როგორ დავივიწყოთ ყოყმანი და გადავიდეთ საქმეზე… | Jolo.ge


როგორ დავივიწყოთ ყოყმანი და გადავიდეთ საქმეზე…

როგორ დავივიწყოთ ყოყმანი და გადავიდეთ საქმეზე…

საქმეში ყველაზე მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ყოყმანია. როდესაც დარწმუნებული არ ხართ რომ ყველაფერი ისე გამოგივათ, როგორც დაგეგმილი გაქვთ ცდილობთ მისი გაკეთება გააჭიანუროთ, ეს კი წარმატებისკენ მიმავალი სწორი გზა არ გახლავთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ დავივიწყოთ ყოყმანი და გადავდგათ წარმატებული ნაბიჯები:

 

შეწყვიტეთ ფიქრი, დაიწყეთ მოქმედება — სულ მცირედი გეგმის დასახვა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, ბევრი ფიქრი კი საპირისპირო შედეგს გამოიღებს. როდესაც თქვენ რაღაცაში დარწმუნებული არ ხართ ცდილობთ მოძებნოთ გზა, რომელიც იქნება ერთადერთი სწორი და ყოველგვარი რისკის გარეშე, ასეთი გზა კი არ არსებობს.

 

ნუ გადადებთ საქმეს — საქმის გადადება ყველაზე არასწორი გადაწყვეტილებაა. მარტივი საქმის გადადება მას ართულებს და ყველაფერი გაცილებით რთულად მისაღწევი ხდება.

 

გადადგით პირველი ნაბიჯი — მარტინ ლუთერ კინგი ამბობს: „არ გჭირდებათ მთლიანი კიბის დანახვა, უბრალოდ გადადგით პირველი ნაბიჯი“. როდესაც ცდილობთ ძალიან შორს გაიხედოთ, ხვდებით, რომ ის რის გაკეთებასაც აპირებთ თითქმის შეუძლებელია.

 

დაიწყეთ დღე რთული საქმით — ეცადეთ დღის დასაწყისში გააკეთოთ ის, რაც ყველაზე რთულად გეჩვენებათ, მარტივი საქმეები კი თავისთავად მოგვარდება.

 

მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება — როდესაც ზიხართ და დიდხანს ფიქრობთ ბევრი რამ არარეალური გეჩვენებათ. მიიღეთ გადაწყვეტილება და იმოქმედეთ.

 

დადექით თქვენს შიშთან პირისპირ — ყოყმანი და გაჭიანურება წარმატების შიშია. გაცილებით მარტივია იფიქროთ, რომ ოდესმე ყველაფერი გამოვა, ვიდრე რეალურად იმოქმედოთ. დაძლიეთ შიში და იმოქმედეთ.

 

დაასრულეთ დაწყებული საქმე — გამუდმებით დაუსრულებელი საქმე შედეგს ვერ მოიტანს. თუ გსურთ მიაღწიოთ წარმატებას მიიყვანეთ საქმე ბოლომდე. თუ თქვენ პირველი ნაბიჯი გადადგით ე.ი. მზად ხართ და გაჭიანურება საჭირო აღარ არის.

ნანახია:(735)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ბიზნესიყოყმანი

Related Articles

„ვიმეორებ, თუ პასუხისთვის მზად არის“…

თუ ადამიანი პასუხის მისაღებად 100 პროცენტით მზად არის, ეს პასუხი შესაძლებელია სარეკლამო ბილბორდზე გაკრულ უაზრო რეკლამაშიც კი ამოიკითხოს. P.S. ვიმეორებ,


„ღრმად ჩაისუნთქე, ეს აზრებს აწყნარებს“- დალაი ლამას ცხოვრებისეული რჩევები

1) ისეირნე ყოველდღე, სასწაულები ყველგან ხდება. 2)დრო კურნავს თითქმის ყველაფერს, მიეცი დროს დრო. 3)დაბერება უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა. 3)მოემზადე


”ბედი არავის არ ანებივრებს, იგი მხოლოდ ღირსეულთ აჯილდოვებს»- ვერიკო ანჯაფარიძის წერილი ახალგაზრდებს

”რაც უფრო დიდ ხანს ვცოცხლობ, მით უფრო ნაკლებად ვეგუები სიბერეს. სიჭაბუკე თუ სიბერე – ამას განსაზღვრავენ არა განვლილი წლები, არამედ სულის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*