როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი სიცილის მანერის მიხედვით | Jolo.ge


როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი სიცილის მანერის მიხედვით

როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი სიცილის მანერის მიხედვით

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის წამყვანი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სიცილი საუკეთესო, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. არც თანამედროვე მედიცინა უარყოფს იმ ფაქტს, რომ ღიმილი არაერთი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვისაა რეკომენდებული. მათ აწარმოეს კვლევა, რომლის დროსაც მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი 15 წუთის განმავლობაში კინოკომედიას უყურებდა, მეორე ჯგუფი ნეიტრალურ პროგრამას. შემდეგ კვლევის მონაწილეები ტკივილისადმი ამტანობაში გამოსცადეს.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, კარგ განწყობაზე მყოფმა ჯგუფმა ტკივილი მთელი 10% — ით ნაკლები სიმკვეთრით აღიქვა.

 

სიცილი დეპრესიის სამკურნალოდ საუკეთესო წამალია. ეს იმ იმპულსების საშუალებით ხდება, რომლებსაც სიცილის დროს სახის კუნთები ნერვული სისტემისკენ გზავნიან და სწორედ ეს იმპულსები მოქმედებენ ადამიანის განწყობაზე დადებითად. ენდორფინების გამომუშავების საშუალებით — რომლებიც თავის ტვინის ნეირონებში წარმოიქმნებიან, შესაძლებელია ტკივილის შემსუბუქება და სტრესის გამომწვევი ჰორმონების დონის დაკლებაც.

 

ფსიქოლოგების აზრით, სიცილის მანერის მიხედვით, ადვილად შეიძლება ადამიანის ხასიათზე მსჯელობა.

 

დაკვირვებულ მანდილოსანს მეგობარი მამაკაცის ხასიათის განსაზღვრა თურმე სიცილის მანერითაც შეუძლია.

 

1. თუ მამაკაცი თვალდახუჭული და თავგადაწეული იცინის, ცხოვრებით ტკბობას ეტანება. მეგობარი ქალი მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა სურს, ვინმეს მარცხის სიმწარე გაუზიაროს.

 

2. მამაკაცი სიცილის შეკავებას ცდილობს და პირზე ხელს იფარებს, თუმცა შინაგანად სიცილისგან თრთის. ძნელია ასეთი ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა. თუ ვინმე შეიყვარა, კუბოს კარამდე უერთგულებს. გვერდით ასევე ერთგული მეგობარი სჭირდება.

 

3. მამაკაცი პირღია გულიანად ხარხარებს — ცხოვრება მხოლოდ სიხარულს ანიჭებს. შესანიშნავი თანამგზავრია დასვენების დროს, მაგრამ საკმაოდ პრიმიტიულია და სერიოზული დისკუსიები მალე ბეზრდება. ხანდახან უხეშიც კი ხდება.

 

4. მამაკაცი საიდუმლოდ იღიმება. ასეთი ადამიანი მომხიბვლელია და … ცივსისხლიანი. განსაკუთრებით საშიშია, თუ ტუჩის მარჯვენა კუთხით იღიმება — შეუძლია, თვალის დაუხამხამებლად მოგატყუებთ.

 

5. მამაკაცი ძალიან მიმზიდველად იღიმება ტუჩის მარცხენა კუთხით. ამ ტიპის მამაკაცი პატიოსანი და მომთმენია. მისი იმედი შეგიძლიათ ყველაფერში გქონდეთ.

 

6. ძალიან ხმამაღლა იცინის, გვერდით მყოფს ხელს მხარზე ან ფეხზე ურტყამს — ეგოისტია. მხოლოდ ლამაზ ქალებს ეტანება, ვინაიდან მათთან ურთიერთობა მის პატივმოყვარეობას აკმაყოფილებს. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს და ძალიან ბრაზობს, თუ ამას ვერ ახერხებს …

 

მამაკაცებსაც ყოველთვის მოსწონთ ქალი, რომელიც იცინის და მხიარულობს. სიცილი ხომ ცხოვრებისადმი იოლი დამოკიდებულებისა და უდარდელობის ნიშანია. ცხოვრებისადმი იოლი დამოკიდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს სექსისადმი იოლ მიდგომასაც. რა თქმა უნდა, იმის გაფიქრება, რომ ქალი პირველი გაცინებისთანავე მზადაა ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღოს, სისულელეა! მაგრამ სიცილის მიხედვით მისი ტემპერამენტის განსაზღვრა სრულიად შესაძლებელია.

