როდის ვკარგავთ და ვიღებთ ძალებს | Jolo.ge


როდის ვკარგავთ და ვიღებთ ძალებს

როდის ვკარგავთ და ვიღებთ ძალებს

თქვენს წინაშეა ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რაც იწვევს ძალის წართმევას და დადებითი ენერგიის შემოდინებას

ჩვენ ვკარგავთ ძალებს, როდესაც:
• ვამბობთ „დიახ“-ს , თუმცა, რეალურად, „არა“-ს თქმა გვინდა.
• ვიღიმით ტირილის ნაცვლად.
• არ ვისვენებთ.
• საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ ცოტაც მოვითმინოთ, ნაცვლად იმისა, რომ გავაცნობიეროთ რა ნათელი მიზნისთვის ვითმენთ ამ ყველაფერს.
• ვართ განაწყენებული, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს ვთხოვოთ ის, რაც გვჭირდება.
• ვკავდებით იმ საქმით, რომელიც არ გვიყვარს.
• ადამიანი არ არის დაინტერესებული ჩვენით და ჩვენ მაინც ვეკონტაკტებით.
• ადამიანები, ვინც თქვენს გვერდით ყველაზე მეტ დროს ატარებენ, ძირითადად, უარყოფითზე საუბრობენ.
• ვისმენთ ჭორებს.
• ბევრს და ემოციურად ვსაუბრობთ, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები.
• ვჩხუბობთ.
• ველოდებით გარემოებას, რომელიც შეცვლის ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.
• ვლანძღავთ საკუთარ თავს, განვიხილავთ უღირსად, ვთვლით წარუმატებლად და არაკომპეტენტურად.

ჩვენ ვიღებთ ძალას მაშინ როდესაც:
• ვკავდებით საყვარელი საქმით.
• ვიცნობთ ახალ ადამიანებს.
• შევიძენთ ახალ ცოდნას.
• ვმოგზაურობთ.
• გადავლახავთ შიშებს.
• მოვიძიებთ რაღაც ახალს (გონივრულს რა თქმა უნდა).
• სეირნობისას.
• ფლირტისას.
• როდესაც ხელოვნებით ვკავდებით.
• ვეკონტაქტებით სასიამოვნო აურის მქონე ადამიანებს.
• ვეკონტაკტებით მათ, ვისაც ჩვენი ჯერა და გვენდობა.
• ვკავდებით ფიზიკური ვარჯიშით (ფიტნესი, ცურვა, ცეკვა და ა.შ..).
• ვათავისუფლებთ ფიზიკურ სივრცეს (გაიხსენეთ, რა სხვანაირად გრძნობთ ახალ გარემონტებულ ოთახში თავს).
• ვათავისუფლებთ ემოცირ სივრცეს (გაიხსენეთ, რა ბედნიერებას გგვრით იმის შეგრძნება, რომ თქვენ აპატიეთ და გამოემშვიდობეთ ადამიანს).
• თქვით „არა!“, როდესაც რაიმეს გაკეთება არ გსურთ და თქვით „დიახ!“, როდესაც ამის თქმა გსურთ.
• ვაკეთებთ იმას, რისი კეთებაც გვინდა და გვსიამოვნებს.

წყარო: http://geoastro.ge/

ნანახია:(1098)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას შეხედო მომავლიდან – ძალიან მაგარია

რამდენად ხშირად გიფიქრიათ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება 1 წლის შემდეგ? დაა.. 5 წლის შემდეგ? რამდენად ცხადად ხედავთ თქვენს თავს, თქვენს


თქვენ ყოველთვის შეუფასებელი იქნებით მათთვის, ვისაც ნამდვილად უყვარხართ.

ფსიქოლოგმა სემინარის დაწყებამდე, სტუდენტების თვალწინ ჯიბიდან 100 დოლარიანი კუპიურა ამოიღო და ყველას დასანახავად მაღლა ასწია. დარბაზში 200-მდე სტუდენტი იჯდა. პროფესორმა


„თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ!. აღიარეთ ეს სამყაროს წინაშე.»

ბედნიერებას ბევრი ფორმა თუ სახე შეუძლია მიიღოს. მაგალითად, ის შეიძლება მოვიდეს პურის, ერთი ჭიქა წყლის, ყავის, ლუდის, რამდენიმე ლიტრი ბენზინის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<