როდესაც რაღაც არ გამოდის …

by admin | Июль 7, 2018 01:13

როდესაც რაღაც არ გამოდის, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ
მიდგომა,
გზა,
არჩევანი,
აზროვნება,
ხედვა,
რაკურსი,
დამოკიდებულება,
ქმედება…

და აუცილებლად შეიცვლება შედეგიც 🙂

აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ არაფერი არ შეცვალოთ და შედეგის არქონა დააბრალოთ:
ერს,
ბერს,
მშობლებს,
აღზრდას,
მთავრობას,
მხედრობას,
მეზობლებს,
ცოლებს,
ქმრებს,
დედამთილებს….

და შედეგად მიიღებთ კვლავ იმედგაცრუებას.
რადგან…
სანამ «ვიღაცის» ბრალია, ის რაც თქვენ არ გამოგდით — თქვენს პოზას «მსხვერპლი სირაქლემას» პოზა ქვია…. ეს მისტიურად დათარსული პოზაა…
ასე რომ ამოყავით თავი იქიდან სადაც გაქვთ ჩარგული,
პირადობის მოწმობაში გადაამოწმეთ — ხომ ნამდვილად სრულწლოვანი ხართ?
და თუ პასუხი დადებითია, გამართეთ მხრები, მოიკრიბეთ სიმამაცე და პასუხისმგებლობის ცხელი ჰაერი ენერგიულად ჩაისუნთქეთ“.

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(191)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/rodesac-ragac-ar-gamodis/