როგორ გავიგოთ, რომელი ვიტამინი აკლია ორგანიზმს? | Jolo.ge


როგორ გავიგოთ, რომელი ვიტამინი აკლია ორგანიზმს?

როგორ გავიგოთ, რომელი ვიტამინი აკლია ორგანიზმს?

ვიტამინები ორგანიზმისთვის აუცილებელი ქიმიური ნივთიერებებია. ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს ვიტამინების გარკვეული დოზა, რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ვიტამინები ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია. ისინი მონაწილეობას ღებულობენ საკვების დაშლაში ენერგიის მისაღებად. აგრეთვე, ზოგიერთი ვიტამინი აუცილებელია სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის.

ვიტამინების მიღების საუკეთესო გზა დაბალანსებული, ჯანსაღი პროდუქტია. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს გადატვირთული გრაფიკის ფონზე და სწრაფი კვების ობიექტების გარემოცვაში, ჯანსაღ კვებაზე ფიქრისთვის დრო თითქმის არაა.

ვიტამინების ნაკლებობა მარტივად შესამჩნევი არაა. მისი სიმპტომები თანდათან ჩნდება. ამ მდგომარეობას ჰიპოვიტამინოზი ეწოდება. უფრო მძიმე ფორმაა ,,ავიტამინოზი.’’ ძირითადად ჰიპოვიტამინოზი გარდატეხის ასაკამდე ბავშვებშია გავრცელებული. ვიტამინების ნაკლებობის პრობლემა მასობრივად დგება გაზაფხულზე, როცა ნატურალური ხილის და ბოსტნეულის დეფიციტია.

 როგორ გავიგოთ, რომ ვიტამინი აკლია ორგანიზმს?

ასეთ დროს ადამიანი არის მოდუნებული, ახასიათებს ძილიანობა, აქვს დაქვეითებული მეხსიერება და თავს სუსტად გრძნობს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაბალი სიცხეც აღინიშნოს.

როგორ მივხვდეთ, რომელი ვიტამინი აკლია ორგანიზმს? თითოეული ვიტამინის ნაკლებობას თავისი სიმპტომები გააჩნია.

კალცის ნაკლებობა  - თეთრი რკალები ფრჩხილებზე, ნაადრევი გაჭაღარავება.

და ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა - პიგმენტური ლაქები.

D ვიტამინის ნაკლებობა – ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები, რაქიტი ბავშვებში.

B ჯგუფის ვიტამინები - სისუსტე, ადინამია, მოთენთილობა, ახასიათებს ძილიანობა, უჭირს მეტყველება.

C ვიტამინის ნაკლებობაა, როცა იმუნური სისტემა არის სუსტი და ადამიანი ადვილად ცივდება. C ვიტამინის დეფიციტის შევსება შეიძლება ციტრუსებით.

ხშირი სისხლდენა ღრძილებიდან, შესაძლოა, C და E ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებდეს.

ავიტამინოზისგან თავის დასაცავად აუცილებელია სწორი, დაბალანსებული კვება. დაცული უნდა იყოს პროდუქტის მომზადების წესებიც, საკვები არ უნდა იყოს ძალიან დამწვარი, ძალიან ცხიმიანი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში საკვები შეინარჩუნებს ყველა იმ ელემენტს, რაც ხელს შეუწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ორგანიზმში.

წყარო: oxford-med

ნანახია:(251)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ ხანგრძლივი ცხოვრება გსურთ…

გჯერათ ამის თუ არა თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე. ამისთვის ბევრი რამ სულაც არაა საჭირო, მხოლოდ ჯანსაღი საკვები. არსებობს რამდენიმე


20 პროდუქტი, რომლითაც დილა არ უნდა დაიწყოთ

კვება — ეს ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი ფაქტორია, რომელიც ადამიანი ჯანმრთელობას განსაზღვრავს. ჯანსაღ კვებაზე კი ბევრს იოგურტი და ნატურალური წვენები ახსენდება. როგორი


ნატურალური სასმელი ლამაზი და სწორი მუცლისთვის

ზედმეტი ცხიმის მოცილება მუცლის არედან ყველა ქალის სურვილია. როგორც წესი, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ზონაა და ქალბატონების მცდელობა, ხშირ შემთხვევაში,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*