როგორ ავაწყოთ ცხოვრება სარკის პრინციპით | Jolo.ge


როგორ ავაწყოთ ცხოვრება სარკის პრინციპით

როგორ ავაწყოთ ცხოვრება სარკის პრინციპით

დღეს შემოგთავაზებთ – როგორ დაიცვათ თავი, ინფორმაციული სიბინძურისგან. ყველაზე ეფექტური მეთოდია – ცხოვრება ავაწყოთ სარკის პრინციპით.

გონებაში, ინფორმაციული შხამების შეღწევისგან თავდასაცავად საჭიროა დავაყენოთ ორმაგი დაცვა – ერთი, აზრების გაშვებისას და მეორე, შემოშვებისას.

მხოლოდ ერთი რამის გააზრება: «მე არასდროს მოვექცევი ასე ადამიანებს!» — სრულ უფლებას იძლევა, გარემოცვის მსგავს «მომსახურეობაზე» განაცხადოთ უარი. რასაკვირველია, მსაგავსი განაცხადი უნდა გააკეთოთ იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ ნამდვილად ღირს თქმა:«მე, არასდროს მოვექცევი ასე ადამიანებს!»

შეიძლება ადამიანს (ვისზეც გული შეგტკივათ) ასწავლოთ რა გაკეთოს და როგორ, მაგრამ მხოლოდ შესაბამის სიტუაციაში და მხოლოდ, დადებითი პროგრამის „ჩანერგვით“. თავში ინფორმაციული „შხამის“ შეშვების გარეშე!

გთავაზობთ წესებს (შეგიძლიათ გამოიყენოთ) მათი დახმარებით შეძლებთ, ყველა იმ შხამის ასხლეტას, რომლებიც ცდილობენ სულში შეღწევას და მოწამვლას:

1. ნუ გააკრიტიკებთ — არ მოუსმინოთ კრიტიკას.

2. აზრებითაც კი ნუ დაადანაშაულებთ — ნუ გექნებათ დანაშაულის განცდა.

3. არ აწყენინოთ — ნუ გეწყინებათ.

4. „უწინასწარმეტყველეთ“ სხვებს და თავს მხოლოდ დადებითი. თუ გინდათ უთხრათ მოსალოდნელ საფრთის თაობაზე, გაკეთეთ ეს ემოციების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით. მაგალითად : ნაცვლად  – «არ წახვიდე! ვნერვიულობ! შეიძლება მოგკლან!» უთხარით : «ამ რაიონში ბოლო თვეს დაფიქსირდა ცამეტი დანაშაული»

5. არ შეაშინოთ — ნუ გეშინდებათ.

6. თვითშეფასებას ნუ დაუწევთ — არ მოუსმინოთ მათ, ვინც ცდილობს თქვენი თვითსეფასების დაწევას.

7. ნუ მიუთითებთ სხვებს ნაკლზე — ნუ მიაქცევთ ყურადღებას, თუ მოგითითათ ნაკლზე.

8. ნუ უნერგავთ სხვებს დამანგრეველ პროგრამებს  – არავის მისცეთ უფლება ნეგატივზე დაგაპროგრამონ.

თუ კი გავიხსენებთ რომ «არ» ნაწილაკს ქვეცნობიერი ვერ აღიქვამს, ადამიანებთან ურთიერთობისას სარკის წესები აირეკლება შემდეგნაირად:

1. დართეთ ნება ან შესთავაზეთ, დადებითი პროგრამა (თუ ამას გთხოვთ)!

2. ცუდი საქციელის ჩადენის მოტივებში გაერკვიეთ, გაუგეთ!

3. გაუფრთხილდით სხვების ფსიქიკას!

4. გამოიყენეთ, მხოლოდ პოზიტიური „წინასწარმეტყველება“ ან მარტივად, უთხარით: «ყველაფერი კარგად იქნება!»

5. დაამშვიდეთ!

6. აუმაღლეთ თვითშეფასება!

7. ხაზი გაუსვით მათ ღირსებებს!

8. თუ შეგიძლიათ, მხოლოდ და მხოლოდ, დადებითი პროგრამები ჩაუდეთ ქვეცნობიერის დონეზე, ამავე დროს დაიცავით ორი პირობა:

ა) პროგრამა დადებითი უნდა იყოს მათი თვალსაზრისით და არა თქვენი;
ბ) პროგრამა არ უნდა შეიცავდე ბოროტ განზრახვას (აზრს) მესამე პირზე.

თუ ვერ ითმენთ, გინდათ მიუთითოთ უღირს საქციელზე და ამით აიძულოთ მოიქცეს სხვანაირად (როგორც თქვენ გინდათ), მაშინ გახსოვდეთ – ერთი და იგივე აზრი შეიძლება მიწოდებულ იქნას როგორც უარყოფითი ფორმით, ასევე, დადებითით. ხვდებით, ალბათ, რომელი უნდა გამოიყენოთ?

