„როდესაც გონება სუფთაა, რეალობას არ ეკამათება და მას იღებს“… | Jolo.ge


„როდესაც გონება სუფთაა, რეალობას არ ეკამათება და მას იღებს“…

„როდესაც გონება სუფთაა, რეალობას არ ეკამათება და მას იღებს“…

გერმანიიდან თურქეთში რომ მივფრინავდი, ჩემი ფრენა პრაღის გავლით იყო და აეროპორტში 23 საათით მიწევდა გაჩერება, რაც არაჩვეულებრივი საშუალება იყო ჩემთვის ახალი ქვეყნის და ახალი ქალაქის დასათვალიერებლად 

დილით ქალაქში გასვლამდე, ვიფიქრე პრაღასთან პირველად შესახვედრად ცოტას გავიპრანჭებითქო… ვინაიდან პირადი ნივთები ჩემოდანში მქონდა და ჩემოდანი უკვე თურქეთის გზაზე იყო, მივაკითხე დუტი ფრის. ჩემთან კონსულტანტი მოვიდა და დახმარება შემომთავაზა, აიღო ტონალური, რომელზეც ხელით ვანიშნე. როგორც აღმოჩნდა ტონალურს თავსახური არ ჰქონდა კარგად დაფარებული და მთელი ტონალური ფანტანივით გადმოიფრქვა მის ტანსაცმელზე და ჩემს კაბაზე.

ზუსტად ერთ წამში ვხედავ, რომ კაბა დასვრილი მაქვს (ჩემოდანთან წვდომა უკვე აღარ მაქვს), ჩემი ტელეფონი და საათი ტონალურში ბანაობს 😆😆 ბოტასებიც ტონალურით დასვრილია… და ჩემდა გასაკვირად ვარ მშვიდი 😆😆 მე არ ვიცი და დღემდე ვერ ვხსნი საიდან მოვიდა ეს სიმშვიდე ჩემთან…

ადრე, ასეთ დროს ძალიან იმპულსური ვიქნებოდი, ვიჩხუბებიდი, გავბრაზდებოდი, ხასიათი გამიფუჭდებოდა, ვიწუწუნებდი, ასე დასვრილი ქალაქში როგორ გავიდეთქო, სეირნობის და პრაღის დათვალიერების ხალისი სულ დამეკარგებოდა, რეალობას დავუწყებდი კამათს, ასე არ უნდა მომხდარიყოთქო, მთელი დღე იმის ფიქრში ვიქნებოდი, რა კარგი იქნებოდა საერთოდ დუტი ფრიში არ შევსულიყავი და პირდაპირ ქალაქში გავსულიყავითქო და მოკლედ ასე ნირ წამხდარი ვიქნებოდი მთელი დღე…

მაგრამ, ჩემდა გასაკვირად ისე მარტივად მივიღე ეს რეალობა, საერთოდ არც კი განმიცდია და პირიქით შიგნიდან ძალიან მსიამოვნებდა და მეამაყებოდა ასეთი სიმშვიდე და ჰარმონია, თან ძალიან მიკვირდა და ვერ ვხსნიდი რატომ ვიყავი ასეთი მშვიდი. კონსულტანტს, ძალიან მშვიდად ავუხსენი, რომ დავზარალდი და ვკითხე ასეთ დროს მათი კომპანია როგორ იქცევა ხოლმე. ის წავიდა მენეჯერთან, განიხილეს ჩემი სიტუაცია და კომპენსაციის სახით შემომთავაზეს ერთი ჩემთვის სასურველი პროდუქტი ამერჩია  ძალიან მიყვარს Dior-ის Pure Poison და ის ავარჩიე ☀️ შემდეგ საპირფარეშოში შეძლებისდაგვარად გავსუფთავდი, ძალიან ბედნიერად გავეშურე ქალაქის დასათვალიერებლად და არაჩვეულებრივი დროც გავატარე 😍😍☀️☀️🎉🎉

ამით კი რისი თქმა მინდოდა, ბაირონ ქეითი ხშირად გვეუნება, რომ თავიდან ჩვენ ვასრულებთ «სამუშაოს», შემდეგ კი უკვე «სამუშაო» თავად «გვასრულებს» (First we’re doing The Work and then The Work is doing us.) სწორედ ამ მომენტში ჩავწვდი ამ ნათქვამის აზრს, თავიდან ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს თავზე, ნელ-ნელა სხვა შედეგებთან ერთად ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება, სადაც ადრე გავბრაზდებოდით, სტრესსში ვიქნებოდით, ნერვები მოგვეშლებოდა, ახლა ასეთ სიტუაციებს სიმშვიდით და ინტერესით ვხვდებით. როდესაც გონება სუფთაა, რეალობას არ ეკამათება და მას იღებს, ყოველთვის ჩანს საუკეთესო მოქმედება რა შეიძლება იყოს, ჩემს შემთხვევაში აზრად მომივიდა მშვიდად მეკითხა ასეთ დროს მათი კომპანია როგორ იქცევა, შედეგად კი დავსაჩუქრდი ჩემი საყვარელი სუნამოთი და ქალაქის დასათვალიერებლადაც ბედნიერად გავეშურე. ეს არის «სამუშაოს» და საკუთარ თავზე მუშაობის ძალა 😍😍☀️☀️🌈🌈

მიხარია, რომ შემიძლია «სამუშაო» თქვენც გაგიზიაროთ საქართველოში და 3 თვის განმავლობაში ჩემი ახალი პროგრამით საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან, ცხოვრებასთან ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმაროთ ☀️☀️🌈🌈😌😌

სპეციალური შეთავაზების დასრულებამდე 2 დღეზე ნაკლები რჩება, ამიტომ იჩქარეთ და დროულად გაიარეთ რეგისტრაცია:

რეგისტრაციის გავლა ⬇️

http://bit.ly/shenstavtanharmoniashi

პროგრამის პრეზენტაცია ⬇️

http://bit.ly/programisprezentacia

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მათ, ვისაც იცით რომ სჭირდებათ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა ☀️😌☀️😌☀️

სიყვარულით, თინი 💛☀️

ნანახია:(213)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

იდეალური ურთიერთობების დამყარება როგორც მამაკაცებთან ასევე საკუთარ თავთან

კურსის მიზანია : დაეხმაროს ქალბატონებს მამაკაცებთან იდეალური ურთიერთობების დამყარებაში ვისთვისაა ტრენინგი? მანდილოსნები რომლებსაც სურთ: . ურთიერთობის გაუმჯობესება მამაკაცთან; . ოჯახის


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

გადადით ცხოვრების ახალ, წარმატებულ ეტაპზე

ცხოვრება — ეს დაუსრულებელი განმეორებების ციკლია! იმას რასაც ვერ ვხვდებით პირველად, შეგვემთხვევა ისევ და ისევ. მეორედ, მესამედ… შემთხვევები უფრო და


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

დღეს 20:00 საათზე — გაუზიარეთ მეგობრებს ეს ინფორმაცია

დღეს, 21 ოქტომბერს, საღამოს, თბილისის დროით 20:00-ზე, ფსიქოლოგი თინი ბასილაია Facebook Live-ის მეშვეობით ისაუბრებს თემაზე: «სად არის თავისუფლება». გაუზიარეთ ეს


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*