როგორ გაითქვა ვარშავაში ქართულმა რესტორანმა სახელი უპოვარი ბებოს დაპურებით | Jolo.ge


როგორ გაითქვა ვარშავაში ქართულმა რესტორანმა სახელი უპოვარი ბებოს დაპურებით

როგორ გაითქვა ვარშავაში ქართულმა რესტორანმა სახელი უპოვარი ბებოს დაპურებით

რესტორანი ,,რუსიკო”, სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქესტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა.

”რუსიკომ” თებერვალში „წლის საუკეთესო რესტორნის“ გამოკითხვაშიც გაიმარჯვა.

კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.

5

ბოლო დღეებში რესტორანთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხელი, და აი, რატომ:

4

რუსიკო თურქესტანიშვილი: – ერთხელ ჩვენს რესტორანში ერთი მოხუცი ბებო შემოვიდა, საოცრად ფერმკრთალი იყო. მივედი და ვკითხე, ცუდად ხომ არ არ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთ-მეთქი. ცოტა ხანს დავისვენებო. ხომ არ გშიათ-მეთქი, შევკადრე. არაო, – მიპასუხა მორიდებით თუმცა, მე მაინც ვუხმე მიმტანს და ბებოს ჩაქაფულითა და ცხელი ხაჭაპურით გავუმასპინძლდი. იმ დღის მერე ხშირად მოდიოდა ჩვენი ბებო და ვაპურებდით.

6

კლიენტების რაოდენობას გახსნის დღიდანვე არ ვუჩივით, მაგრამ რამდენიმე დღეა, საოცრება ხდება: ჯავშნებს ვერ ავუდივართ და  რესტორანთან უზარმაზარი რიგი იქმნება. თურმე, ერთი პოლონელი ქალი შესწრებია, როგორ ვაპურებთ ჩვენს მოხუც ბებოს და  ფოტოები გადაუღია, შემდეგ კი  “ფეისბუკზე” აუტვირთავს ტექსტით:

3

ანა კოლტუნოვიჩი:

”პატარა, მყუდრო რესტორანი უაზდოვსკას ხმაურიან ქუჩაზე,  გარეთ გაშლილი მაგიდებით. მოხუცმა გამოსწია სკამი და ჩამოჯდა, ალბათ, დასასვენებლად.  ეტყობა, ავადმყოფობს. იმ მაგიდასთან  კლიენტები ისხდნენ, რომლებიც  მოხუცის გარეგნობამ შეაწუხა და სხვაგან გადასხდნენ. უცებ, ღიმილიან მიმტანს მოხუცთან მოაქვს  ლობიოს სუპი და ლავაში. ქალი სიამოვნებით მიირთმევს და ეკითხება: როდის უნდა გადავიხადოო. ”როდის? ალბათ, ოდესმე”, – ეხუმრება მიმტანი და მაგიდაზე ცხელ ჩაისაც უდგამს…

ეს სიზმარი არ ყოფილა,  სინამდვილეა და გული მწყდება, ეს პოლონურ რესტორანში რომ არ ხდება. მადლობა ”რუსიკოს”. ”

პოსტს ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს, აქვე ვკითხულობთ პოლონელების კომენტარებს:

”დიდი მადლობა რესტორან ”რუსიკოს” ასეთი ადამიანური ჟესტისთვის”;

”ქართული რესტორანია? მაშინ, ყველაფერი გასაგებია. იქ ხალხს, როგორც კლიენტებს კი არა, პირად სტუმრად აღიქვამენ”…

რუსიკო თურქესტანიშვილი: – უამრავ  წერილს ვიღებთ რესტორნის ფეისბუკგვერდზე, მოდიან რესტორანშიც და მადლობას გვიხდიან. ინტერნეტგამოცემამ სტატიაც მოგვიძღვნა, ახლა ჩვენით ტელევიზიაც დაინტერესდა.

რა თქმა უნდა, გვეამაყება, რომ სახელი გავითქვით, თუმცა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, მოხუცთა და უპოვართა დახმარება ჩვეულებრივი ამბავია და ამაში სენსაციურს ვერაფერს ვხედავთ.

წყარო: დუდანას ბლოგი

 

ნანახია:(3475)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ვარშავა

Related Articles

ჭამეთ საზამთრო და იყავით ჯანმრთელი

საზამთრო ცნობილია, როგორც შარდმდენი ხილი. ის ორგანიზმს რეცხავს და ასუფთავებს, განტვირთავს ზედმეტი სითხისგან, ამაღლებს იმუნიტეტს და უზრუნველყოფს ორგანიზმს ადვილად ასათვისებელი


«ეტყობა მეც დამეუფლა ფეისბუქზე მიჯაჭვულობის და ყურადღების მიქცევის ერთგვარი სისუსტე»_ ნიკოლოზ რაჭველი

«რა არის არა ფეისბუქი?! თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით… უფრო უცნაური თვისებები აქვს ჩვენთვის, ვისი ბავშვობაც საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა… ალბათ


ფინეთის ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან თვეში 800 ევროს მიიღებს

ფინეთში აუცილებელი შემოსავლის პროგრამა მზადდება. მისი ამოქმედების შემდეგ ქვეყნის ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან თვეში 800 ევროს მიიღებს. ამის შესახებ ფინური მედია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*