რაღაცას, რომ გადაეჩვიოს – სხვა რამეს უნდა მიეჩვიოს.
რაღაც, ქმედება რომ შეწყვიტოს — სხვა რაღაც უნდა დაიწყოს.

თუ არა „ეს“, მაშინ სხვა რა?

შეიძლება ადამიანმა სხვადასხვა ცხოვრებით იცხოვროს:

სცემდნენ ან სცემდეს (თან ფიქრობდეს: სხვანაირად არ შეიძლება).. ორივე შემთხვევა მოიაზრებს სიცოცხლისასთვის საშიშ შედეგებს.

პატივისცემით მოექცეს სხვებსაც და თავსაც, გაუფრთხილდეს თავსაც და სხვებსაც და გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ თითოეული ადამიანი — ღირსეული, პიროვნებაა!

ეს ეხება არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მხარესაც (ვიტყოდი უფრო მეტადაც, ამ უკანასკნელს).

დღევანდელ დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში უნდა გავაფართოვოთ ცნობიერი და უნდა გვესმოდეს, რომ უფრო კულტურულები ვართ, ვიდრე შუასაუკუნეებში, როდესაც ფიზიკური ძალადობა, ინკვიზიცია, საჯარო დასჯა, ჩვეული ნორმად ითვლებოდა საზოგადოებაში.

დღეს, მართალია ფიზიკური ძალადობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ ხდება (სტატისტიკა მაინც საგანგაშოა), მაგრამ სამაგიეროდ ფსიქოლოგიური ძალადობა ხდება ყოველ წუთს და ყველგან. რასაკვირველია, ის ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ მისი ზეგავლენა ადამიანზე არანაკლებ ზიანის მომცველია. შეიძლება ითქვას, პირიქით – მეტად მტკივნეულია სულის ტკივილი.

სამწუხაროდ, შუასაუკუნეობრივი „ინსტიქტები“ – ინკვიზიციის, სისხლის აღების წყურვილი არსად არ წასულა, უბრალოდ, დღეს საზოგადოებაში მიღებული არ არის მისი დემონსტრირება. ცუდ ტონად ითვლება. ახლა მოდაშია კეთილშობილება, ყოველ შემთხვევაში სხვების თვალში.

სამაგიეროდ, დღეს, ყველასათვის ცნობილია: ფსიქოლოგური „ცემით“ ადამიანი მიიყვანო თვითმკვლელობამდე გაცილებით ადვილია, ვიდრე ფიზიკური ძალადობით. ამის უამრავი მაგალითები არსებობს. მუცელში ფეხის დარტყმა გაცილებით ადვილად მორჩება, ვიდრე, კუჭის წყლული, რომელსაც აქვს ფსიქოსომატური საფუძველი და გამოწვეულია სულიერი ტრამვით. ამ დროს ხომ, შეუძლებელია განსაზღვრო და მიაგნო/მოიცილო მთავარი დამანგრეველი პროგრამა, რომელმაც დიდი ხანია შეაღწია გონებაში, ანგრევს, წამლავს და ასუსტებს ორგანიზმს. ამ პროგრამებისგან გაკურნება კი მხოლოდ სამედიცინო აბებით შეუძლებელია.

ამ დედამიწის ზურგზე, ნუ შეგაშინებთ  ნურავინ და ნურაფერი.  დაიყენეთ დამცავი ფარი გარშემომყოფებისგან „მომავალი„ მომწავლელი პროგრამების მოსაგერიებლად! დაე, მათ „იმტვრიონ ხელები“, „იჭყლიტონ ტვინები“ და ვერაფერი დააკლონ თქვენს გეგმებს და სიცოცხლით ხალისს!!!

 

სიყვარულით და მადლიერებით,

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებშო რწმენით

ეფექტური აზროვნების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

ნანახია:(859)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ წავიკითხოთ წიგნები, თუ ამისათვის საკმარისი დრო არ გვაქვს

ხშირად, დროის უქონლობის გამო, საყვარელი საქმის გვერდზე გადადება გვიწევს ხოლმე. ეს პრობლემა წიგნის კითხვის მოყვარულებისთვის ნაცნობია. რა თქმა უნდა, ყველა


გზა, რომელსაც მივყავართ საკუთარ თავამდე

ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და ძალიან მომინდა გამეზიარებინა ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩემი ცხოვრებიდან… ერთხელ, ვენის ქუჩებში ხეტიალისას, ერთ პროექტზე წასულმა ორმა


„ყველაფერი იწყება თვითშეფასებით“ — ხვიჩა მებონია

„ჯერ მოიპოვე გამარჯვება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთე ბრძოლაში“ —  სამურაების ღირსების კოდექსიდან (ბუშიდო)   ხვიჩა მებონია: „არ აქვს მნიშვნელობა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<