როგორ გამოვაღვიძოთ შინაგანი ძალა? | Jolo.ge


როგორ გამოვაღვიძოთ შინაგანი ძალა?

როგორ გამოვაღვიძოთ შინაგანი ძალა?

იმისთვის, რომ ცხოვრებაში რამე შედეგიანს მივაღწიოთ, საჭიროა შინაგანი ძალის გამოღვიძება.

არსებობს ძალიან მაგარი და შედეგიანი 6 საფეხურიანი სისტემა, რომელიც შინაგანი ძალის გამოღვიძებაში დაგეხმარება.

პირადად მე ამ ტექნიკის გაკეთების მერე ვერაფერი მაჩერებს.

ცხოვრებაში, როგორც ყველას, ალბათ შენც გქონია პრობლემები და ეძებდი გამოსავალს. გქონია დიდი პრობლემაც …

და შენ ეს პრობლემა მოაგვარე.

და ახლა ბედნიერი ხარ.

ახლა ჩვენ დეტალურად გავშიფრავთ, თუ როგორ მოახერხე ამ პრობლემის მოგვარება.

მოიმარჯვე კალამი და რამდენიმე რვეული. ამ სავარჯოს გაკეთება გარკვეულ დროს მოითხოვს. შეეცადე, ამ დროის განვალობაში არავინ და არაფერმა შეგაწუხოს. გამორთე ტელეფონი. გამოდი სოც. ქსელებიდან და იყავი აქ და ამჟამად.

განმარტოვდი.

წარმატებას გისურვებ

1) სიტუაცია

შენს ცხოვრებაში, იყო რაღაც მომენტი, როდესაც რამე რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდი. რა იყო ეს სიტუაცია? სანამ ჩამოწერ ჯერ ჩემს სიტუაციას გაგიზიარებ, რომ შენთვის უფრო ნათელი და გასაგები გახდეს ყველაფერი და არ დაიბნე:

ჩემი სიტუაცია ჟღერს ასე.. არასდროს არაფერი არ მქონდა ცხოვრებაში. ბავშვობაში ჩემი მშობლები არ მუშაობდნენ და არც დიდი პატივისცემით გამოირჩეოდნენ საზოგადოებაში.

ახლა კი მოიმარჯვე კალამი და დაწერე შენი ყველაზე მწარე ცხოვრებისეული სიტუაცია, დაიწყე…

დაწერე? ძალიან კარგი. გადავიდეთ მეორე პუნქტზე

2) კრიტიკული მომენტი

რა იყო მაგ შენს სიტუაციაში კრიტიკული მომენტი? ისევ ჩემი ისტორიით გავაგრძელებ, შენ კი მისი წაკითხვის ნიმუშზე დაწერე შენი კრიტიკული მომენტი. 3-4 წინადადება.

როცა ვხედავდი რომ ჩემი კლასელების მშობლები ასე თუ ისე ნორმალურად ცხოვრობდნენ ჩემთან შედარებით, გამიჩნდა შინაგანი დიალოგი, ნეტავ არატომ არის ასე? ჩემი მშობლები რატომ არ არიან ეგეთები? მამაჩემს, როცა ამის თაობაზე ვეკითხებოდი, თავს იმართლებდა… უმუშევარი იყო და არც ცდილობდა რამე გაეკეთებინა, ნუ რაღაცას ცდილობდა, მარა ეს ძალიან, ძალიან ცოტა იყო. მე კი ეს მახრჩობდა და თავს არ მანებებდა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ვაცნობიერებდი, უბრალოდ ვგრძნობდი, ეს ახლა, უკვე ზრდასრული პიროვნება. ჩემი ცხოვრების ფირს აქეთ-იქეთ ვატრიალებ და ვააანალიზებ ყველაფერს.

მაშინ რაღაც შინაგანი წვა მქონდა. თან ოჯახში რამე თემაზეც იშვიათად ვსაუბრობდით, ამის გამოც საკუთარ თავში ჩაკეტილი გავიზარდე… და  ეს ძალიან მაწუხებდა. ანუ მე ორი პრობლემა მქონდა ერთში.

ახლა კი ჩამოწერე შენი კრიტიკული მომენტი.

3) გამოწვევა

ახლა ვილაპარაკოთ გამოწვევაზე. მე თუ ამ პრობლემას არ მოვაგვარებ რა მოხდება? რა მოხდება? საკუთარი თავის წინაშე უნდა აგო ახლა პასუხი.

