როდესაც ხელის შემშლელი ბლოკებისგან ვთავისუფლდებით

აი, ასეთი შინაგანი ძალა იღვიძებს ჩვენში, როდესაც ხელის შემშლელი ბლოკებისგან და წარსულის უარყოფითი გამოცდილებისგან ვთავისუფლდებით. და რაც რჩება, ეს არის — სიმყარე და საკუთარ თავში ძალიან ძლიერი საყრდენი. შედეგად ჩვენში სიმშვიდე და ჰარმონია ისადგურებს. საკუთარ თავთან, შინ ვბრუნდებით…
მინდა ჩემი კლიენტის დღევანდელი გაცნობიერება გაგიზიაროთ, მას შემდეგ, რაც ის წარსულის მტკივნეული გამოცდილებისგან გათავისუფლდა. მან დღეს საკუთარ თავში იპოვა ძალიან დიდი ძალა, რომელიც მისი საყრდენი გახდა და აწი ყველანაირი ცხოვრებისეული სირთულიდან გამოიყვანს:
«ნებისმიერი სიტუაციიდან შემიძლია გამოვიდე. მე შემიძლია დავრჩე ტყეში და ავძვრე ხის კენწეროზე. შემიძლია ტყიდან გამოვიდე ნებისმიერი მხრიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილო-დასავლეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან…
შემიძლია ნებისმიერი გზით ვიარო და ვიყო თავდაჯერებული, არ მეშინოდეს არცერთი ბილიკის, ვიცოდე, რომ ის მიმიყვანს იქ, სადაც მინდა. მე ვიქნები მაგალითი სხვებისთვის იყვნენ თავდაჯერებულები, ძლიერები, საკუთარი რეალობის შემცვლელები, მართონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. ისინი მე მაღიარებენ, რადგან მე ვაღიარებ ჩემს თავს, როგორც ძლიერ და თავდაჯერებულ ადამიანს ჩემს ნაბიჯებში. ჩემი ნაბიჯები იმდენად სწორია, მყარი და თავდაჯერებული, რომ ისინი ბილიკზე დარჩებიან და ყველას შეუძლია გამოიყენოს საკუთარ გზაზე. მე მივდივარ მხოლოდ წინ და უკან არ გამოვიხედები, რომ შევამოწმო მათი სიმყარე. არც იმას შევხედავ ვინმე მომყვება თუ არა, ეს ჩემი საქმე არაა. მე ვიქნები ყოველთვის ჩემს საქმეში, რაც ყველაზე დიდ ჰარმონიას მანჭებს.
2018 წ. 02 მარტი.
დიდი ძალა იმალება ჩვენში და ის გადაფარულია ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებებით, იმით, რაც გვგონია, რომ შეგვემთხვა და იმით, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. ვინ იქნებოდით ამ ისტორიის გარეშე? რა ძალას იპოვიდით საკუთარ თავში?
ინდივიდუალურ სესიებზე ჩასაწერად პირადში შეგიძლიათ მომწეროთ და დაგეხმარებით ეს ძალა საკუთარ თავში თქვენც აღმოაჩინოთ, გათავისუფლდეთ წარსულის მტკივნეული გამოცდილებებისგან და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ.
სიყვარულით, თინი ბასილაია 💛
☀️
✨
ნანახია:(225)-ჯერ
Comments
Related Articles
დუალურობა სიცოცხლის არსი
თეთრი – შავი. აღმოსავლეთ – დასავლეთი ცივი – ცხელი მაღალი – დაბალი განვითარება – დეგრადირება დაბადება – სიკვდილი ყველაფრი პოლარულია.
„რამდენს იწონის ერთი ჭიქა წყალი?“
პროფესორმა თავისი ლექცია დაიწყო იმით, რომ აიღო ხელში ჭიქა, რომელშიც ესხა მცირეოდენი წყალი, ასწია ეს ჭიქა მაღლა ისე, რომ ყველას
იცი როგორ დაელოდო ბედნიერებას?
ვერასდროს წარმოიდგენდა, პრობლემა თუ გახდიდა ბედნიერს. პრობლემა გააშიშვლა ემოციებისგან და შერჩა მოვლენა. გაანთავისფლააააა… გამოეყო… განუდგა… ერთხელაც ჩამოჯდა. დახუჭუა თვალები და