როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდად: ოთხი საჭირო ჩვევა | Jolo.ge


როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდად: ოთხი საჭირო ჩვევა

როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდად: ოთხი საჭირო ჩვევა

ასაკის მატებასთან დაკავშირებული დისკომფორტის და პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია. იმისთვის რომ ახალგაზრდობა დიდი ხნით შეინარჩუნოთ, თავის მოვლასთან ერთად, ყოველდღიური ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაა საჭირო.

მიიღეთ ყველაფერი, რაც ცხოვრებას მოაქვს.  შეეცადეთ ისწავლოთ ყველაფრისთვის იუმორით შეხედვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სტრესი ადამიანის გარეგნობაზე ძალიან უარყოფითად აისახება. პრობლემებიც ადამიანის ცხოვრების ნაწილია, ამიტომ შეეცადეთ გადაწყვეტილებები მშვიდად, საღი გონებით მიიღოთ. გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

შეეგუეთ ასაკის მატებას. არაფერია იმაზე უარესი რომ მთელი სასოწარკვეთილებით ცდილობდეთ ძველებური გარეგნობის შენარჩუნებას. ამან შეიძლება საპირისპირო შედეგამდეც კი მიგიყვანოთ. დაბერება გარდაუვალი პროცესია. გახსოვდეთ, რომ ყველა ასაკს აქვს თავისი ხიბლი და თქვენც ჯანსაღი დამოკიდებულებით შეხვდით მას. დამერწმუნეთ, ამას თქვენ უფრო მტკივნეულად აღიქვამთ, ვიდრე რეალურად გამოიყურებით.

მიირთვით გემრიელად. ახალგაზრდობა არ ნიშნავს იმას რომ კარგად გამოიყურებით. პირველ რიგში ეს შიგნიდან უნდა მოდიოდეს. ჩვენი ტვინი დაბალანსებულ კვებას მოითხოვს. ჯანსაღი საკვები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კვების რაციონს სწორად შეარჩევთ, ახალგაზრდობაშიც და ასაკშიც თქვენს გარეგნობაზე ეს დადებითად აისახება.

გამოიძინეთ. ჯანსაღი ძილი ტვინის ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის მთელს ორგანიზმზე და შესაბამისად, კანზეც ახდენს გავლენას. ძილისთვის ოპტიმალური დრო 7-8 საათია. ეს აუცილებელი დროა რომ ორგანიზმმა გამოძინება მოასწროს.

ყველას სურს მუდმივად ახალგაზრდა დარჩეს. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებთ, თუ ახალგაზრდულ განწყობას შეინარჩუნებთ. ისწავლეთ ცხოვრება, ემოციების გამოხატვა, ღიმილი და იყავით ბედნიერი. თავად იგრძნობთ, რომ ასაკთან ერთად ხიბლს არ დაკარგავთ.

წყარო: http://oxford-med.ge

 

ნანახია:(734)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იპოვეთ საკუთარი თავი

«სანამ თქვენ იპოვით სამსახურს, მეორე ნახევარს, მეგობარს, დაფინანსების წყაროს, წარმატებას, ბედნიერებას და საერთოდ, იპოვით იმას, რასაც ასე დაჟინებით ეძებთ, მანამდე


მსოფლიოს უცნაური ტრადიციები

  ყველა რელიგიას და კულტურას აქვს რაღაც თავისებურება, რომელიც სხვებისთვის შესაძლოა ძალიან უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ადამიანებს, რომლებიც ასე გაიზარდნენ სწამთ,


სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს…

ფრანგი მწერლის, „საფრანგეთის აკადემიის» წევრის, ანდრე მორუას გამონათქვამები: უნდა აპატიო მდუმარედ – სხვაგვარად ეს რანაირი პატიებაა? როდესაც წარმატება გვეწვევა, ისღა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<