როგორ დავივიწყო წყენა?

by admin | Декабрь 16, 2017 16:45

როგორ დავივიწყო დიდი წყენა, რომელიც უფროსმა მომაყენა?“ — ეს არის შეკითხვა, რომელიც რედაქციაში, „ჟოლოს“ მკითხველმა გამოაგზავნა. ფსიქოლოგ თინი ბასილაიას პასუხი ბევრისთვის სარგებლის მომცემი იქნება.

 თინი ბასილაია, ფსიქოლოგი:

გმადლობ საინტერესო შეკითხვისთვის

„დიდი წყენა უფროსმა მოგაყენათ” — შეგიძლიათ აბსოლუტურად იცოდეთ, რომ ეს მართალია, რომ წყენა უფროსმა მოგაყენათ? თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს — არავის შეუძლია გვაწყენინოს და ტკივილი, ზიანი მოგვაყენოს საკუთარი თავის გარდა და ჩვენი ნებართვის გარეშე. ამის გაცნობიერება ძალიან დიდი ძალაა. როდესაც ამას ვიღებთ, ვაცნობიერებთ, აღარ გვჭირდება წყენის დავიწყება, ის თავისით მიდის, ქრება და გვშორდება.

თუ ვცდილობთ რამის დავიწყებას, ჩახშობას, ამ დროს მოცემული სიტუაციიდან გაკვეთილს ვერ ვსწავლობთ და ასეთი სიტუაციები, მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში მეორდება და კიდევ უფრო მეტიც, მათი დოზა იზრდება, ეს ხდება ჩვენთვის, ჩვენს საკეთილდღეოდ, რომ ერთ დღეს შევჩერდეთ და გავაცნობიეროთ რა ხდება, რატომ ვქმნით ასეთ სიტუაციებს ჩვენს ცხოვრებაში, როგორ ვიზიდავთ, როგორ ვუწყობთ ხელს მათ წარმოქმნას.

ყველა ადამიანთან ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება. მას შემდეგ, რაც ეს გავაცნობიერე, ჩემი ცხოვრება, საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა სრულიად შეიცვალა.

როდესაც მგონია, რომ სხვამ მაწყენინა, იმ სიტუაციაში, თავად სად ვაწყენინე საკუთარ თავს? რაც მგონია, რომ მან გამიკეთა, თავად სად გავუკეთე მას? თუ მგონია, რომ სხვები გულს მტკენენ, სად ვტკენ გულს თავად საკუთარ თავს და მათ?

სხვა ადამიანები ჩვენი სარკეები არიან და ისინი ჩვენს თავთან ურთიერთობას ირეკლავენ. ისინი გვეხმარებიან საკუთარ თავს დავუბრუნდეთ და საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდეს.

წყენისგან გათავისუფლებაში საკუთარ თავზე 100%-იანი პასუხისმგებლობის აღება და წყენის გაანალიზება — მასში სიცხადის, სინათლის შეტანა დაგვეხმარება, თუ ნამდვილად გვინდა ვიყოთ თავისუფლები. აქ კი საკუთარ თავთან გულწრფელობა არის ყველაზე მნშვნელოვანი. ეს შეკითხვები დაგეხმარებათ:

“ჩემი როგორი ფიქრებით, მოლოდინებით, შეხედულებებით, რწმუნებულებებით შევქმენი ეს სიტუაცია?

სად არ ვიყავი საკუთარ თავთან გულწრფელი?

თავად სად ვაწყენინე საკუთარ თავს მოცემულ სიტუაციაში?

გისურვებთ წარმატებებს!

სიყვარულითთინი ბასილაია

 

მეტი ინფორმაცია თინათინ ბასილაიას შესახებ:

ვებ-გვერდი www.tinatinbasilaia.com[1]

Facebook გვერდი — www.facebook.com/TiniBasilaia[2]

Instagram — https://www.instagram.com/tinatin_basilaia_international/[3]

ნანახია:(2652)-ჯერ


Endnotes:
  1. www.tinatinbasilaia.com: http://www.tinatinbasilaia.com
  2. www.facebook.com/TiniBasilaia: http://www.facebook.com/TiniBasilaia
  3. https://www.instagram.com/tinatin_basilaia_international/: https://www.instagram.com/tinatin_basilaia_international/

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/rogor-daviviwyot-wyena/