როგორ დავაღწიოთ თავი ქაოსს — ის რაც ყოველდღიურად გვჭირდება | Jolo.ge


როგორ დავაღწიოთ თავი ქაოსს — ის რაც ყოველდღიურად გვჭირდება

როგორ დავაღწიოთ თავი ქაოსს — ის რაც ყოველდღიურად გვჭირდება

ბევრი აზრის და ფიქრის ერთდროულად არსებობა ადამიანის გონებაში იწვევს არასასიამოვნო განცდებს, შფოთს და ადამიანი ნერვიულობს. ყველფერი კი მაშინ რთულდება როცა ჩვენ წინ რაიმე სერიოზული საკითხი დგას გადასაჭრელი, ამ დროს ნერვიულობა და ზედმეტად მეტი ფიქრი  გონებაში ქაოსს ქმნის, რაც საბოლოო ჯამში ადამიანს ხელს უშლის სწორი გადწყვეტილების მიღებაში და საკუთარ თავთან ჰარმონიულად  ცხოვრებაში.

 

თუცა, არსებობს საინტერესო და სასარგებლო იდეები, რომლებიც დაგეხმარებათ
დააღწიოთ »ფიქრების შემოტევას» თავი და გაათავისუფლდით შემოსახლებული ქაოსისგან

1. უპირველეს ყოვლისა  დააკვირდით თქვენს აზრებს შორიდან
მედიტაცია ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, იგი მოგცემთ საშუალებას სხვა მხრიდან შეხედოთ თქვენს თავს და მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას. გახდით თქვენი ფიქრების დამკვირვებელი. ნებისმიერი თქვენთან მოსული ფიქრი ძალდატანების გარეშე  შიგნით შემოუშვით და დააკვირდით, ნელ-ნელა როგორ გაქრებიან ისინი თქვენი გონებიდან. ივარჯიშეთ მდუმარებაში. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და ერთი საათი მდუმარებაში ყოფნა  შედეგის აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

2. დაწერეთ თქვენი ფიქრები
გადმოიტანეთ ფურცელზე და ჩამოწერეთ სიის სახით თქვენი ფიქრები. ის რაც ამ მომენტში გაფიქრებთ და ქაოსს გიქმნით. ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ ავტომატურად დაცლით ყოველგვარი ზედმეტისგან გონებას და უკვე თვალით დანახულ ფიქრებს მარტივად დაახარისხებთ პრიორიტეტების მიხევით. მიხვდებით რაზე ღირს ფიქრია და არაზე არა.

3. დააწესეთ ფიქრის დრო

უცნაურად ჟღერს თითქოს მაგრამ ეს პირველ რიგში გულისხმობს დღის დაგეგმვას. აირჩიეთ ახალ იდეებზე, პროექტებზე და მომავალზე ფიქრისთვის დღის რომელიმე დრო და შესაბამის პერიოდში იფიქრეთ, იმსჯელეთ, წერეთ და იანგარიშეთ … ანუ იფიქრეთ ყველა საფიქრალზე ერთდროულად მხოლოდ ამ დროს და რაც მთავარია, უნდ აეცადოთ რომ ბოლოს რამე ჭკვიანურ იდეამდე მიხვიდეთ და ეს დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოთ.

4. ყურადღება გადაიტანეთ საკუთარ თავზე
როდესაც გონებაში ერთდროულად ბევრი საფიქრალი გაქვთ და ქაოსი შემოგიტევთ ამ დროს საუკეთესო რჩევაა, რომ დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიშები, თუ გაქვთ საშუალება გაისერნოთ ბუნებში, სუფთა ჰაერზე ან დაკავდეთ ჰობით. ფიზიკური დატვირთვა ყურადღების თქვენს თავზე გადატანაში დაგეხმარებათ და ქაოსსაც თავს დააღწევთ.

5. ფოკუსირდი ამჟამად გასაკეთებელ საქმეებზე
მუშაობთ, საქმე გაქვთ და თავს მოხვეული ზედმეტი ფიქრები ხელს გიშლით?  ფოკუსირდით იმ საქმეზე რაც სასწრაფოდ დასასრულებელი გაქვთ. წარმოიდგინეთ რომ ყველა სხვა საქმე უკევ შესრულებულია და დროებით გათავისუფლდით იმ ტვირთისგან. იოლი არ არის მაგრამ, ზოგჯერ გონების მოტყუება საჭიროა, რომ საქმეზე ფოკუსირება შევინარჩუნოთ.

6. პატივი ეცით საკუთარ თავს

ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ხართ ქაოსურ მდგომარეობაში ისაა რომ არ ენდობით საკუთარ თავს და არ გჯერათ თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების ჭეშმარიტების. შესაბამისად ეს იწვევს ეჭვს და ბუნებრივად ძალიან ბევრ ფიქრს. ამიტომაც პატივი ეცით საკუთარ თავს და გჯეროდეთ მისი. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტს იფიქრებთ , მით უფრო მეტად დაეჭვდებით თითოეულ თქვენს თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

7. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ არასწორად მიღებული გადაწყვეტილებები

დარდი იმაზე რომ შეცდით და აირჩიეთ შეუფერებელი სამსახური, მეუღლე ან მოგბეზრდათ სახლში ყოველდღიური რუტინა, ეს ყველასათვის ნაცნობი და ‘’ნორმალური’’ ფაქტია.
თუმცა  შეცდომები არ უნდა მივიღოთ როგორც კატასტროფა და შეუცვლელი შედეგი, პირიქით ეს შესაძლოა აღმოჩნდეს თქვენთვის ახალი შესაძლებლობა , რომლიც უფრო მეტად გაგზრდით და გასწავლით რაიმე ახალს. ცნობილი ჟურნალისტი ქეთრინ შულცი ამბობს რომ ‘’ თქვენი დაშვებული შეცდომა და კავშირი თქვენი სამყაროს ხედვასთან არის ადგილი საიდანაც მოდის კრეატიულობა და ინოვაცია.»
ასე, რომ გაითვაისწინეთ მოცემული რჩევები, გატესთეთ რომელიმე თქვენ ცხოვრებაში და გათავისუფლდით ზედმეტი ფიქრებისგან.   ‘’ქაოსი პრობლემა არ არის. ნამდვილი გამოწვევა ის არის, თუ რამდენ დროს მოვახმართ მოქმედებებს შორის ურთიერთკავშირის დადგენას. ‘’

 

ავტორი: მარიამ შარიქაძე

ნანახია:(222)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ისწავლეთ ფულთან სწორად მოპყრობა

რა განსხვავებაა მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის? მდიდარმა იცის, როგორ მოეპყროს ფულს, რადგან თუ თქვენ არ მართავთ მას, შეუძლებელია მდიდარი


„ჩვევები“ — „თქვენი არჩევანი განაპირობებს თქვენს შედეგს“…

რატომ ვაქვეყნებ ამ ჩვევებს? მე მჯერა-სამყაროს ჰარმონიის, მისი კანონების. მჯერა რომ ჩვენი არჩევანი განაპირობებს ვიქნებით თუ არა ამ სამყაროს ნაწილი, რათა მივიღოთ


შემდგარი ადამიანების განსხვავებული ჩვევები…

განსაკუთრებული ცვლილებები ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები სხვებისგან განსხვავებულად აზროვნებენ. საკუთარი შინაგანი აზრების განვითარება პირველ რიგში თქვენთვისვეა სასარგებლო. რა განსხვავებაა შემდგარ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*