როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა? — ხათუნა მუზაშვილი | Jolo.ge


როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა? — ხათუნა მუზაშვილი

როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა? — ხათუნა მუზაშვილი

„დაიმახსოვრეთ — საკუთარ თავში დარწმუნებული და ბედნიერი ყველაზე მეტად თქვენივე თავს სჭირდებით“- წერს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი …

 

1. რაც შეიძლება მეტად იურთიერთეთ ადამიანებთან.
ნაცნობებთან, უცნობებთან….წესად გაიხადეთ, გარეთ გასვლის დროს 3 უცნობს უთხრათ კომპლიმენტი, 3 უცნობს დაუსვათ კითხვა და 3უცნობს უმიზეზოთ გაუღიმოთ:)

 

2. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ გარეგნობას და ჩაცმულობას — იზრუნეთ მასზე…
არ დაიზაროთ იმ მოქმედებების კეთება, რომელთა წყალობითაც, სარკეში ჩახედვა სიამოვნებას მოგგვრით. დილას საღამოს მიიღეთ შხაპი — და საერთოდ…იმისათვის რომ სააბაზანოში აღმოჩნდეთ, სულაც არ არის აუცილებელი გაჭუჭყიანდეთ:)

 

3. არასოდეს შეადაროთ თავი სხვა ადამიანებს…
არც თქვენზე წარმატებულებს არც თქვენზე წარუმატებლებს. თუ წარმატებულებს შეედრებით, თავს დაითრგუნავთ…თუ წარუმატებლებს — წინ სვლის სურვილი დაგეკარგებათ;)

 

4. ხშირად შეაქეთ საკუთარი თავი — თუნდაც გონებაში.
ყოველი დღის ბოლოს გაიხსენეთ 3 მიზიეზი, რის გამოც შექების ღირსი ხართ…

 

5. დაისახეთ საკუთარი იდეალი — ანუ საკუთარი თავის იდეალური ვარიანტი და ყოველდღიურად გადადგით თუნდაც პატარა ნაბიჯი მისკენ.

 

6. ხშირად გადაიღეთ ფოტო სურათები. იპოზიორეთ….და იპოვნეთ , მოძებნეთ ის რაკურსი საიდანაც უკეთესად „გამოდიხართ ფოტოებზე“. პოზირებისას რამოდენიმეჯერ გამოიცვალეთ ტანისამოსი, აქსესუარები…

 

7. შეიძინეთ ახალი ნივთები და ისწავლეთ ძველი ნივთების გადაყრა-გაჩუქება.
აუცილებელი არ არის ყველაფრის ერთად შეძენა გადაწყვიტოთ და ფული რომ არ გეყოფათ ცუდ გუნებაზე დადგეთ…. დაიწყეთ მცირედით…

 

8. ხშირად იარეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე — კაფეში, კინოში, თეატრში…
სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რატომ უნდა წავიდნენ კაფეში, როცა ყავა სახლშიც აქვთ — ნუ გაიზიარებთ ასეთ ადამიანების აზრებს….იყავით ახალგაზრდული:)

 

9. ცხოვრების ყველა ეტაპზე იპოვეთ რაიმე, რისი შესწავლითაც დაკავდებით — უცხო ენა, ახალი კერძის მომზადება, ხელნაკეთ ნივთის შექმნა და ა.შ.

 

10. დაიმახსოვრეთ — საკუთარ თავში დარწმუნებული და ბედნიერი ყველაზე მეტად თქვენივე თავს ჭირდებით…

როგორც თავს გრძნობთ — ისე ხდება ირგვლივ ყველაფერი:)

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(1315)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გულის კარნახს მიჰყვე, ეს ყველაზე სწორი არჩევანია ცხოვრებაში

გულის, ყურით მოსმენით, ჩვენ დავიწყებთ სწორი მიმართულებით სიარულს. რაც კი იდესმე გონებით გადამიწყვეტია, ლოგიკისთვის აზრები დამიმორჩილებია, საკუთარი შინაგანი ხმები ჩამიხშვია/დამიწევია/გამიქვრია,


სწორი რაკურსიდან დანახული გზა, გამოსავალი….

…“არაფერი ჯობია თუ რაიმე?“ აი ასეთი კითხვით მომმართა მსმენელმა და მისი დიდი წყლიანი თვალები სავსე იყო იმ სათქმელით და ემოციით


10 უმოწყალო ნაბიჯი, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად

ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა სულ ელის, რომ ერთხელაც ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც მათ აწყობთ და მათი მიზანი რაღაცნაირად, თავისით შესრულდება —


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*