 

მაგალითად, თქვენს წინაშეა ქალი, რომელიც იცინის ხმადაბალი, წყნარი სიცილით, თან თვალებს ხუჭავს ისე, რომ მხოლოდ ვიწრო ჭრილები რჩება. მის შემხედვარეს გეჩვენებათ, თითქოს მხოლოდ თვალებით გამოხატავს მხიარულებას, ამ დროს კი ის ძუნწად იყურება მოწკურული თვალებიდან და გათვალიერებთ — ის ძლიერი პიროვნებაა, გაწონასწორებული და თავდაჯერებული — მძიმეც კი. მისთვის რთულია პარტნიორის არჩევა, რაც მისკენ მიმავალ გზებს გიჭრით და თქვენთვის მიუწვდომელ ქალად აქცევს მას. სამაგიეროდ საქსში აქტიურია და თუ საკითხი თქვენს სასიკეთოდ გადაწყდა, მის დავიწყებას ვერასოდეს შეძლებთ — ღრმად მოხუცებულს ნამდვილად გექნებათ სანუკვარი, ტკბილი მოსაგონარი ამ მშვენიერ ქალზე!

 

თუ ქალი, სრულიად აყოლილია გრძნობებს და იცინის ჩაბჟირებამდე და თან ცდილობს ხუთივე თითით სახე «დაიხოკოს» — ის ნამდვილი ქარაფშუტა გოგონაა (შეგრძნებით მაინც), რომელსაც სკოლიდანვე უყვარდა გაკვეთილების გაცდენა, პაემნებზე სირბილი და სადარბაზოებში მალულად კოცნა შეყვარებულებთან. ძალიან ცნობისომყვარე და მეოცნებეა. მისთვის უცხოა მცნება : «ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი», არასოდეს დაიღლის ფიქრით და განსჯით თავს, სანამ რამეს მოიმოქმედებს. მასთან სასიყვარულო ღამის წინ (უფრო ეს იქნება სპონტანური აქტი უახლოეს ბუჩქთან) მოგიწევთ თავი დაიცვათ ვენერიული დაავადებებისაგან.

 

თუ ქალი საყვარლად ხითხითებს ან კისკისებს, თანაც არასოდეს ავიწყდება თავის გვერდზე გადახრა — დარწმუნებული იყავით, რომ მასზე საყვარელ არსებას ვერსად ნახავთ. ის ყველასთვის საუკეთესო მეგობარი, გამგები და მესაიდუმლეა. მისი გულისპირი მუდამ სხვისი ცრემლებითაა დასველებული. ნებისმიერ მამაკაცს აღაფრთოვანებს ამ ქალის უეცარი შემოჭრა მის სულიერ სამყაროში, გაგება და მხარდაჭერა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რომანტიული გარემო და ნაზი ამბორია, მაგრამ ნურას უკაცრავად! იქამდე ჯერ ბევრი გიკლიათ. სექსში ის სრულიად მინდობილია პარტნიორს — თუმცა არც ესაა ცუდი!

 

თუ ქალი ხარხარის დროს პირს ისე ფართოდ აღებს, რომ შეგიძლიათ მისი ოცდათორმეტივე კბილი გადაითვალოთ და ანგინა თუ აწუხებს, ისიც კი შენიშნოთ, ჩათვალეთ, რომ ის სრულიად უკომპლექსო, ყველაზე ტემპერამენტიანი, მაგრამ ჭირვეული და თავნებაა.

 

თუ ქალი, სიცილის დროს ცხვირს ჭმუხნის, მას ბავშვური გულუბრყვილობა ახასიათებს (ან ასეთად მოაქვს თავი). მსუნაგია, ამასთანავე ეშმაკუნა — მშვენივრად იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს საწადელს. ვერც კი მიხვდებით, ისე მოგიქცევთ თავისი გავლენის ქვეშ. სექსში მრავალფეროვნებას ანიჭებს უპირატესობას. აღმერთებს, როცა ეთაყვანებიან, ჩუქნიან ყვავილებსა და ტკბილეულებს.

 

ქალი, რომელიც ხმამაღლა, გამომწვევად კისკისებს და თანაც თავს ზემოთ სწევს და ყელს იღერებს, ფანტაზიორია და ძალიან მიმნდობი. მასთან დაახლოებას შეძლებს ნებისმიერი თავდაჯერებული მამაკაცი. მაგრამ თუ ჩათვალეთ, რომ ამის შესახებ იცოდით და ეს შეგეტყოთ, ის მაშინვე საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებთ.