ჯერ მე მომისმინე და მერე შენი გააგრძელე

მე რა გამოწვევა მქონდა? აი მე ამას თუ არ გავაკეთებ როგორ ვიცხოვრებ?.. როგორ ჩავიხედავ მერე სარკეში? მე საკუთარი თავის მრცხვენოდა. ბუნებით მეამბოხე სული ვარ, და ყოველთვის ცნობიერად თუ არაცნობიერად ვიღებდი გამოწვევებს, ხშირად „ზადნის“ ვაძლევდი,  და ეს კიდევ უფრო მჭამდა და შიგნიდან მანადგურებდა.

აი, ასეთი გამოწევა მქონდა მე. ახლა კი შენ, შენი გამოწვევა ჩამოწერე.

4) როგორ?

ახლა მინდა რომ ჩამოწერო, კონკრეტულად რას აკეთებდი, როცა ამ პრობლემას უმკლავდებოდი, როგორ აგვარებდი.

კონკრეტულად რას აკეთბდი?

გეტყვი, მე როგორ ვაკეთებდი ამას

სიმართლე გითხრა არ ვიცი როგორ. აი, უბრალოდ ვაკეთებდი. წარმატების მიღწევა მინდოდა ცხოვრებაში და ყველანაირ გზას ვუდგებოდი. ინტერნეტში ინტუიტიურად ტრენინგებს ვუსმენდი. ძალიან მომწონდა, პარალელურად დავდიოდი ტრენინგებზე. მერე ქსელურ მარკეტინგში აღმოვჩნდი. იქ ძაან აქტიური ვიყავი. მანდილოსანი იყო ჩემო უფროსი და  საკუთარ თავს ვუთხარი; „ამ მანდილოსანმა თუ ამას მიაღწია, მე კაცი ვარ და ვერ მივაღწევ?….“ და ამ აზრთან ერთად დავიწყე საქმის კეთება, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ყველა დამცინოდა, ზურგი შემაქციეს, ძაან ცუდად ვიყავი, ძალიან.

ერთადერთი რამ მინდოდა ცხოვრებაში — ეს არის წარმატების მიღწევა და ხალხისაგან ავტორიტეტის მიღება, რაც არასდროს და არსად არ მქონდა. სკოლაში, იმის გამო, რომ ცუდად ვხედავდი სულ პირველ მერხთან მსვამდნენ. ამანაც ითამაშა გარკვეული როლი. და სულ მქონდა შინაგანი წვა. სულ…

ვხედავდი ქსელურ მარკეტინგში უმეტესობა როგორ ნებდებოდა, მე კიდევ ეს საქმე ძალიან მომწონდა, ვხედავდი იქ წარმატებას, მაგრამ ვერაფერს ვაღწევდი, მაინც არ ვნებდებოდი და ჩემ თავს ვეუბნებოდი — ოდესმე მივაღწევ… ამის ძალიან მჯეროდა… ძალიან ბეჯითიც ვიყავი. როგორც დაქირავებულ სამსახურში, ისე ქსელურშიც, ყველა ჩემით კმაყოფილი იყო, მაგრამ არ იყო არანაირი შედეგი. მაინც არ ვჩერდებოდი და მაინც ვაგრძელებდი გზას…

ახლა მოიმარჯვე კალამი და დაწერე. 3-4 წინადადება. წერე შეუჩერებლად.

5) რატომ?

ახლა კი გადავიდეთ ჩვენი მუშაობის საკვანძო მომენტზე. შენ უნდა უპასუხო შეკითხვას „რატომ“? ანუ რატომ აკეთებდი ამ ყველაფერს. რა არის ამის მიზეზი?

ჯერ მე გეტყვი მე რატომ ვაკეთებდი ამ ყველაფერს

მე რატომ ვაკეთებდი ამას?  პირველ რიგში ძალიან მინდოდა. ძალიან მინდოდა, რომ რამე დიდისთვის მიმეღწია ცხოვრებაში. არ მაწყობდა, მთელი ცხოვრება კაპიკზებზე ცხოვრება ბევრი ადამიანივით… ძალიან ბევრ ტრენინგს გავდიოდი როგორც ონლაინში, ისე ოფლაინშიც და შესაბამისად პროგრამა მქონდა თავში…

პირველ რიგში ჩემი პრინციპები მაქვს ცხოვრებაში და მათი ერთგული ვარ. გაგაცნობ ჩემს პრინციპებს

ბავშვობისას, ერთ ფილმში, ერთი ფრაზა გავიგონე და ძალიან მომეწონა ახლა თუ დანებდი, ამ ყველაფერს აზრი დაეკარგება! “ და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, არა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ უმნიშვნელოვანესი, რაც სხვათაშორის ცოტა ხნის წინ ერთ სიმღერაში მოვისმინე: მარტო მარტოსულები მიყვებიან ბოლომდე თავიანთ ოცნებებს.  ეს ფრაზა გავაანალიზე და აღმოვაჩინე რომ მარტოსული ადამიანი ვარ. ბავშვობიდან გვერდში მდგომი არავინ მყოლია. ამ ცხოვრებამ, მადლობა ღმერთს არ გამაბოროტა და ყოველთვის მინდოდა სხვებს დავხმარებოდი. ეს მიბიძგებდა წინ.

