როგორ გადავეჩვიოთ დაგვიანებას?.. | Jolo.ge


როგორ გადავეჩვიოთ დაგვიანებას?..

როგორ გადავეჩვიოთ დაგვიანებას?..

ხშირად გიწევთ გამოიყენოთ ფრაზა: „უკაცრავად დაგვიანებისთვის“? მაშინ თქვენ იმ უამრავ ადამიანს შორის ხართ, რომლებიც შეხვედრაზე თითქმის ყოველთვის აგვიანებენ. შესაძლოა ეს ფაქტი ძალიან გაწუხებთ და ხშირად ფიქრობთ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა. ექსპერტი დიანა დელონზორი გვთავაზობს რამდენიმე გამოსავალს.

 

პირველ რიგში ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი თქვენივე გონებიდან მოდის, თუ ხშირად აგვიანებთ ეს თქვენი ჩვევაა და არა გარემოებების „დამსახურება“.

 

უპირველეს ყოვლისა იმისთვისს, რომ გადაეჩვიოთ დაგვიანებას ეცადეთ ჩამოწეროთ რა საქმიანობა რამდენ დროს გართმევთ ყოველდღიურად. მაგალითად, რამდენი დრო გჭირდებათ ჩაცმაში, წყლის გადავლებაში, თმის გაკეთებაში და ა.შ. ამ შემთხვევაში შეძლებთ დრო ისე გადაანაწილოთ, რომ არ დაიგვიანოთ.

 

გასვლის წინ დაისვენეთ. არასოდეს ეცადოთ სახლიდან გასვლის წინ უპასუხოთ ერთით მეტ მეილს, გარეცხოთ სარეცხი ან გააკეთოთ ისეთი საქმე, რასაც მოგვიანებითაც შეძლებთ. საერთოდ, გასვლამდე 10 წუთის განმავლობაში უბრალოდ დაჯექით და დაისვენეთ.

 

არ გამოიცვალოთ ტანსაცმელი — შეხვედრაზე გასვლამდე კარგად დაფიქრდით რისი ჩაცმა გსურთ, ნუ გამოიცვლით გასვლამდე, რადგან ეს დროსაც წაგართმევთ და ხასიათსაც გაგიფუჭებთ.

 

თუ გსურთ შეხვედრაზე არ დააგვიანოთ არ განსაზღვროთ სახლიდან გასვლის დრო, განსაზღვრეთ რა დროს უნდა დაიწყოთ მომზადება.

ნანახია:(187)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
დაგვიანებაჩვევა

Related Articles

იყავი ფხიზლად, კარგად დააკვირდი მოვლენებს …

რთულია, როცა ადამიანი ვერ აანალიზებს რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის ქმედებას. ისიც რთულია შეაგნებინო ადამიანს, რომ მისმა არასწორმა ქმედებამ და


„უბრალოდ დაიჯერე“ — იგავი წყაროზე

ცხოვრობდა ერთი პატარა წყარო, რაკრაკებდა თავისთვის. ასე რაკრაკ-რაკრაკში მიაღწია უზარმაზრი უდაბნოს საზღვარს და შეყოვნდა… შეშინდა… ამ დროს მოესმა ხმა: „ნუ


გათავისუფლდით სტრესისგან, არ დაგავიწყდეთ ჭიქის ძირს დადება

პროფესორი სემინარს უძღვებოდა, როცა ხელში წყლიანი ჭიქა აიღო და აუდიტორიას კითხვით მიმართა.  „რამდენს იწონის ჭიქა?“ სტუდენტთა პასუხები ასიდან სამას გრამამდე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*