როდის გვეხმარება სამყარო ოცნებების ახდენაში? | Jolo.ge


როდის გვეხმარება სამყარო ოცნებების ახდენაში?

როდის გვეხმარება სამყარო ოცნებების ახდენაში?

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, ‘’როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში’’. მაგრამ  ყველასთან ყოველთვის როდი ხდება ასე.  რადგან ყველამ არ იცის როგორ….

იმისათვის რომ სამყარო დაგეხმაროთ ოცნებების ასრულებაში, თქვენ უნდა იცოდეთ მხოლოდ სამი რამ, სად იმალება ჩვენი ცხოვრების მთავარი ქვაკუთხედი და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ სამყარო ჩვენც ‘’დაგვეხმაროს’’ სასურველის მიღებაში.

პირველი და ყველაზე მთავარი. უნდა იცოდეთ რომ სამყარო, ჯაჭვურობის პრინციპს ეფუძნება და ყველამ, ვინც ეს უკვე გააცნობიერა, 80% -ით უკვე ფლობს სასურველს, 20%-ში კი მცირე პერიოდით ელოდება. იცით რატომ? მათ იციან ე.წ. ჯადოსნური ფორმულა, რომელიც ასე გამოიყურება:

1. იყო

2. იმოქმედო

3. გქონდეს

1. იყოპირველ რიგში გახდით ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ იქნებოდით

მაგალითად, გსურთ იყოთ პატივცემული და წარმატებული ადამიანი? ეცადეთ წინასწარ გამოიყურებოდეთ ისე, როგორც წარმატებული ადამიანები არიან, გახდით მათსავით მამაცები, გამოიმუშავეთ წარმატებისთვის საჭირო უნარები, წაიკითხეთ იგივე წიგნები, დახვეწეთ სხეულის ენა და საუბრის კულტურა. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ეცადეთ განიცადოთ შინაგანი ტრანსფორმაცია და გჯეროდეთ იმ ადამიანის, ვინც გინდათ რომ მომავალში იყოთ. 

2. იმოქმედოსამყაროსგან გამოგზავნილი შესაძლებლობები აუცილებლად გამოიყენეთ როგორც კი პირველ საფეხურს წარმატებით გადალახავთ, ანუ როგორც კი წინასწარ მოერგებით თქვენ სურვილებს და  მზად იქნებით ახალი სვლების გასაკეთებლად, სამყარო ოცნების ასრულების სხვა დასხვა გზებს  ანუ ‘’მოქმედების’’ შანსებსგამოგიგზავნით. რადგან ყოველთვის ხდება ის რაც დავიმსახურეთ და რისთვისაც მზად ვართ. რაც იმას ნიშნავს რომ, სასწარფოდ უნდა იმოქმედოთ! რათა საბოლოო ჯამში მიაღწიოთ სასურველს, გახდეთ ახალი ადამიანი და ფლობდეთ მას, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით.

3. ‘’გქონდეს’’— ანუ როგორც უკვე ავღნიშნეთ, მიიღოთ ის რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდით და იყოთ მადლიერი ყველაფრით რაც გაქვთ.

ახლა უკვე თქვენ იცით, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. როგორც ბრაიან თრეისი ამბობს, რომ ‘’თქვენ ხართ ცოცხალი მაგნიტი, თქვენივე აზრებით ცხოვრებაში იზიდავთ ადამიანებს, სიატუაციებს თუ გარემოებებს. ცნობიერებაში, როგორი აზრებიც გაქვთ, ადრე თუ გვიან თქვენს ცხოვრებაში მსგავსი რამ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას და ოცნებების ყველაზე ლამაზი გზით ახდენას!

ავტორი: მარიამ შარიქაძე

 

 

 

ნანახია:(1265)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

10 რამ რაც აუცილებლად უნდა იცოდე 20 წლის ასაკში

ამერიკელმა ბიზნეს-ტრენერმა ჟულიენ სმიტმა მოახდინა 20 უბრალო და ღირებული რჩევების ფორმულირება ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს წარმატებით შეეჭიდოს უფროსების ცხოვრებას. 1.სამყარო ცდილობს


იმოგზაურე საკუთარ თავთან და მიიღე კითხვებზე პასუხები

უკვე რამდენიმე წელია რაც მანდალას, ყოველდღე ან დღეგამოშვებით პატარა ბლოკნოტში ვხატავ. 📕📚🎨🖌🏵მოგზაურობის დროს ეს ბლოკნოტი სულ თან დამაქვს და როგორც ბავშვობაში,


5 ნაბიჯი სასურველი ცხოვრებისთვის

ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს მიაღწიოს ცხოვრებაში რამეს, ზოგს მეტი სურს, ზოგს — ნაკლები, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც თავად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<