვები

„მინდა პრესამ იცოდეს, რომ სადილზე სპაგეტი O-ს ნაცვლად სპაგეტი მომიტანეს“, — ეს იყო ტომას გრასოს ბოლო სიტყვები. 1990 წელს ის


KGB is watching you შეიცვალა FB is watching you — თი

„ამ სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ, ვითომ უწყინარი სტატუსებითა და ფოტოების გაზიარებით თქვენი ყველანაირი აქტივობა ინახება!“ — წერს ერთ-ერთი ფბ.მომხმარებელი. „KGB


ხრიკი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს…

ძილი დასვენების და ხასიათის გაწმედის საუკეთესო საშუალებაა. რაღაც ეტაპზე ყველა წყვილის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც მათ უბრალოდ ძილი სჭირდებათ და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*