 

ქალი, რომლიც ძალიან ჩუმად, თავშეკავებულად იცინის, და ამ სიცილსაც ნაწილობრივ პირზე ხელისგულაფარებული ახშობს, მორიდებული და კომპლექსებიანი არსებაა. მასთან ურთიერთობისას მოგიწევთ ძალიან ხშირად გაუმეოროთ, რომ ძალიან მაგარი ვინმეა და იმის შეხსენებაც არ დაივიწყოთ, რომ ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი. დაუღალავად უნდა უმტკიცოთ, რომ მასზე უკეთესი პარტნიორი არასოდეს გყოლიათ და თუ ამას შეძლებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ასეც აღმოჩნდება.

 

ქალი, რომელიც ყველაზე ზრდილობიანად იცინის — თითქოს გულღიად, მაგრამ სრული ეტიკეტის დაცვით; სიცილის დროს იყენებს რომელიმე მოხდენილი ჟესტს, მაგალითად, გულზე ხელის გულს იდებს, ან ნიკაპს ეხება ხელით .. ის ერთი შეხედვით ცივი, უკარება და მიუწვდომელი ჩანს და ასეც იქნება თუ მამაკაცი მასთან მოვლენების დაჩქარებას შეეცდება. თვალწინ ფიანდაზად რომ გაეგოთ, მის გულს ვერ გაალხობთ. კიდევაც რომ დაიყოლიოთ, მთელი თქვენი მამაკაცური შესაძლებლობები დაახარჯოთ, სასიყვარულო ღამესაც ისეთივე ყინულის დედოფლად დარჩება … მასთან ურთიერთობისას მოთმინება გმართებთ — დრო მიეცით, რათა გრძნობებში გაერკვეს და შეეგუოს იმ აზრს, რომ თავად სურს ასე. მხოლოდ მაშინ ნახავთ მასში ნამდვილ ამორძალს.

 

რაც ყველაზე საინტერესოა, სიცილის დროს 80 სახეობის კუნთი აქტიურად მუშაობს. ეს საშუალებას იძლევა თქვენი შინაგანი ორგანოები და სახის კუნთები მუდმივად ტონუსში გქონდეთ. არც მიმიკური ნაოჭების შეგეშინდეთ, ხარხარის საშუალებით შეგიძლიათ ამ პრობლემასაც «უმკურნალოთ». სიცილის საშუალებით სახის კაპილარებში სისხლის მიმოქცევა გამართულად მუშაობს, რის საფუძველზეც სახის კანი იდეალურად გამოიყურება.

 

სიცილი დადებითად მოქმედებს ჩვენი იმუნური სისტემის მუშაობის პროცესზე. წარმოქმნის და ააქტიურებს დამცავ უჯრედებს.

 

ხარხარი (ჩაბჟირება) თითქმის ვარჯიშის ტოლფასია. სიცილის დროს ადამიანის 300 კუნთი და დიაფრაგმა აქტიურად მუშაობს, რომლის დროსაც შინაგანი ორგანოების მასაჟი კეთდება. ეს ეხმარება საჭმლის მონელებას, კუჭ — ნაწლავის მოქმედებას, ასტიმულირებს ნაღვლისა და ღვიძლის მუშაობას, აფართოებს ბრონქებს, ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს გულის კუნთის აქტიურ მუშაობას. სიცილით შეიძლება ჩავანაცვლოთ სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას.

 

ფსიქოლოგიის ექსპერტები თვლიან, რომ სიცილი ადამიანების გაერთიანების საშუალებაა, როგორც სიმღერა, რომელიც ასევე ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას. სიცილი და ღიმილი ასტიმულირებს მგრძნობელობით ორგანოებს, ხელს უწყობს ახალი სოციალური კონტაქტების წარმოქმნას და ძველის შენარჩუნებას.

 

                                                                                        

ნანახია:(2449)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
სიცილი

Related Articles

როგორ დავმალოთ ნერვიულობა? 7 სასრგებლო რჩევა

ნერვიულობა — ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იქნება ეს პრეზენტაციის, გასაუბრების, გამოცდის თუ რამე სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ჩვენი შინაგანი


გონების სიმშვიდე (ბუდა)

ერთხელ ბუდა თავის მიმდევრებთან ერთად ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქისკენ მიდიოდა. ძალიან ცხელოდა და მათი გზიდან არც ისე შორს ერთი პატარა


მეეზოვე მსოფლიო ულამაზეს ქალების სიაში მოხვდა

მუნირა მირზოევა ჩვეულებრივი გოგონაა დუშანბედან, რომელიც მსოფლიოს ულამაზესი გოგონების სიაში მოხვდა. მისი ფოტო, რომელზეც ის სამუშაო ფორმაში გამოწყობილია, საიტმა The


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*