როგორ დავივიწყო წყენა? | Jolo.ge


როგორ დავივიწყო წყენა?

როგორ დავივიწყო წყენა?

როგორ დავივიწყო დიდი წყენა, რომელიც უფროსმა მომაყენა?“ — ეს არის შეკითხვა, რომელიც რედაქციაში, „ჟოლოს“ მკითხველმა გამოაგზავნა. ფსიქოლოგ თინი ბასილაიას პასუხი ბევრისთვის სარგებლის მომცემი იქნება.

 თინი ბასილაია, ფსიქოლოგი:

გმადლობ საინტერესო შეკითხვისთვის

„დიდი წყენა უფროსმა მოგაყენათ” — შეგიძლიათ აბსოლუტურად იცოდეთ, რომ ეს მართალია, რომ წყენა უფროსმა მოგაყენათ? თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს — არავის შეუძლია გვაწყენინოს და ტკივილი, ზიანი მოგვაყენოს საკუთარი თავის გარდა და ჩვენი ნებართვის გარეშე. ამის გაცნობიერება ძალიან დიდი ძალაა. როდესაც ამას ვიღებთ, ვაცნობიერებთ, აღარ გვჭირდება წყენის დავიწყება, ის თავისით მიდის, ქრება და გვშორდება.

თუ ვცდილობთ რამის დავიწყებას, ჩახშობას, ამ დროს მოცემული სიტუაციიდან გაკვეთილს ვერ ვსწავლობთ და ასეთი სიტუაციები, მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში მეორდება და კიდევ უფრო მეტიც, მათი დოზა იზრდება, ეს ხდება ჩვენთვის, ჩვენს საკეთილდღეოდ, რომ ერთ დღეს შევჩერდეთ და გავაცნობიეროთ რა ხდება, რატომ ვქმნით ასეთ სიტუაციებს ჩვენს ცხოვრებაში, როგორ ვიზიდავთ, როგორ ვუწყობთ ხელს მათ წარმოქმნას.

ყველა ადამიანთან ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება. მას შემდეგ, რაც ეს გავაცნობიერე, ჩემი ცხოვრება, საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა სრულიად შეიცვალა.

როდესაც მგონია, რომ სხვამ მაწყენინა, იმ სიტუაციაში, თავად სად ვაწყენინე საკუთარ თავს? რაც მგონია, რომ მან გამიკეთა, თავად სად გავუკეთე მას? თუ მგონია, რომ სხვები გულს მტკენენ, სად ვტკენ გულს თავად საკუთარ თავს და მათ?

სხვა ადამიანები ჩვენი სარკეები არიან და ისინი ჩვენს თავთან ურთიერთობას ირეკლავენ. ისინი გვეხმარებიან საკუთარ თავს დავუბრუნდეთ და საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდეს.

წყენისგან გათავისუფლებაში საკუთარ თავზე 100%-იანი პასუხისმგებლობის აღება და წყენის გაანალიზება — მასში სიცხადის, სინათლის შეტანა დაგვეხმარება, თუ ნამდვილად გვინდა ვიყოთ თავისუფლები. აქ კი საკუთარ თავთან გულწრფელობა არის ყველაზე მნშვნელოვანი. ეს შეკითხვები დაგეხმარებათ:

“ჩემი როგორი ფიქრებით, მოლოდინებით, შეხედულებებით, რწმუნებულებებით შევქმენი ეს სიტუაცია?

სად არ ვიყავი საკუთარ თავთან გულწრფელი?

თავად სად ვაწყენინე საკუთარ თავს მოცემულ სიტუაციაში?

გისურვებთ წარმატებებს!

სიყვარულითთინი ბასილაია

 

მეტი ინფორმაცია თინათინ ბასილაიას შესახებ:

ვებ-გვერდი www.tinatinbasilaia.com

Facebook გვერდი — www.facebook.com/TiniBasilaia

Instagram — https://www.instagram.com/tinatin_basilaia_international/

ნანახია:(2635)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მე და ღმერთს გვეცოდინება“

ერთხელ ერთი კაცი უცხო ტაძარს ეწვია,სადაც მოქანდაკე ღმერთის კერპს აქანდაკებდა. კაცმა შეამჩნია,რომ იქვე ზუსტად იგივე ქანდაკება იდგა, რომელზეც მოქანდაკე მუშაობდა.


„დატკბი და გაიხარე იმ დროში, რაც განგებამ მოგანიჭა“

არაფრით არ ჯერათ ადამიანებს, რომ ზეიმი და დღესასწაული მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ჩვენ დრო კი არ გაგვყავს, ან დროს კი


„გჯეროდეს, უსმინე, მიენდე“…

„არასდროს დამავიწყდება ის დრო, როცა ჩემში ოცნება ჩაისახა — დაახლოებით 9 წლის წინ, როცა პირველად დავესწარი ტრენინგს ადამიანის პიროვნული ზრდის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*