არასდროს არ მყავდა არავინ გვერდში და ამიტომაც ვაკეთბ იმას რასაც ვაკეთებ. ამ პერიოდის განვალობაში საკმაოდ ბევრი რამ გადავიტანე. ცხოვრება კიდევ წინ მაქვს, და კიდევ ბევრი რამ მელოდება. მაგრამ მე ვისწავლე ემოციების მართვა საკუთარ თავზე დიდი და გრძელი მუშაობის შედეგად და ახლა მინდა ეს ცოდან სხვებსაც გავუზიარო.

ბავშვობის ფიქრებმა მიმაღწევინა ბევრი რამისთვის. დროთა განვალობაში მივხვდი, რომ მე თვითონ უნდა გავხდე ის ადამიანი, ვის დანახვაზეც ყოველთვის ვოცნებობდი და მე ვხდები კიდეც ნელ-ნელა ასეთი ადამიანი.

6) შედეგი

ახლა კი ვილაპარაკოთ შედეგზე. რას გრძნობ ახლა? ტირიხარ? მე პირადად დავიხრჩვი ცრემლებში. ახლა ვზივარ ცრემლებში და ამ პოსტს ვწერ. და შენ? თუ შენც ტირიხარ მაშინ გილოცავ. სწორედ გიმუშავია.

ახლა მე ვქმნი საქართველოსთვის იმ წიგნებს ბიზნესის და პიროვნული განვითარების შესახებ, რომლებსაც ვერ ნახავთ საქართველოს ბაზარზე. და საკუთარი ქოუჩინგის შექმნაზე ვმუშაობ. ეს საქმიანობა მე მეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. და რეალურად ვიცვლები.

უსმინე შენს გულს, სხვებს ნუ უსმენ. მარტო იმ ხალხს დაუგდე ყური რომლებიც შენში რაღაცას ხედავენ და გზას გაძლევენპირადად მე მყავდა ასეთი ადამიანი. ქსელურში ერთად ვიყავით, და მან მითხრა, რომ ეს საქმე არ არის საშენო. თავიდან ვიფიქრე რა სისულელეა. მაგრამ გავიდა 2-3 წელი და მივხვდი რას გულისხმობდა. „როგორ — ვიფიქრე მე — ამდენს ვწვალობ და ჩემი საქმე არ არის?“. მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ მართალი იყო…  აი, ასეთ ადამიანებს დაუგდე ყური… წარუმატებელს არ შეუძლია იცოდეს შენ რისთვის დაიბადე ამ ქვეყნად. რადგან თვითონ ვერაფერს მიაღწია.

სანამ მოუსმენ ადამიანს დააკვირდი, გააანალიზე რას მიაღწია და მერე უკვე შეგიძლია დასკვნის გაკეთება. ჭეშმარიტი ხელმწიფე უსმენს ყველა რჩევას, და ისე იქცევა როგორც მას აწყობს. როგორც ურჩევს მას მისი გული. ამაშია სიბრძნე. რა თქმა უნდა ბევრ წინააღმდეგობას გადააწყდები. მაგრამ ასეა საჭირო. თუ წააგე ეგ არაფერია. მთავარია შემდგომში წაგებული არ დარჩე და თუ მაინც დარჩი იქამდე უნდა ითამაშო სანამ არ მოიგებ.

ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე და თუ არ ავდექით მარცხის შემდეგ, მაშინ არ გვეკუთვნის გამარჯვება.

საშა ოგანეზოვი

 

ნანახია:(1920)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მე მაქვს ოცნება

მინდა ჩემი ოცნება საიდუმლოდ გავუზიარო  მთელ სამყაროს! ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემს გვერდით ჭკვიანი, საინტერესო, კეთილი, პოზიტიური ადამიანები ცხოვრობდნენ, ან მე


დაიცავი ოცდაოთხსაათიანი ინტერვალი

ცხრა წლის გიორგი გურჯიევს მამა გარდაეცვალა. სიკვდილის წინ მამამ შვილს უთხრა: – არაფერი გამაჩნია, რომ ანდერძად დაგიტოვო. მე ძალიან ღარიბი


2 ეფექტური მეთოდი ნებისმიერი ამოცანის გადასაჭრელად

როცა ჩვენ გვინდა გადავჭრათ რაიმე ცხოვრებისეული ამოცანა, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოვამზდებთ საკუთარ ტვინს ამ ამოცანის ამოხსნაზე სამუშაოდ.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<