როგორ ეხმარება ფსიქოლოგია ადამიანებს? | Jolo.ge


როგორ ეხმარება ფსიქოლოგია ადამიანებს?

როგორ ეხმარება ფსიქოლოგია ადამიანებს?

სანამ არ გავაანალიზებთ პრობლემას სხვადასხვა მიმართულებით, მის მოგვარებას ვერ შევძლებთ.

როგორ ეხმარება ფსიქოლოგია ადამიანებს?

მე მინახავს ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროფესიას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ „სხვა“ ვერ დაეხმარებათ, თუმცა დღეს ეს დამოკიდებულება შეცვალეს. სანამ არ დავინახავთ პრობლემას სხვადასხვა რაკურსით, სანამ არ გავაანალიზებთ, მის მოგვარებას ვერ შევძლებთ.

ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც მიიჩნევენ, რომ საკუთარი პრობლემა, მხოლოდ მათ ეხებათ და მისი განხილვა არ არის მისაღები. ამას განაპირობებს ჩვენი საზოგადოების  ტრადიციულ-კულტურული მიდგომები. ასე იზრდებოდნენ თაობები. თუმცა, დღეს უკვე ვხედავ წინ გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. თუ შევიცვლებით, შევცვლით ჩვენს მიდგომებს, ჩვენს დამოკიდებულებას, ვისწავლით ემპათიას, გამოვიმუშავებთ მოსმენის კულტურას, შეიცვლება ყველაფერი ჩვენს გარშემო.

პროფესიით ფსიქოლოგი არ ვარ. როცა ვიწყებდი გადაცემას რადიო ფორტუნაზე „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“, მინდოდა ეს გადაცემა დახმარებოდა ადამიანებს, შეეცვალათ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ, მოეძებნათ პრობლემების მოგვარების სწორი გზა. მესმის, რომ თითოეული ადამიანის პრობლემა ინდივიდუალურ ჭრილში განიხილება, თუმცა ამ გადაცემაში მათ აქვთ შესაძლებლობა მოუსმინონ, რა გზები არსებობს ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ გადაცემამ ბევრი რამ მასწავლა. როცა ადამიანი მელაპარაკება, ვხვდები რა საკითხი აწუხებს. ხშირად უკითხავთ რომელ ფსიქოლოგს უნდა მიმართონ დახმარებისთვის. ჩემი აზრით, ბევრი გვაქვს სასწავლი, აღმზრდელობითი საკითხებიდან დაწყებული — სწორი, ჯანსაღი ურთიერთობებით დამთავრებული.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგი. მართალია, ეს კულტურულ დონეზე ჯერ არ გვაქვს გამჯდარი, თუმცა ამასაც დრო სჭირდება. ყველას ჩვენს ცხოვრებაში თავის როლი აქვს. ბევრჯერ მომისმენია, რომ ფსიქოლოგთან მისვლას, ამჯობინებენ მეგობარს გაუზიარონ პრობლემა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მეგობარი მეგობარია, კონკრეტული დარგის სპეციალიტი კი თავის საქმეს აკეთებს, ამიტომ ნუ გავაიგივებთ ერთმანეთთან.

მარტა ქარუმიძე,

გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ავტორი და წამყვანი

ნანახია:(999)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კარგად დააკვირდი, შეისწავლე და გაიაზრე — განგება გასწავლის როგორი არ უნდა იყო

ჩაგვრა, დამცირება, დაცინვა, ცილისწამება,უსამართლობა, უარყოფა, სიღარიბე, წარუმატებლობა და ღალატი. ეს ყველაფერი ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ადამიანს. ვინც ამას ყველაფერს გაუძლო,


ნუ მისცემთ ცხოვრებას საშუალებას, მის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით იცხოვროთ!

ნუ მისცემთ ცხოვრებას საშუალებას, მის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით იცხოვროთ. დაწერეთ საკუთარი ცხოვრების სცენარი თვითონ. შემდეგ კი თქვენი გონების „პროექტორით“


გათავისუფლდით სტრესისგან, არ დაგავიწყდეთ ჭიქის ძირს დადება

პროფესორმა, ხელში წყლიანი ჭიქა აიღო და აუდიტორიას კითხვით მიმართა, — „რამდენს იწონის ჭიქა?“ სტუდენტთა პასუხები ასიდან სამას გრამამდე მერყეობდა. „ამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<