«როდესაც აზრი ხდება ცხოვრების ნაწილი ის ცვლის თქვენ ცხოვრებას»… | Jolo.ge


«როდესაც აზრი ხდება ცხოვრების ნაწილი ის ცვლის თქვენ ცხოვრებას»…

«როდესაც აზრი ხდება ცხოვრების ნაწილი ის ცვლის თქვენ ცხოვრებას»…

დღევანდელი პოსტი ეხება მათ ვისაც ეზარება და ჯერ არ დაუწყია საკუთარი გონებისთვის დღეში 15 წუთის დათმობა.

ჩვენ ყველანი ვართ სულები და ჩვენი ინსტრუმენტებია გონება და ფიზიკური სხეული(ტანი), ასე ფიქრი ჩვენთვის აუცილებელია, რადგან თუ ტანს და გონებას ინსტრუმენტებად აღვიქვამთ, მათი მართვა შესაძლებელია.

გონებამ რომ კარგად იმუშაოს აუცილებელია მშვიდი სხეული, «აღშფოთებული სხეული» ხელს უწყობს ნეგატიური აზრების წარმოქმნას, რაც უფრო დაწყნარებულია სხეული მით მშვიდია გონება და პოზიტიურია აზრები. სხეულს აწყნარებს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, სიარული, ცეკვა, თამაში, ძილი. მაგრამ საუკეთესო საშუალებაა დუმილი, გაუნძრევლად ჯდომა 15-30 წუთი, ამ დროს გონება საუკეთესოდ მუშაობს, სხეული ისვენებს, წყნარდება, სისხლის მიმოქცევა იდეალურია. მასტერ გასაღების პირველი სავარჯიშო ზუსტად ამისთვისაა. თუ თქვენ დააწყნარებთ სხეულს ეს ნელ-ნელა დააწყნარებს თქვენ გონებას, ფსიქიკას.

როგორც ფიზიკურ სხეულს(ტანს) სჭირდება მოვლა-სიყვარული, ვარჯიში, კვება, დასვენება, ასევე სჭირდება გონებასაც. გონების კვება ახალი ინფორმაციის მიღებაა, ადამიანი ასეა მოწყობილი, რომ მიმართულია ზრდაზე-განვითარებაზე და ამიტომ სულ უნდა მიიღოს ინფორმაცია სამყაროდან.

დააკვირდით, რა ინფორმაციას იღებთ დღის განმავლობაში.

გადახედეთ, რა ინფორმაციას აზიარებთ.

რა ფიქრებიც თქვენს გონებაში მოძრაობენ, ისეთივეა თქვენი ცხოვრებაც, ჩვენ ჩვენი ფიქრებით ვქმნით ჩვენ გარემოს. დაუკვირდით თქვენს ცხოვრებას და გამორიცხეთ ნეგატიური ინფორმაციის გამტარობა, იმიტომ რომ როდესაც ნეგატიურს აზიარებთ ავტომატურად ეს ნეგატივი თქვენშიც რჩება. ეს ყველაფერი უკეთ რომ გაიაზროთ, უნდა იფიქროთ როგორც სულმა, თქვენი “მე” სულიერი არსებაა, თქვენ სულიერი არსებები ხართ და გაქვთ ინსტრუმენტები გონება და ტანი. თუ ასე იფიქრებთ ეს შესაძლებლობას მოგცემთ მართოთ თქვენი ტანი, ემოციები და ენერგია ტანის(ფიზიკური სხეული) დონეზე, ხოლო ფიქრები-ცნობიერი გონება, ქვეცნობიერი გონება და ინტუიცია გონების დონეზე…

☀️ თქვენ მართავთ თქვენს ტანს და გონებას — ამ აზრზე რაც მალე დაიწყებთ ფიქრს, მით უფრო მალე გახდება ის თქვენი ცხოვრების ნაწილი და როდესაც აზრი ხდება ცხოვრების ნაწილი ის ცვლის თქვენ ცხოვრებას, თქვენ შეძლებთ ყველაფრის მართვას 

სიყვარულს, სიხარულს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და შემოსავალს გისურვებთ ❤️❤️❤️

შოთა ხიხაძე

☀️უფასო☀️დისტანციური☀️პიროვნული და სულიერი განვითარების შემსწავლელი კურსი☀️

ნანახია:(681)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მინდა ფროიდზე დაყრდნობით გაგიადვილოთ ცხოვრება“ — ნათია ფანჯიკიძე

კოელიომ თქვა, ფროიდმა ადამიანებს ბრალეულობის გრძნობა ჩამორეცხა და უმანკოება აჩუქა, ყველაფერი გლახა და ხიხია, რაც გახასიათებთ, მშობლებს შეგიძლიათ დააბრალოთო.  ხოდა,


უნიკალური აუდიო წიგნები უსინათლო და მხედველი ბავშვებისთვის

«რწყილი და ჭიანჭველა», «სალამურა»‘, ,»ნაცარქექია», «მუჭანახევარა» და ქართული იგავ–არაკები… 1968–90 წლებში მაგნიტურ ლენტებზე ჩაწერილი ზღაპრები, რომლის სიდი ვერსია, სულ მალე


ვან გოგი — გზა ღვთისმსახურებიდან მხატვრობამდე

ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს. ექვს და-ძმაში ყველაზე უფროსს მის გაჩენამდე ერთი წლით ადრე დაბადებული და რამდენიმე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<