როგორ გამოვიმუშავოთ ახალი, ეფექტური უნარ-ჩვევები? | Jolo.ge


როგორ გამოვიმუშავოთ ახალი, ეფექტური უნარ-ჩვევები?

როგორ გამოვიმუშავოთ ახალი, ეფექტური უნარ-ჩვევები?

ადამიანები, სამყაროს აღვიქვამთ მინიმუმ ორ დონეზე. ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე. ეს უკანასკნელი პასუხს აგებს ჩვენს უსაფრთხოებაზე და გამრავლებაზე.

ჩვენ ყველას გვინდა რომ მივიღოთ სიამოვნება და ავირიდოთ ტკივილი და ტანჯვა. და ვინაიდან ქვეცნობიერიც სწორად ამას ემსახურება, შესაბამისად, სწორედ ის მართავს ჩვენს ცხოვრებას.

მაგალითად, ცნობიერ დონეზე, ჩვენ შეიძლება ვიცით, რომ სიგარეტი მავნებელია, მაგრამ მაინც ვეწევით. რატომ? იმიტომ რომ, როცა მოწევას ვიწყებთ, ვითარდება შემდეგ პროცესი:

ჩვენ მოვწიეთ, მივიღეთ რაღაც სიამოვნება. ის რომ სიგარეტი მავნეა, არის გრძელვადიანი პერსპექტივა. თავად ქმედების დროს, ამას ვერ ვგრძნობთ და შესაბამისად ქვეცნობიერში ჩნდება პირობითი რეფლექსი, რომ მოწევა უდრის სიამოვნებას. ის მეორდება ხშირად და ყალიბდება პროგრამად. და შემდეგ, უკვე, რაც არ უნდა იფაფხუროს ჩვენმა ცნობიერმა რომ მოწევა მავნებელია, სანამ ეს პროგრამა არსებობს, ჩვენ გაგვიჭირდება სიგარეტისთვის თავის დანებება.

რა გავაკეთოთ?

პირველ რიგში არ არის საჭირო წინააღმდეგობა გავუწიოთ, ვებრძოლოთ ჩვევას.

გამოსავალი არის ამ ჩვევის დაძლევისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში.

რა განსხვავებაა ჩვევებსა და უნარებს შორის?

ჩვევა ეს არის ის რაც წარსულში ჩამოყალიბდა გაუცნობიერებლად. ხოლო უნარი ეს არის იგივე ჩვევა, მაგრამ რომელიც ჩვენ გამოვიმუშავეთ მიზანმიმართულად.

მაგალითად ფრჩხილების კვნეტა ეს არის ჩვევა, რომელიც ოდესღაც სრულიად გაუცნობიერებლად ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ მანქანის ტარება, არის უნარი, რომელიც მიზანმიმართულად გამოვიმუშავეთ.

პრაქტიკული სავარჯიშო:

იმისთვის, რომ მოვახდინოთ მავნე ჩვევების გადაპროგრამირება და გამოვიმუშავოთ ახალი უნარები, პირველ რიგში საჭიროა დავისახოთ მიზანი.

1. წარმოიდგინე საკუთარი თავის 10 წლის შემდეგ იდეალურ მდგომარეობაში (შეგვიძლია განვიხილოთ ფიზიკური ფორმის მაგალითზე

2. რა უნარები შეგიწყობს ხელს ასეთი იდელაური მდგომარეობის მიღწევაში?

3. რომელი უნარია ყველაზე მნიშნელოვანი? ყველაზე მთავარი?

4. როგორი მავნე ჩვევებისგან გინდა განთავისუფლდე?

თუ ამ სავარჯიშოს გულდასმით შეასრულებთ, თქვენ უკვე გექნებათ კონკრეტული მიზანი, ანუ გეცოდინებათ თუ რა მავნე ჩვევებისგან უნდა განთავისუფლდეთ და რომელი უნარის გამომუშავებაზე უნდა იზრუნოთ.

შემდეგ კი შეგიძლიათ უკვე დაგეგმოთ ამ უნარის გამომუშავების პროცესი რომელიმე ჩვენს მიერ ადრე განხილული ფორმულით:

1. მიზნის მიღწევის სუპერეფექტური ფორმულა>> m100%M

2. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყოველდღიური აქტივობის ფორმულა>> 30/30/1

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო უნარი, რომლის გამომუშავებაზეც უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, არის ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების უნარი.

იმოქმედე როგორც ჩემპიონმა

https://www.facebook.com/groups/160860031140182/?fref=mentions

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

ნანახია:(289)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ბედნიერება ადვილად მოდის, დანახვა და შენარჩუნებაა ძნელი“

ადამიანს, უნდა თუ არ უნდა, მის ცხოვრებაში, ყოველთვის დგება დრო, როცა ის სიცოცხლეშივე წარსდგება ყველას წინაშე, თავისი რეალური, ნამდვილი სახით.


როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ნამდვილად მთელი სამყარო გვეხმარება და მხარს გვიჭერს

ცხოვრებაში პირველად ვმოგზაურობ რუგზაკით, დიდი ჩემოდნის გარეშე, სადაც არ უნდა წავიდე, თუნდაც ორი დღით, უზარმაზარი ჩემოდანი მიმაქვს ტანსაცმელებით და ნივთებით


დაოსური ფილოსოფიის ძალა — სტრესებისა და მავნე ემოციების გარდაქმნა დადებით ენერგიად…

მამუკა მანგოშვილი და დაოსური გამაჯანსაღებელი პრაქტიკები თბილისში ხუთი ძირითადი სტიქიის მიხედვით სხეულის გაჯანსაღება უჯრედის დონეზე, ქრონიკული დაავადებებისგან გათავისუფლება, ენერგეტიკული წმენდა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<