როგორ გავამყაროთ მეგობრობა ქორწინებაში…   | Jolo.ge


როგორ გავამყაროთ მეგობრობა ქორწინებაში…  

როგორ გავამყაროთ მეგობრობა ქორწინებაში…   

წარმატებული ქორწინებისთვის ყველაზე აუცილებელი ნამდვილი მეგობრობაა. პარტნიორები პირველ რიგში ყველაზე ახლო მეგობრები უნდა იყვნენ ერთმანეთისთვის, თუმცა თანაცხოვრების დროს ზოგჯერ რთულია რაღაცებზე თვალი დახუჭო და სწორედ ეს იწვევს პრობლემებს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ გავამყაროთ მეგობრული ურთიერთობა:

 

გახსოვდეთ მხოლოდ დადებითი — როდესაც რაღაცაზე გაბრაზდებით გაიხსენეთ თქვენი თაფლობისთვე, დრო, როდესაც ერთმანეთი მხოლოდ დადებითი კუთხით გყავდათ შეფასებული, გაიხსენეთ მომენტები, რომლებიც ერთად გაატარეთ მხიარულად და ეცადეთ ისინი აწმყოშიც გადმოიტანოთ.

 

გამოხატეთ ინტერესი პარტნიორის მიმართ — აკეთებთ ერთად რაიმე სახალისოს? თუ არა, მაშინ ამის დროა. გარდა ამისა დაკავდით იმ საქმით, რაც თქვენს პარტნიორს სიამოვნებას ანიჭებს, უყურეთ მის საყვარელ ფილმს, წაიკითხეთ მისი საყვარელი წიგნი მასთან ერთად…

 

აქციეთ ყოველდღიურობა პოზიტივად — გაინაწილეთ და ერთად აკეთეთ სახლის საქმე, ისაუბრეთ თქვენს მიზნებზე, გაუზიარეთ შეხედულებები.

 

გიყვარდეთ უპირობოდ — რასაკვირველია, გამორიცხულია ერთმანეთში რაღაც უარყოფითი თვისება არ აღმოაჩინოთ, მაგრამ გიყვარდეთ პარტნიორი ამ ნაკლით, უპირობოდ.

 

დაიჭირეთ მისი მხარე — არასოდეს თქვათ სხვასთან რაღაც მის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს მას მარტოსულობის შეგრძნებას გაუმძაფრებს.

ნანახია:(1187)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჩვენ გავუღიმეთ ერთმანეთს, მე სახით, მან თვალებით“ …

ქუჩაში შუქნიშნის ერთ და მეორე მხარეს მე და მუსულმანი ქალი ვიდექით… თმები მხრებზე მეყარა და ტუჩებზე მუქი წითელი ტუჩსაცხი მესვა…


10 რამ, რაც ურთიერთობას აფუჭებს

ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ზოგჯერ თითქოს მოულოდნელად ფუჭდება, მაგრამ ყველაფერი სინამდვილეში ასე მარტივად სულაც არაა. რომელიმე მხარე ყოველთვის შეცდომას უშვებს. ერთ-ერთი


რა ხდება როდესაც შეგხვდება ადამიანი, რომელიც ცხოვრების  მოტივაცია და  სტიმული გახდება

როდესაც შეგხვდება ადამიანი, რომელიც ცხოვრების  მოტივაცია და  სტიმული გახდება,  ე.ი ცხოვრების ეს ეტაპი უკვე საინტერესოდ შედგა! და მართლაც… ცხოვრების გზაზე სვლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*