როგორ დავიძინოთ ბავშვივით, 6 მარტივი წესი | Jolo.ge


როგორ დავიძინოთ ბავშვივით, 6 მარტივი წესი

როგორ დავიძინოთ ბავშვივით, 6 მარტივი წესი

სრულფასოვანი ძილი მანამ გადაწყვეტს იმას, თუ რამდენად წარმატებული იქნება თქვენი დღე, სანამ თქვენ საწოლიდან წამოდგებით. სამწუხაროდ, მოუსვენრობა და უძილობა ბევრ თქვენგანს აწუხებს ყოველ ღამე და ეს მოუშორებელი უსიამოვნო ამბავი ვერ მოგვარდება, თუ თქვენწინასწარ განსაზღვრულ წესებს არ მიჰყვებით.

თუ ბევრი პრობლემა გაქვთ, მათთან შეჭიდების გეშინიათ ან/და გგონიათ, რომ საკმარისი ძალა არ შეგწევთ მათ მოსაგვარებლად, ჩემი რჩევა იქნება დაივიწყეთ ყველა მათგანი და სერიოზულად მოეკიდეთ ძილის საკითხს.

1)   იყიდეთ პატარა წიგნაკი

2)   გადაიტანეთ თქვენი აზრები და იდეები ფურცელზე

აუცილებლად! თუ გინდათ, რომ დღის განმავლობაში დაგროვებულმა აზრებმა და იდეებმა არ შეგიშალოთ ხელი მშვიდ ძილში, აიღეთწიგნაკი და ჩაწერეთ ის, რაც გაქვთ მომდევნო დღეს გასაკეთებელი (მაგ. სტუმრად ეწვიოთ მეგობრებს, წაიკითხოთ საყვარელი ავტორის წიგნი,უნდა შეასრულოთ მეგობრის თხოვნა და ა.შ).მას შემდეგ, რაც ჩამოწერთ ფურცელზე ამ საკითხებსგონებასაკუთარ თავს საშუალებას მისცემს ‘’დაისვენოს’’ ამ აზრებისგან, რაც დაგეხმარებათ დაიძინოთ მალევე და მშვიდად.

3)   წაიკითხეთ

ტელეფონი, კომპიუტერი და სხვადასხვა მსგავსი საშუალებები ხელს უშლის გონებას განტვირთვაში. დაძინებამდე 30 წუთი კითხვას დაუთმეთ,რამდენიმე გვერდის გადაკითხვა დაეხმარება თქვენს ტვინს მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში დაამუშავებს და დაიმახსოვრებს.

4)   წინასწარ განსაზღვრეთ დაძინების/გაღვიძების დრო

თუ თქვენი ძილის გრაფიკი იცვლება ყოველ ღამე, ესეიგი თქვენი ბიოლოგიური საათი დარღვევის სერიოზული საშიშროების წინაშე დგას. თქვენი შიდა საათი გონებაში, ‘’ეუბნება’’ თქვენს სხეულს თუ როდის დაიძინოს და გაიღვიძოს. ყოველი დღე გეგმისმიხედვით მართეთ და დაგეგმეთ, ან მინიმუმ უნდა ადგეთ თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

5)   საძინებელი მხოლოდ დასვენებისთვის და ძილისთვის

ძალიან ბევრი ადამიანის საწოლთან ახლოს იპოვით სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობას, რაც იწვევს ბიოლოგიური საათის არევას და დაბნეულობას. ღამით, როდესაც უკვე მზად ხართ დასაძინებლად (გეძინებათ) და თქვენ შედიხართ საძინებელ ოთახში, თქვენი ტვინი პოულობს ნაცნობ ‘’საქმეებს’’ (ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ), რომლების შესრულების სურვილს აღუძრავს გონებას და ხდება ‘’მომენტალური გამოფხიზლება’’ (ანუ წვებით, მაგრამ აღარ გეძინებათ).

6)   დაენახეთ მზის სხივებს

და ბოლოს, ხშირად გადით გარეთ, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი. გაისეირნეთ საღამოობით მეგობრებთან ერთად. უბრალოდ, იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით. ნუ დაჯდებით სახლში, კომპიუტერთან საათობით. ეს საშიშია თქვენი თვალისთვის, გონებისთვის და ასევე ნერვული სისტემისთვის.

წინამდებარე რჩევები, თუ ‘’როგორ დავიძინოთ უკეთესად’’ ნამდვილად დაგეხმარებათ დაიძინოთ ხარისხიანად და მშვიდად. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

ავტორი: მათე შონია

ნანახია:(1054)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„მტერი“ — სულა სულაშვილი

ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთის გვმართებდა … გვმართებდა, არა სიყვარული და ერთგულება — არამედ მტრობა და შურისძიება … მაგრამ, ჩვენ შორის


როგორ დავმალოთ ნერვიულობა? 7 სასრგებლო რჩევა

ნერვიულობა — ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იქნება ეს პრეზენტაციის, გასაუბრების, გამოცდის თუ რამე სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ჩვენი შინაგანი


„ტიტუუ, რაია ბებია აგი“, — სოფელი და მხატვრის ჩანახატი

საქართველოში ბევრია კარგი ადამიანი, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც არ მუშაობენ ტურისტებზე და გზად მოწყვეტილ ბროწეულზე არ ამოგადენენ ცხვირში ქართველობას. მჭადს ზელენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<