როგორ დავამარცხოთ ეჭვები — 12 რჩევა შეყვარებულებს

by admin | Март 24, 2017 11:42

შეიყვარე წიგნი, რომელსაც შენი შეყვარებული კითხულობს,

შეიყვარე ფილმი, რომელსაც ის უყურებს,

შეიყვარე საათი, რომელიც სულ მაჯაზე უკეთია,

შეიყვარე იმ მანქანის საჭე, რომელსაც მართავს…

შეიყვარე მისი ჩაის ჭიქა და ღვინის ჭიქა და ვისკის ჭიქაც…

შეიყვარე ჟანგბადი, რომელსაც სუთქავს…

შეიყვარე გზა, რომელზეც დადის…

ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს
და სხვა ქალაქები, რომლებშიც მოგზაურობს…

შეიყვარე პლანეტა, რომელზეც შენი შეყვარებული ყოველდღე იღვიძებს…
და სხვა პლანეტები, რომლებზეც ძილში მოგზაურობს…

შეიყვარე გალაქტიკა… და მეზობელი გალაქტიკები…

წაართვი ყველა გზა…
ის შენს სიყვარულს ვერასდროს გაექცევა…

ცირა ბარბაქაძე

წყარო: facebook.com

ნანახია:(926)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/rogor-davamarcxot-echvebi-rchva/