როგორ დავიხმაროთ მამაკაცი საოჯახო საქმეებში… | Jolo.ge


 როგორ დავიხმაროთ მამაკაცი საოჯახო საქმეებში…

 როგორ დავიხმაროთ მამაკაცი საოჯახო საქმეებში…

დიდი ხანია გავიდა ის დრო, როდესაც ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სახლის საქმეები ქალის მოვალეობაა, მან უნდა დაალაგოს, გარეცხოს, მოამზადოს და ა.შ. დღესდღეობით ბევრი ფიქრობს, რომ სახლის საქმე წყვილმა უნდა გაინაწილოს, რადგან მათ ერთნაირად სჭირდებათ ეს ყველაფერი. 

 

ბედნიერ და უბედურ ქორწინებას ხშირ შემთხვევაში სწორედ საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებლობა განსაზღვრავს, რადგან თუ ქალს მთელი დღის განმავლობაში უწევს სახლის დალაგება, საკვების მომზადება, ბავშვების მოვლა და უამრავი სხვა საქმის გაკეთება, ბუნებრივია, ის რეალიზებულად ვერ იგრძნობს თავს და ჩათვლის, რომ უბედურია.

 

როგორ მოვიქცეთ, რომ მამაკაცს სურვილი გაუჩნდეს დაგვეხმაროს:

 

გაანდეთ თქვენი მოლოდინი — აუხსენით როგორ ხდებოდა თქვენს ოჯახში, რას აკეთებდა დედა, რაში ეხმარებოდა მას მამა და რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ თქვენი მეუღლეც იმავეს გააკეთებს. ისაუბრეთ იმაზე რა არის რეალური და რა არარეალური თქვენს მოლოდინში.

 

შედით კომუნიკაციაში — არასწორია პირდაპირ სთხოვოთ დახმარება, აუხსენით მას დახმარების საჭიროება, დაანახეთ, რომ თქვენთვის ეს ძალიან რთულია. ნუ მოითხოვთ სრულყოფილებას, თუ რაიმე თქვენებურად გსურთ გაკეთდეს, მაშინ მოგიწევთ თავად გააკეთოთ.

 

დააწესეთ ვადა — თქვით დრო, რამდენ ხანში უნდა დასრულდეს თქვენი დავალება, ანუ დაახლოებით რამდენ ხანში უნდა დაასრულოთ საქმე. ასე ის მიხვდება, რომ  თუ დრო არ გყოფნით უნდა დაგეხმაროთ.

 

გახსოვდეთ, ქორწინება ნიშნავს, რომ თქვენ ერთი გუნდი ხართ!

ნანახია:(303)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როცა ამ ცოდნას ფლობ, შენი ცხოვრების ნამდვილი დედოფალი ხდები

ქალი — სიუხვის, ბედნიერების, სიხარულისა და წარმატების წყაროა…  თითოეული ქალი ლამაზი და უნიკალურია, თუმცა ბევრს ამის აღმოჩენა სჭირდება… თითოეულს შეუძლია იყოს


რის გამო ქორწინდებიან საქართველოში ნაადრევ ასაკში?

თინეიჯერობის ასაკში ქორწინების მაჩვენებელი საქართველოში განსაკუთრებით მაღალია. ფსიქოლოგების მტკიცებით, ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნის მიზეზი ფიზიკური ლტოლვისკენ მისწრაფებაა, წყვილი  გამოსავალს ქორწინებაში


4 რამ, რასაც ძლიერ შეყვარებული მამაკაცი აკეთებს

მამაკაცებს სიტყვებით სიყვარულის გადმოცემა საკმაოდ უჭირთ და ურჩევნიათ საქციელით მიახვედრონ მეორე ნახევარს რას გრძნობენ. თუმცა ქალბატონებისთვის მათი ჟესტების ამოცნობა ზოგჯერ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<