„როცა თავის შეცოდებას, თვითგვემას მოეშვები, შენთვის ახალი სამყარო გადაიშლება“… | Jolo.ge


„როცა თავის შეცოდებას, თვითგვემას მოეშვები, შენთვის ახალი სამყარო გადაიშლება“…

„როცა თავის შეცოდებას, თვითგვემას მოეშვები, შენთვის ახალი სამყარო გადაიშლება“…

საოცარია! ამ სამყაროში რაღაც კანონზომიერებით როგორ ლაგდება ქაოსი. თითქოს უხილავი შემოქმედი ერთი ფუნჯის მოსმით ამყარებს წესრიგს, აცოცხლებს მიძინებულ, გახუნებულ სამყაროს?

ყოველ დამსხვრეულ ბორკილზე შენ თავს პოულობ და ხვდები, რომ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა თურმე შეგძლებია!
არც თეთრი ყვავობაა სირცხვილის ლაქა… და ჰარმონია, რომელიც შენში იკიდებს ფეხს ახალი ჰაერივით ავსებს შენს ფილტვებს და ხვდები რომ შენ უკვე აღარ ხარ მტვერი, რომელსაც ადვილად გადაწმენდენ.
იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა გინდა ეს სხვისგანაც გაიგო, იმიტომ რომ ხანდახან შენში ვერ პოულობ საკმარის ძალას საკუთარ თავს ენდო…
ძალას, რომელიც გგონია ცხოვრება ყოველ დაბრკოლებაზე გაცლის, თუმცა ამაოდ. ყოველი დაბრკოლება გაძლიერებს და საბოლოოდ ხდები ის ვინც გიდოდა რომ ყოფილიყავი??
როდესაც გეყოფა ძალა შენი ცხოვრების ”ჩახვეულ კასეტა”-ს გადააბიჯო და ახლიდან დაიწყო ყველაფერი, როცა თავის შეცოდებას, თვითგვემას მოეშვები, შენთვის ახალი სამყარო გადაიშლება და მიხვდები, რომ შენი ცხოვრების ფერმწერი შენ ხარ, და ისეთი იქნება ის როგორადაც შენ დაინახავ!??????????სიყვარულით… სილამაზით და სიხარულით სავსე დღეს გისურვებთ მეგობრებო

სალომე გოგეშვილი

%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%90

ნანახია:(2476)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„უნდა იბრძოლო მაშინ როდესაც, არაფრის იმედი აღარ გაქვს“ — სალომე გოგეშვილი

 უნდა იბრძოლო მაშინ როდესაც, არაფრის იმედი აღარ გაქვს   უნდა გაამხნევო და დაეხმარო მაშინ, როცა თავად გჭირდება განმხევება და დახმარება….  გულში


„…მაშინ როცა გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა“ …

…მაშინ როცა გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში… ცდებით! თქვენ გაქვთ ცხოვრება რომლის შეცვლა თქვენი ფიქრებით შეგიძლიათ……  ჩემს ირგვლივ არიან


იზრუნეთ…. გაათბეთ… მოეფერეთ… ჩაეხუტეთ

გამონახეთ მეტი დრო ერთმანეთისთვის აგრძნობინეთ ადამიანებს რომ მარტო არ არიან, შეიძლება სწორედ ახლა სჭირდება ვიღაცას თქვენი ყურადღება იზრუნეთ…. გაათბეთ… მოეფერეთ…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*