როდესაც წარმატებისთვის განეწყობით, ყველა ნაბიჯი, ქმედებები, ქცევები მიგაახლოვებთ მიზნამდე … | Jolo.ge


როდესაც წარმატებისთვის განეწყობით, ყველა ნაბიჯი, ქმედებები, ქცევები მიგაახლოვებთ მიზნამდე …

როდესაც წარმატებისთვის განეწყობით, ყველა ნაბიჯი, ქმედებები, ქცევები მიგაახლოვებთ მიზნამდე …

მლოცველი შეიძლება შევადაროთ ადვოკატს, რომელიც სასამართლოში იცავს ადამიანს. მან შეიძლება გაამართლოს ეჭვმიტანილი, თუ დაამტკიცებს, რომ იგი მოტყუებისა და შეთქმულების მსხვერპლი აღმოჩნდა.

ახლა წარმოიდგინეთ, მოსამართე ხართ და გაქვთ უფლება საკუთარ თავს გამოუტანოთ განაჩენი, განიხილოთ ყველა ნეეგატიური აზრები და განწყობა. დაუმტკიცეთ საკუთარ თავს, რომ სინამდვილეში არ არსებობს არანაირი სიღარიბე, საჭიროება და წარუმატებლობა, რომ ეს ყველაფერი დაუსაბუთებელი შიში და სიცრუეა, რომლის უკანაც არაფერი დგას.

გააცნობიერეთ, რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთისულიერი ძალა და პირველმიზეზი ყოველივესი. ახლა უნდა გამოხვიდეთ გარშემომყოფთა არასასურველი შეხედულებების ტყვეობიდან და აღიაროთ, რომ რეალობას განსაზღვრავს, მხოლოდ თქვენი შინაგანი განწყობა, რომელიცგიხსნით გზას სიმდიდრისკენ, ბედნიერებისა და წარმატებისკენ.

უფლის ძალა, რომელიც თქვენშია, გიპასუხებთ აზრებზე, რომელიც მიმართული იქნება სიმდიდრისა და წარმატებისკენ, რომელიც აღიბეჭდება თქვენს ცნობიერებაში და მალევე ყველა თქვენი სურვილი ასრულდება სასწაულად უცნაური გზით, რადგან უზენაესს თავისი კანონები აქვს, რომელიც სრულებით არ ჰგავს ჩვენს მიწიერ კანონებს.

როდესაც წარმატებისთვის განეწყობით, ყველა ნაბიჯი, ქმედებები, ქცევები მიგაახლოვებთ მიზნამდე.

თქვენ ხართ მოსამართლე, რომელმაც უტყუარი ფაქტებით დაამტკიცა საკუთარი ბედნიერება და ამ მეთოდით აიძულა გონება ემუშავა მასზე. თქვენ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეთ შიშს, ცრურწმენას და ეს განაჩენი სისრულეში მოიყვანეთ. მაგრამ შიშისაგან სრული განთავისუფლება არ შეიძლება და ეს კარგიცაა. რადგან ისმიგვანიშნებს მოქმედების ან თავსეკავებისაკენ, რათა ვირწმუნოთ ღმერთი და სიკეთე.

დაიზეპირეთ და ყოველდღე გაიმეორეთ შემდეგი ლოცვა:

„უფალი არის წყარო ჩემი სიუხვის და კეთილდღეობის, უფალი მმადლის სიუხვეს და მფარველობს ჩემს ცხოვრებას, ამიტომ სიმდიდრე მოედინება ჩემსკენ, მე ვიცი, რომ უზენაესს ვუყვარვარ და მაფასებს, ამიტომ ძალებ დაუზოგავად ვემსახურები მას, გმადლობ მამაო ჩემო ზეციერო, ყველა შენი კურთხევისა და საოცარი ნიჭთთათვის, რომელსაც მჩუქნი.“

ჟოზეფ მერფი

ნანახია:(1997)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ადამიანებს ავიწყდებათ რა ტკივილი გადაიტანეს, როცა დაუფიქრებლად იმოქმედეს და ილაპარაკეს

ადამიანებმა სინამდვილეში არ იციან რა არის მათთვის კარგი. მათი ყველა გაუაზრებელი სურვილი და ქმედება კრახით მთავრდება. მერე იწყება წამება, დარდი,


რეჟისორი — იყავით თქვენი ფილმის შემოქმედი …

ნუ იცხოვრებ ყველას მიერ განვლილი ცხოვრებით — ტრადიციული, სტანდარტული… დაწერე შენი წარმატების ისტორია, როგორ გაუმკლავდი და მოკვეთე თავი წარუმატებლობის გველეშაპს,


მთავარი ისაა, რა ხდება თქვენს ცნობიერებაში…

ერთხელ გოგონამ მამას შესჩივლა, რომ მისი ცხოვრება ძალიან რთული იყო და არც კი იცოდა როგორ გამკლავებოდა. მოაგვარებდა ერთ პრობლემას და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<