როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან? | Jolo.ge


როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან?

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან?

ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეთ, მაგრამ არც გამოცდილება გაქვთ და არც საწყისი კაპიტალი? ე.ი. ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა და კარგი იქნება, თუ მას გულდასმით შეისწავლით. იმ შემთხვევაში კი, თუ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ნამდვილად არ ინანებთ. აღნიშნულ ინსტრუქციაში ავხსნით ყველა იმ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც ახალბედა ბიზნესმენებს საქმის წამოწყებას გაუადვილებს და წარმატებას უფრო მიუახლოვებს.

იმისთვის, რომ ბიზნესი მინიმალური რისკებით და წარმატების დიდი შანსებით დაიწყოთ, ეს 10 რკინის წესი გაითვალისწინეთ.

1.კრედიტი

არასოდეს აიღოთ კრედიტი ბიზნესი კრედიტით, თუ საქმის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება არ გაქვთ.

2.»ვარდისფერი სათვალეები»

ბიზნესის წამოწყებამდე, მოიშორეთ «ვარდისფერი სათვალეები» და დაუსვით თქვენს თავს კითხვა: «რას დავკარგავ ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში»?

3.ყველაფრისთვის მზად იყავით

მზად იყავით მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარებისთვის. გაითვალისწინეთ, როგორც ოპტიმისტური, ისე პესიმისტური განვითარების შესაძლებლობები.

4.აუცილებელი თანხა

არავითარ შემთხვევაში არდაიწყოთ ბიზნესი ფულით, რომელიც სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეებისთვის გჭირდებათ (ბავშვების განათლები, მკურნალობა, კრედიტის თანხა და ა.შ.)

5.შეისწავლეთ ბაზარი

გულდასმით შეისწავლეთ ბაზარი და თქვენი შესაძლებლობები. გაარკვიეთ რა რესურსებს ფლობთ კონკრეტული ბიზნესის დასაწყებად.

6.სუპერპროექტები

არ დაკავდეთ გაურკვეველი ან მეგა პროექტებით, რომელიც თანხის დიდ დანახარჯებს მოითხოვს.

7.გამოცდილების გაზიარება

შეძლების და გვარად დაელაპარაკეთ უკვე გამოცდილ ბიზნესმენებს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას თავის საქმეში და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

8.საქმე, რომელშიც ერკვევით

დაიწყეთ ბიზნესი იმ სფეროში, რომელსაც იცნობთ.

9.დაგეგმეთ

ჩამოწერეთ ბიზნესის განვითარების ყოველი პუნქტი და აღნიშნეთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქმის წამოსაწყებად უნდა გადადგათ.

10.განეწყვეთ ოპტიმისტურად

იყავით ოპტიმისტი და არ ჩამოუშვათ მხრები პირველივე სიძნელის გაჩენისას.

ავტორი: მარიამ მათიაშვილი

წყარო: rogor.ge

ნანახია:(317)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

როგორ მინდა ყველამ წაიკითხოს, ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

წარმატების ერთ-ერთი ფორმულა. ბავშვობიდან დღემდე, როცა რამეს ვაკეთებ, ვმოქმედებ და ვქმნი, ყოველთვის ერთ ადამიანს ვუძღვნი. ის კონკრეტული ადამიანი ჩემი ბედნიერების


წარმატებული ადამიანების 10 შთამაგონებელი აფირმაცია

წარმატებულ ადამიანებს წარმატებული ჩვევები აქვთ. მათ კარგად იციან, რომ პოზიტიურად დილის დაწყება, წარმატებული დღის საწინდარია. ამიტომ დილიდანვე პოზიტიურად ამხნევებენ საკუთარ


ცარიელი ნავი და ცხოვრების კარგი გაკვეთილი

ლინ—ჩი ყვება:  ახალგაზრდობაში მყავდა პატარა ნავი. ძალიან მომწონდა ამ ნავით სეირნობა. როცა ვიგრძნობდი თავს მარტოსულად ვჯდებოდი, შევაცურებდი  ღრმად ტბაში და საათობით ვიჯექი შიგნით.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<