‘’როდესაც მოსწავლე მზადაა, მასწავლებელიც ჩნდება’’  | Jolo.ge


‘’როდესაც მოსწავლე მზადაა, მასწავლებელიც ჩნდება’’ 

‘’როდესაც მოსწავლე მზადაა, მასწავლებელიც ჩნდება’’ 

ყოველთვის მიპოვია ჩემში საიდანღაც ძალა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი.

დღეს, აი ეს ნაბიჯი, ეს განაცხადი, ეს გამოწვევა ამის დასტურია.

🙏მადლობა იმ რაღაც დიდს და უკიდეგანოს, რაც ჩემი ეგოს, ჩემი განპირობებული გონების მიღმა არსებობს. რაღაც ამოუცნობ უდიდეს ძალას, რომელიც ადამიანში მაშინვე ამოქმედდება ხოლმე, როგორც კი რაღაც დიდ განსაცდელში აღმოვჩნდებით და გვგონია რომ მეტი აღარ შეგვიძლია.

ალბათ თქვენც დაკვირვებიხართ, როგორ აძლიერებს და აძლებინებს ადამიანს შინაგანი უხილავი ენერგია, უფალი, სამყარო.
ეს ნათელი მაგალითია იმის, რომ ჩვენში არსებობს უდიდესი ძალა-ენერგია, რომელსაც ხშირ შეთხვევაში ვერ ვაცნობიერებთ.

წარმოსახვითაც ვერ ვატევთ ჩვენს პატარა ცნობიერში, ან საერთოდ წარმოდგენაც არ გვაქვს რასთან გვაქვს საქმე.

რა უშლის ხელს ჩვენს მიზანსწრაფულობას, სიხარულის და ბედნიერების გაბედულად შეგრძნებას, სილამაზით ტკბობას, გულში სიმსუბუქის შეგრძნებას? — ნაგროვები ტკივილი, წყენა, იმედგაცრუება და წარსულის ნეგატიური მოგონებები, რომელიც თითქოს უკვე დავივიწყეთ და გულს აღარ ხვდება- ვაჯერებთ და ვეჭიდავებით ამ ფრაზით საკუთარ თავს. მაგრამ…….

დრო გადის, აგროვებ ამდენ ნეგატივს, ივსები შინაგანი ბლოკებით და ხვდები რომ უკვე ძალიან ცუდად ხარ…

•უბრალოდ ისეთი სიხარულით ვეღარ გიხარია;
•ისეთი სიყვარულით ვეღარ გიყვარს;
•ისეთ აღფრთოვანებას ვეღარ განიცდი;
•ისეთი მადლიერიც უკვე აღარაფერზე ხარ ( და თან ფიქრობ, რომ უბრალოდ იზრდები, ასაკი გემატება და ეს მხოლოდ ამის ბრალია…)

🌲🎉მოდის ახალი წელი, შობა, პირველი თოვლი და გინდა ბავშვივით გულწრფელად იზეიმო, გიხაროდეს ისე, რომ სადღაც შენი გულის კუნჭულში რაღაც ნაწილი არ ტიროდეს.

გინდა გიხაროდეს მთელი სხეულით მაგრამ რატომღაც სხეულიც არ მოგყვება… რა ქნას, ის ჩვენი ტკივილით და წყენებით დატვირთულია…

2019 წელი ნელ-ნელა იწურება. სრულდება. დარწმუნებული ვარ ბევრი პოზიტიური რამ გაქვს მოსაყოლი და გასახსენებელი საკუთარ თავთან და ბევრი რამ ისეთი რამ, რაც კარგი იქნებოდა არ მომხდარიყო.

🙏მე ვაცნობიერებ და ვცნობ ყველაფერ ზედმეტს და უსარგებლოს ჩემში და ჩემს ცხოვრებაში და ვტოვებ მას 2019 ში.

