როგორ დავძლიოთ დეპრესია? | Jolo.ge


როგორ დავძლიოთ დეპრესია?

როგორ დავძლიოთ დეპრესია?

დეპრესია ამ სიტყვის გაგონებაც კი უსიამოვნოდ გაგნგვაწყობს. დეპრესიას მიჩნეულია 21-ე საუკუნის სენად. კითხვაზე «ოდესმე გქონია დეპრესია? ძირითადად ვპასუხობთ «-არა, არასოდეს». საზოგადოების თვალში ცუდ ტონად ითვლება თუ ადამიანს ოდესმე დეპრესია ჰქონია. ამიტომ ხშირად ვმალავთ ჩვენს ამ ემოციურ მდგომარეობას. დიახ, დეპრესია არის ადამაინის ემოციური მდგომარეობაა და არა სენი, ან უკურნებელი დაავადება. დეპრესია ადვილად განკურნებადია — პაციენტების 80 % სრულად იკურნება.

მთავარია დროულად მივმართოთ ფსიქოლოგს, ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლია საკუთარ თავში იპოვოს ძალა და თავად გაუმკლავდეს დეპრესიას, მაგრამ ძალიან რთულია ასეთ დროს პაციენტიც იყო და მკურნალიც. ძალიან მძიმე სახის დეპრესიამ შეიძლება ადამიანი დააუძლუროს ისე რომ მას მუშაობა არ შეეძლოს, და თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს იგი. ამიტომ დეპრესიით შეპყრობილი ადამიანი აუცილებლად ექიმ ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს და მკურნალობა ჩაიტაროს.

რამ შეიძლება მიგვიყვანოს დეპრესიამდე? ვის ემართებათ დეპრესია? დეპრესიისგან დაზღვეული არცერთი ადამიანი არ არის. დეპრესიის გამომწვევი შეიძლება გახდეს ამინდიც კი. მაგრამ ეს არ უნდა აგვერიოს უგუნებობაში (უხასიათობაში). ზოგიერთ ადამიანს უყვარს წვიმიანი ამინდი, ზოგს კი მელანქლიურ განწყობას უქმნის, შესაბამისად ცუდ განწყობაზე დგება, მაგრამ ეს არ არის დეპრესია.

დეპრესია არის ხანგრძლივი, ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა, ან თვე. (ეს დამოკიდებულია ადამიანზე და რამდენად სწრაფად დაიწყებს მკურნალობას).

დეპრესიის ძირითადი გამომწვევი არის: ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ხშირი წარუმატებლობები, იქნება ეს კარიერული, თუ პირად ცხოვრებაში განცდილი მარცხები. ხშირია სეზონური დეპრესიები. ამ მხრივ გამოირჩევა შემოდგომა, როდესაც ამინდის რადიკალურ ცვლილებებთან ერთად იცვლება ადამიანის შინაგანი განწყობა და ცხოვრების წესი. ასევე ცხოვრების აქტიური რითმიდან ამოვარდნა, ან პირიქით. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ცხოვრებაში მიმდინარე რადიკალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ემოციური დატვირთვა, რაც დეპრესიას იწვევს.

დეპრესიაში მყოფი ადამაინისთვის დამახასიათებელია ინტერესის დაკარგვა, ამ დროს ადამიანი კარგავს ინტერესს და სურვილს აკეთოს ის, რაც ადრე მას სიამოვნებას ანიჭებდა. უქვეითდებათ ორიენნტაციის უნარს, თავს გრძობენ უენერგიოდ,არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. უჩნდებათ მიდრეკილება თვითმკვლელობისაკენ. უყალიბდებათ უძილობა-(Insomnia) ამ დროს ძლიერმოქმედი საძილე საშუალებებით ხდება დაძინება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეპრესიისაგან განკურნების ერთ-ერთი გზა არის ფსიქოლოგის ჩარევა, მაგრამ შესაძლებელია თავადაც დავძლიოთ დეპრესია, თუ ის მსუბუქ ფორმებში გვაქვს. ამის საუკეთესო საშუალებაა განტვირთვა, არანაირი სტრესი, დასვენება. დაიწყეთ იმის კეთება, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებთ. დეპრესიაში მყოფი ადამიანები ხშირად მიმართავენ ხატვას, რაც მათ ეხმარებათ თავიანთი ემოციების კონტროლში. ეცადეთ არ დარჩეთ მარტო, ინახულეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანები, მეგობრები. გაატარეთ დრო ისეთ გარემოში, რომელიც პოზიტიურ განწყობას გიქმნით. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას და არა მელანქოლიურს.ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, თავი გაანებივრეთ საყვარელი სასუსნავებით. ნათელი ფერის სამოსი ატარეთ. შეცვალეთ თქვენი ოთახის ინტერიერი, იკვებეთ სწორად — მიირთვით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ზოგი მეცნიერის აზრით, კოფეინის შემცველი პროდუქტები, მაგალითად ყავა და შოკოლადი, მსუბუქი დეპრესიული შეტევის დაძლევის ეფექტური საშუალებაა.

შესაძლებელია დეპრესიის თავიდან აცილება. მეცნიერების დასკვნით დეპრესიის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ჯანმრთელი ცხოვრება, ცხოვრების აქტიური რითმი (ოღონდ არა გადამღლელი). მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ცხოვრება. თუ იგრძნობთ, რომ ძალიან გადაგღალათ ყოველდღიურმა რუტინამ, შეეცადეთ რაღაც შეცვალოთ. რაიმე სასიამოვნო აქტივობებით დაკავდეთ, მაგალითად ცეკვით. მეცნიერების აზრით ცეკვა ადამიანის განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს. გაანებივრეთ თავი ახალი შენაძენით, მაგალითად იყიდეთ ის ნივთი, რომლის ყიდვვაც დიდი ხანია გინდოდათ, ან უბრალოდ გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა.

P.S. ცხოვრება მშვენიერია, მიუხედავად მცირეოდენი წარუმატებლობებისა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში თანაბრადაა წარმატებული და წარუმატებელი მომენტები. პირველივე წარუმატებელი მცდელობისას არ დანებდეთ და ხელი არ ჩაიქნიოთ! არ თქვათ, რომ ამას ვერ შეძლებთ და რომ სუსტი ხართ!

მთავარია გჯეროდეთ, რომ თქვენი თავის, რომ თქვენ ძლიერი ხართ და შეძლებთ ამის გაკეთებას. მაგრამ შეეცადეთ არ დაისახოთ ისეთი მიზანი, რომლის მიღწევაც თქვენს ძალებს აღემატება.

წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ!

წყარო

ნანახია:(210)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

რითი გამოირჩევიან ადამიანები, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ?

მინდა, შემოგთავაზო პოსტი [მასტერ-მაინდის ლაბორატორიიდან], რომელმაც ერთ დროს სერიოზული გადატრიალება მოახდინა ჩემში. რამდენიმე წლის წინ, გავიარე ტრენინგი, სადაც საუბარი იყო


რატომ არ გიმართლებს? — წაიკითხეთ, დასვით სწორი კითხვები და …

საკუთარ თავში უნდა ეძებო მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებს. მიზეზი რომ იპოვო, სწორი კითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს. ყველაზე რთულია


შეუძლია თუ არა ქვეცნობიერს ყველაფერი?

ქვეცნობიერის ძლევამოსილება გამაოგნებელია. ცნობილია, რომ ის აკონტროლებს და მართავს ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, სისხლის მიმოქცევიდან დაწყებული სუნთქვით და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*