როგორ არის მოწყობილი ქვეცნობიერი | Jolo.ge


როგორ არის მოწყობილი ქვეცნობიერი

როგორ არის მოწყობილი ქვეცნობიერი

ქვეცნობიერი – ჩვენი მეორე “მე”. ეს არის ადგილი, სადაც ინახება ყველა ონფორმაცია რაც კი ოდესმე ჩვენს გონებას  სხვადასხვა საშუალებებით აღუქვია.

გარემოებებიდან გამომდინარე, ქვეცნობიერი  აწვდის ცნობიერს აზრს, შეგრძნებებს…

ცნობიერი კი ყოველთვის ამოწმებს ქვეცნიბიერიდან  წამოსულ აზრებს და  თუ ლოგიკური ახსნა ვერ მოუძებნა, ხშირ შემთხვევაში,  უკუაგდებს მას.

ცნობიერის ლოგიკა მარტივია – თუ აზრს არა აქვს  ახსნა, მაშასადამე ის მცდარია.

ქვეცნობიერს მოუსმინოთ  შესაძლებელია. ამისთვის, საჭიროა დროებით უარყოთ “ჭკვინური აზრები” და იმოქმედოთ მხოლოდ გულის კარნახით.

ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

ცნობიერი და ქვეცნობიერი ხშირად მოდინ კონფლიქტში, რაც იწვევს ცუდ განწყობას. ქვეცნობიერი წვალობს იმის გამო, რომ მისი ხმა არ იქნა გაგებული.? ამის შედეგია როცა ადამიანი ამბობს:” ეს როგორ დავუშვი. მე ხომ ვგრძნობდი რომ სხვაგვარად უნდა გამეკეთებინა”.

როგორ ვისწავლოთ შინაგანი ხმის მოსმენა?

შეგინიშნავთ ალბათ, როცა რაღაც პრობლემას წყვიტავთ თავში გესმით გარკვეული ხმა, რომელიც გაწდით თავის დასაბუთებელ აზრებს. გვეჩვენებათ რა ისინი უაზროდ, უგულველყოფთ მას და ასეთი შემთხვევები ხშირია.

რა ხმა გვესმის და რა უნდა ჩვენგან?

სწორედ, ეს არის შინაგანი ხმა, ჩვენი მეორე “მე” .

როცა, გადაწყვეტილებები მიიღება ქვეცნობიერიდან,  ცნობიერი ითვალისწინებს ყველა იმ გარემოებებს რასაც კარნახობს  რეალობა – ცდილობთ გამოჩნდეთ სხვების თვალში კარგები, ცდილობთ შეესაბამებოდეთ სტერეოტიპებს.

ის რაც ხდება გარშემო, რასაც ხედავთ, უმენთ, შეიგრძნობთ ილექება ტვინში და ვლინდება შემდგომ ქმედებებში.images (14)

რატომ არ გვინდა ვიყოთ ის, ვინც ვართ სინამდვილეში?

რატომ არ გვინდა ის ბედნიერება, რომელიც გულთან ახლოა?

იმიტომ, რომ გვეუფლება შიში.

გვეშინია თუ რას იტყვინ ჩვენზე სხვები. გვეშინია ვაწყენინოთ ვინმეს. გვეშინია შედეგის, იმედგაცრუების, ტკივილის.

ნუ შეშინდებით, მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმოქმედეთ  შესაბამისად.

მუდმივად გახსოვდეთ – ცხოვრობთ ერთხელ ამ ქვეყნაზე, სწორედ ამ წამს, ამ გაელვებაში… არ არის – დუბლი, როგორც ფილმის გადაღებისას. თავად უნდა აირჩიოთ, იცხოვროთ თავსმოხვეული საზოგადოებრივი აზრის შესაბამისად თუ იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით.

  • თუ ირჩევთ პირველს – იცხოვროთ “BOSS”ის კანონებით, რომელიც მთელი ცხოვრება მიგითითებთ რა და როგორ უნდა აკეთოთ. ნუ ღელავთ – იცხოვრეთ. ეს თქვენი არჩევანია. მთავარია, მოცემული საქმის კეთებაში თავს გრძნობდეთ ბედნიერად და  არ იტყუებდეთ საკუთარ თავთან.
  • თუ გადაწყვეიტავთ, მისდიოთ გულის კარნახს – ყური მიუგდეთ რას გეუბნებათ შინაგანი ხმა, რადგან ის არ ცრუობს. არამედ პირიქით,  გიცავთ და ასრულებს თქვენი ამ ქვეყნად მოსვლის დანიშნულებას, რომელიც რაღაც-რაღაც მიზეზთა გამო დაგავიწყდათ.❤

ბოლო წლებში იწერება ბევრი წიგნი, იღებენ ფილმებს, სადაც ყურადღება ექცევა, იმ საკითხებს რაც თემაში განვიხილე. ეს შესანიშნავია, რადგან ამით, ხელმისაწვდომი ხდება სამყაროს კანონების აღქმა, რომელიც ადრე ერთეულების ხვედრს წარმოადგენდა.

მადლიერებით,  თამარ კვარაცხელია!

ნანახია:(3429)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ის აუცილებლად მოგცემთ ყველაზე ტკბილ და გემრიელ ნაყოფს — ეს სამყაროს კანონია! “

სამყარო გიგზავნით იმ იმპულსებს, რასაც თქვენ უგზავნით მას. სამყარო დიდი სარკეა, რომელიც ირეკლავს თქვენს „გზავნილებს“ (აზრებს, ემოციებს, სიტყვებს, მოქმედებებს). ასე,


„ის რაც არ გეკუთვნის და დაუმსახურებლდ მოიპოვებ აუცილებლად წაგერთმევა“

როცა შენ დაიჯერებ, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ფიქრობ, რომ ხელშეუხებელი ხარ, როცა გგონია, შენს სიტყვას ფასი აქვს და ავტორიტეტით სარგებლობ,


„როგორც კი გამოიკვლევ შენს ფიქრებს, აღმოაჩენ, რომ სიყვარულის მისაღებად არაფრის გაკეთება არ გჭირდება“…

„როდესაც რაღაცას ამბობ ან აკეთებ იმისთვის, რომ სანაცვლოდ რაღაც მიიღო, მოწონება დაიმსახურო, გავლენა მოახდინო, ვინმე ან რაიმე გააკონტროლო, ამის მიზეზი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<