როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ნამდვილად მთელი სამყარო გვეხმარება და მხარს გვიჭერს | Jolo.ge


როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ნამდვილად მთელი სამყარო გვეხმარება და მხარს გვიჭერს

როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ნამდვილად მთელი სამყარო გვეხმარება და მხარს გვიჭერს

ცხოვრებაში პირველად ვმოგზაურობ რუგზაკით, დიდი ჩემოდნის გარეშე, სადაც არ უნდა წავიდე, თუნდაც ორი დღით, უზარმაზარი ჩემოდანი მიმაქვს ტანსაცმელებით და ნივთებით სავსე, რომლის ნახევარზე მეტსაც რა თქმა უნდა არ ვიყენებ ხოლმე, ახლა კი მხოლოდ რუგზაკი და წინ დიდი თავგადასავლები, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა… რუგზაკით იმიტომ ვმოგზაურობ, რომ რამდენიმე დღეში შევუდგებით წმინდა იაკობის გზას, ე.წ. El Camino De Santiago  პილიგრიმთა გზას ესპანეთში, რომელსაც ძალიან ძლიერი სულიერი დატვირთვა აქვს და საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება. დღეში მინიმუმ 30 კმ-ს გავივლით ფეხით.

წმინდა იაკობის გზის გავლის შემდეგ ორი დღე ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებშიც ვიმოგზაურებთ და შემდეგ ისევ ლისაბონში ვბრუნდები ძალიან, ძალიან მაგარ ღონისძიებაზე — WebSummit 2017 სპიკერების და მონაწილეების ჩამონათვალს რომ ვუყურებ ცოტა საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ ხოლმე, რომ აქ შევხვდები და მოვუსმენ ისეთ ადამიანებს, როგორიცაა მაგალითად booking.com-ის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, Business Insider-ის დამაარსებელი, Microsoft-ის პრეზიდენტი, Facebook-ის წარმომადგენლები და თამანშრომლები, Google-ის პრეზიდენტი, Vogue-ის საერთაშორისო რედაქტორი, Tumblr-ის შემქმნელი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ოლიმპიური ჩემპიონები, ავსტრონავტები, რობოტები და ა.შ. და ა.შ. მიხარია, რომ მათ შევხვდები, მოვუსმენ და მათგან ბევრს გავიგებ, შევიმეცნებ და მჯერა ეს ყველაფერი ძალიან შთამაგონებელი იქნება რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებსაც და ამ ვიბრაციებს გამოგიგზავნით.

ხვალ არწიომიც ჩამოდის და ძალიან, ძალიან მიხარია. ბოლოს ერთმანეთი 14 აგვისტოს ვნახეთ .

მიხარია, რომ ჩემს თავზე და ჩემს ცხოვრებაზე თავად ავიღე პასუხისმგრბლობა და მას თავად ვქმნი, ეს დიდი გამოწვევა, საკმაოდ რთული გზაა, მაგრამ ღირს ამად, რადგან დიდი ბედნიერებაა იყო შენი ცხოვრების შემოქმედი და სამყაროსგან მხარდაჭერას, ზრუნვას ყოველთვის გრძნობდე ამ გზაზე მჯერა ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება თავად შევქმნათ, მივენდოთ საკუთარ თავს, ჩვენს გულს, მოვუსმინოთ, მივყვეთ და საოცარი, ულამაზესი ცხოვრება შევქმნათ. ამის შინაგანი ძალა ჩვენში არის და ის იღვიძებს მაშინ, როდესაც ამის სურვილს გამოვხატავთ, მზად ვართ და ჩვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. გისურვებთ ამ შინაგანი ძალის პოვნას თქვენში და თქვენი ოცნების ცხოვრების შექმნას, თქვენ ეს შეგიძლიათ და როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ნამდვილად მთელი სამყარო გვეხმარება და მხარს გვიჭერს .

გიგზავნით სიხარულის, ბედნიერების, ჰარმონიის და სიყვარულის  ვიბრაციებს.

სიყვარულით, თინათინ ბასილაია

 

ნანახია:(205)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
თინათინ ბასილაია

Related Articles

„იმოქმედე ან მოკვდი”- შუალედური მდგომარეობა არ არსებობს

„ბრძოლა, — ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ბუნება აიძულებს ადამიანს სრულყოს საკუთარი თავი, განვითარდეს და გახდეს უფრო ძლიერი. დაბადებიდან


„ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორიც არის ჩვენი თვითშეფასება!“

„ცხოვრების შეცვლას დიდი ფილოსოფია და თავის მტვრევა კი არა, თვითშეფასების ამაღლება სჭირდება… ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორიცაა ჩვენი თვითშეფასება!“ — ამბობს


გააძლიერეთ თქვენში „მე“-ს განცდა

რამანა მაჰარში ამბობს, საკუთარი თავის შემეცნება იგივეა, რაც ნიანგს ზურგზე შემოაჯდე და მდინარის გადაცურვას შეეცადოო. „ვინ ვარ მე?“ — ეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<