როგორ არ «გავმაზოთ» საკუთარი ბედნიერება | Jolo.ge


როგორ არ «გავმაზოთ» საკუთარი ბედნიერება

როგორ არ «გავმაზოთ» საკუთარი ბედნიერება

ერთმა ისტორიამ დამაფიქრა და მომინდა შენთვისაც გამეზიარებინა…

ერთ რუსულ დახურულ ბიზნეს-ჯგუფში გავდივარ სწავლებას, სადაც ერთმა მონაწილემ სახელად პაველი, თავისი ისტორია გაგვაცნო.

მოკლედ, რამდენიმე დღის წინ პაველი კაზახსტანის სადგურზე მივიდა ბომჟთან, რომელიც «კარდონის» ყუთში ცხოვრობდა და ინტერვიუ აიღო მისგან.

მან ბომჟს უყიდა საჭმელი, ცხელი ყავა და დეტალურად გამოკითხა ის მის ყოფასთან დაკავშირებით.

ბომჟმა მოუყვა პაველს, თუ როგორ უმოწყალოდ მოექცა მას ცხოვრება… რომ მას მოპარეს საბუთები, რომ სამსახურში არ იღებენ და რომ მისი მდგომარეობიდან გამოსავალი არ არსებობს.

კიდევ გაირკვა, რომ ამ ბომჟს სხვა ქალაქში ჰყავს მეუღლე და ბავშვები, რომლებსაც აქვთ სახლიც და სამსახურიც, მაგრამ ბომჟს მათთან დაბრუნება არ უნდა…

პაველი დიდხანს არწმუნებდა ბომჟს, რომ დროა ყველაფერი შეიცვალოს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ბოლოს ბომჟი დაეთანხმა პაველს და დაპირდა, რომ ყველაფერს ნულიდან დაიწყებდა.

პაველმა გადაწყვიტა დახმარებოდა მას… წაიყვანა ის თავის სახლში, შეუშვა აბაზანაში, მისცა სუფთა ტანსაცმელი, მოაწესრიგა, აჭამა, გამოუძახა ტაქსი, მისცა ცოტა ფული, ტაქსით სახლამდე მგზავრობაც დაუფინანსა და გაამგზავრა სახლში.

თითქოს ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ტაქსის მძღოლი ურეკავს პაველს და გამწარებული უყვება, თუ როგორ ჩაუფსა ამ ბომჟმა მანქანაში და როგორ გაიქცა უკან, სადგურისკენ.

ამ ისტორიის შემდეგ ვკითხე საკუთარ თავს…

რა გამოდის — ეს ბომჟი მოაწესრიგეს და მიჰყავდათ სახლში, სადაც მას კვლავ მუშაობა და ოჯახზე ზრუნვა მოუწევდა, მის თავში კი ეს ისეთ ნეგატიურ ასოციაციას ქმნიდა, რომ მან ჩაიფსა და უკან «კარდონის ყუთში» საცხოვრებლად გაიქცა?

რთულია გადაჭრით თქვა მიზეზი, მაგრამ ფაქტია რომ ეს ადამიანი შინაგანად რაღაცას ვერ მოერია და ძველ ყოფას დაუბრუნდა…

თითოეულ ადამიანს საკუთარი «კარდონის ყუთი» და დამარწმუნებელი ისტორია აქვს, თუ რატომ ცხოვრობს ის ამ ყუთში.

ვიღაც აცნობიერებს ამას და აკეთებს რთულ, მაგრამ სწორ არჩევანს, იმოძრაოს წინ, იმისკენ, რაც მართლაც მნიშვნელოვანია მისთვის. ხოლო ვიღაც, აგრძელებს ცხოვრებას «კარდონის ყუთში» დამარწმუნებელი ისტორიებით, თუ რატომაა მისი მდგომარეობა გამოუვალი, ცხოვრება კი, უმოწყალო და უსამართლო…

ამ პატარა პოსტით მე არავის განვიკითხავ… კაცმა არ იცის რატომ გარბის ეს ბომჟი სახლიდან და რატომ ირჩევს «კარდონის ყუთში» ცხოვრებას… ეს უბრალოდ ისტორია იყო, რომელმაც ძაფის როლი შეასრულა და ამ პატარა პოსტის მოქსოვაში დამეხმარა…

მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ადგილი, სადაც შენ ახლა იმყოფები, შენ მიერ არჩეული კომფორტის ზონა — «კარდონის ყუთია» და შენ ნებისმიერ წამს შეგიძლია ყველაფრის შეცვლა.

მთავარია მთავარი იყოს მთავარი და ნებისმიერი შეძლებს გახდეს ნებისმიერი!

გიორგი თვალაძე

წყარო: Business Inteleqtika

ნანახია:(180)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რამდენის მისაღებადაც ვართ მზად, იმის შესაბამისად დავინახავთ და მივიღებთ

— სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთს როგორიც არის, არამედ მასში ვხედავთ ჩვენი გონების შემადგენელს. — და როგორია სინამდვილეში სამყარო? — ის,


10 მძლავრი მტკიცებულება, რომელიც შეგცვლით და შეგიცვლით ცხოვრებას

გარე სამყარო შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ცალკე აღებული ყოველი აზრი, ყოველი ემოცია და  ყოველი მოქმედება განაპირობებს იმას ვინ ხართ. ე.წ. რეალობა


10 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებას უფრო ირთულებთ, ვიდრე არის სინამდვილეში

„ცხოვრება მართლაც რომ მარტივია, მაგრამ ჩვენ მუდამ ვცდილობთ მის გართულებას.“ -კონფუცი ბევრ ჩვენგანს დაავიწყდა ის, თუ რა არის ცხოვრების აზრი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*