როგორ აღვზარდოთ ბავშვი?! დედა ტერეზას რჩევები მშობლებს | Jolo.ge


როგორ აღვზარდოთ ბავშვი?! დედა ტერეზას რჩევები მშობლებს

როგორ აღვზარდოთ ბავშვი?! დედა ტერეზას რჩევები მშობლებს

1. ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ეუბნებით ბავშვს. ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს, სულელსა და ზარმაცს უწოდებენ. ამ სიტყვებით, შესაძლოა, დაღუპოთ ბავშვი. ამას თუ შვილს პატარაობიდან ჩაუნერგავთ, ის მართლაც ასეთად გაიზრდება.

2. ნუ შეაშინებთ ბავშვს პოლიციით, ურჩხულებით, მგლებითა და ბუებით. ეს მათ არც გააკეთილშობილებს და არც დააჭკვიანებს.

3. გაზარდეთ თქვენი პირმშო თქვენ მიერ მიცემული კარგი მაგალითებით. ბავშვებს საერთოდ არ აინტერესებთ თქვენი რჩევები და ნოტაციები. ისინი ხედავენ მშობლის ქცევებს და არ ესმით მათი სიტყვები.

4. ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ღირსეული თქვენი შვილის თვალში. არ გამოააშკარაოთ თქვენი სისუსტეები და უარყოფითი მხარეები მის წინაშე. როცა ბავშვები მშობლის სუსტ მხარეებს ხედავენ, ისინი განიცდიან და თვლიან, რომ არ ჰყავთ ცხოვრებაში დასაყრდენი.

5. ნუ იჩხუბებთ ბავშვების თანდასწრებით. ყოველი ბავშვი თავს პატარად და დაუცველად მიიჩნევს, ამიტომაც მას სჭირდება ავტორიტეტი და დაცვა, გვერდში დგომა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც და თუ ბავშვი ესწრება ჩხუბს, ტყუილსა და უსამართლობას, მაშინ თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს. ეს ხშირად ბევრი ოჯახური თუ საზოგადოებრივი ტრაგედიის მიზეზი ხდება.

6. არასოდეს გამოიყენოთ ბავშვზე ძალა. უკიდურეს შემთხვევაში (თუკი მან ეს მართლაც დაიმსახურა), შეგიძლიათ მოსცხოთ უკანალზე, მაგრამ არა ძლიერად! არასოდეს დასაჯოთ ის, როცა გაბრაზებული ხართ. მის მეხსიერებაში დატოვებთ სიძულვილისა და ბოროტების შთაბეჭდილებას და არა სამართლიანობის. თუ მაინც დასჯაზე მიდგება საქმე, აგრძნობინეთ მას სამართლიანობა.

7. არასოდეს დაანახოთ ბავშვს გაბრაზებული, გაბოროტებული სახე. მან შეიძლება უცებ დაივიწყოს, ტაკოზე რომ მოარტყით, მაგრამ არასოდეს დაივიწყებს ბოროტებითა და სიძულვილით სავსე გამოხედვას. ბავშვი იმიტომ კი არ უნდა დასაჯოთ, რომ თქვენ მოთმინება არ გეყოთ, არამედ იმიტომ, რომ ბავშვს დაანახოთ, რომ არსებობს წესები (მისივი საკეთილდღეოდ), რომლების დაცვაც აუცილებელია.

8. ბავშვი ყოველთვის და ყველაფერში უნდა ენდობოდეს მშობელს და ემორჩილებოდეს კიდეც მას — ეს არის მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი ძირითადი წესი.

9. და ბოლოს, ყველაზე მთავარი – ეს მშობლების სიყვარულია და ბავშვის ინტერესების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ასევე, სიმშვიდე ოჯახში და არანაირი ფიზიკური დასჯა.

გიყვარდეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც ის არის: თავისი კაპრიზებით, არასწორი საქციელითა და პატარ-პატარა ურჩობებით.

ნანახია:(636)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ეფექტის მოხდენა შეუძლია ამ მიდგომას“…

ბავშვს 7 წლამდე უარი არაფერზე უნდა უთხრათო — გვასწავლის აღმოსავლური სიბრძნე… თუ ამას პირდაპირ გავიგებთ, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ბავშვს ყველა


გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი

იანუშ კორჩაკი (Janusz Korczak, ნამდვილი სახელი – Henryk Goldszmit; 1878 — 1942) – გამოჩენილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო


3 პირობა თავდაჯერებული ბავშვის აღსაზრდელად

წარმატება ცხოვრებაში, კარიერაში, ოჯახში, სამეგობროში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად თავდაჯერებული ხართ. სწორედ ეს გახლავთ წარმატების მთავარი ფუნდამენტი. თავდაჯერებულობა კი ბევრ რამეზეა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*