😍ვთავისუფლდები ყველაფერი ზედმეტისგან! და 2020-ს ვხვდები თავისუფალი, ღია გულით, მსუბუქი, ბედნიერი, ლაღი, მადლიერი იმ ყველაფრით რაც მაქვს და რაც კარგი მომიტანა ამ წელიწადმა.
ეს დიიიიდიიი შვებააა! ძააალიან ძლიერი შეგრძნება!😍

დაეხმარეთ თქვენს თავს ‘’განახლდეთ’’ და გათავისუფლდეთ, ვის რა გზებითაც გნებავთ და შეხვდით ახალი ფურცლით დამდეგ შობა-ახალ წელს. 💖მე კი დიდი სიხარულით, უდიდესი შემართებით და სიყვარულით გეპატიჟებით საკუთარ თავზე სამუშაოდ ჩემთან ინდივიდუალურ სესიებზე, ბაირონ ქეითის ‘’სამუშაო’’ ინსტრუმენტის გამოყენებით.

💖მხოლოდ სიყვარული კურნავს მე მწამს და მჯერა და სწორედ ამ სიყვარულის ვიბრაციებით გეპატიჟებით, ერთად ვიმუშაოთ ზედმეტისგან გათავისუფლებაში!ეს ჩვენს ხელშია!💪💪💪ჩვენ ეს შეგვიძლია!😍😍😍

💚ეს პოსტი მათ ვისაც რაღაცის სურვილის ეტაპები უკვე გაიარა და აქვს უდიდესი შინაგანი მოთხოვნილება იმუშაოს საკუთარ თავზე არა ერთჯერადად, არამედ მთელი ერთი თვე ინსტენსიურად. ( პ.ს სასიამოვნო სიურპრიზი მაქვს🎁 )

💚ეს პოსტი მათ, ვინც იცის საკუთარ თავზე მუშაობით მიღებული შედეგი სიტკბოება.

💚მათთვის ვისაც სურს ზედმეტი ტვირთის, წყენის, ტკივილის, იმედგაცრუებებისგან გათავისუფლება.

💚ეს პოსტი მათთვის, ვინც აძლევს საკუთარ თავს უფლებას იყოს მშვიდი, ბედნიერი და თავისუფალი და გაბედულად უყვარდეს საკუთარი თავი.
💖💖💖💖👇👇👇
‘’როდესაც მოსწავლე მზადაა, მასწავლებელიც ჩნდება’’ 😍როდესაც არის მზაობა, აუცილებლად იზიდავ მას!🎯💖 მიყვარს ეს ფრაზები

და რა თქმა უნდა,

მე თქვენ მიყვარხართ!
💫 დეტალები პირადში  👉  Mariam Sharikadze

ჩემო ძვირფასებო განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ხშირად მწერდით ჩემთან სესიების შესახებ  

სწორედ თქვენ ხართ უდიდესი სტიმული და მოტივაცია!😍🙏

🌺💖გაუზიარეთ ეს პოსტი მათ, ვისთვისაც შეიძლება ყველაზე დროულია.😍😍😍

მარიამ შარიქაძე

 

ნანახია:(615)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იმისათვის, რომ მიიღო ის, რისი მიღებაც გულით გსურს…

იმისათვის, რომ მიიღო ის, რისი მიღებაც გულით გსურს, მიმართე ყველაზე უმარტივეს გზას: დაეხმარე სხვა ადამიანებს მიიღონ ის, რისი მიღებაც მათ


როგორ შევინარჩუნოთ ენერგია — რა გვართმევს და რა გვაძლევს მას?

ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად უმიზნოდ და უმისამართოდ კარგავენ ენერგიას. ძალიან ხშირად ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ამა თუ


რატომ უნდა დავისახოთ მიზანი?

1979 წელს, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩაატარეს გამოკითხვა, სტუდენტებს შემდეგი ხასიათის შეკითხვა დაუსვეს: — ისახავთ თუ არა, წერილობით გაფორმებულ, კონკრეტულ მიზნებს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<