როგორ გავუგოთ ქალებს?

by admin | 11 января, 2018 00:54

…მამაკაცები ხშირად იყენებენ ფრაზას: “ქალებს რას გაუგებ!”… არა და ძალიან მარტივია ქალების გაგება 

…მაინც როგორ გავუგოთ ქალებს?

1. მამაკაცს უნდა ახოვდეს, რომ თუ მისი საყვარელი ქალი მოწყენილია, ყველა საქმე უნდა გადადოს, მივიდეს მასთან, ხელები მოხვიოს და მოწყენის მიზეზი ჰკითხოს. ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით, პრობლემების დროს თანამოაზრეს ეძებენ, თუ ვის შეუძლიათ გული გადაუშალონ…

2. ქალი იშვიათად გთხოვთ დახმარებას, რადგან ის ელოდება, რომ თქვენ თავად გამოიჩენთ ინიციატივას და იზრუნებთ მასზე…

3. არ მისცეთ უფლება მას ასწიოს მძიმე ნივთები და ყოველთვის შეეცადეთ, რომ ის დარჩეს თქვენი ყურადღების და ზრუნვის ცენტრში…

4.  საყვარელი ქალი კარგი მეგობარიც უნდა იყოს, რომელსაც ყოველთვის მოუსმენთ და მზად იქნებით გაითვალისწინოთ მისი აზრი, ისევე როგორც სხვა უახლოესი მეგობრის…

5. ყოველთვის გახსოვდეთ, ბუმერანგის კანონი… ქალი რომელზეც ზრუნავს მამაკაცი და აღვიძებს მასში ქალურობას, ასხივებს ბედნიერებას, რომელიც ეხმარება მის საყვარელ მამაკაცს გახდეს წარმატებული…

ასე რომ მამაკაცებო, თქვენი წარმატება თქვენს ხელთაა! თუ არ გაკმაყოფილებთ თქვენი დღევანდელი სტატუსი, გაზარდეთ მზრუნველობის დონე, საყვარელი ქალის მიმართ… “ყველა წარმატებული მამაკაცის უკან, გენიალური ქალი იდგა.”

6. ასიამოვნეთ საყვარელ ქალს! იყავით მის სურვილებზე ორიენტირებული. ქალს შეუძლია თავადაც მოიმზადოს საუზმე, იყიდოს ყვავილები, კარგი საათი, სათვალე, ტელეფონი, მანქანა, იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო, მაგრამ ნამდვილი მამაკაცი ყოველთვის ეცდება თავად აუსრულოს სურვილები საყვარელ ქალს…

7. ხშირად შეაქეთ თქვენი საყვარელი ქალი. დააფასეთ მისი ნიჭები, უნარები, ჩაცმის სტილი, გააკეთეთ ორინტირი მის დადებით მხარეებზე. ყველა ქალს სიამოვნებს კომპლიმენტი.

8. და ბოლოს! გახსოვდეთ! კაცი, რომელიც ქალს ექცევა დედოფალივით, ქალი მას მოექცევა მეფესავით!!!

თქვენ ირჩევთ, თუ ვინ გყავდეთ გვერდით, მონა თუ დედოფალი…

სიყვარულით: მაია ხავთასი 💕

 

ნანახია:(739)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/rogor-gavugot-qalebs/