როცა გადაწყვეტ იარო სინათლისკენ, ყველაზე მეტად მაშინ შეგაშინებს სიბნელე… | Jolo.ge


როცა გადაწყვეტ იარო სინათლისკენ, ყველაზე მეტად მაშინ შეგაშინებს სიბნელე…

როცა გადაწყვეტ იარო სინათლისკენ, ყველაზე მეტად მაშინ შეგაშინებს სიბნელე…

როცა გადაწყვეტ იარო სინათლისკენ, ყველაზე მეტად მაშინ შეგაშინებს სიბნელე;

გათენება დაღამება გეგონება და აისი — დაისად მოგეჩვენება;

შიში შეგიბორკავს ფეხებს და სხეული შენი ქვასავით მძიმე გახდება.

მიუხედავად შიშისა, შენ უნდა აფრინდე…

აფრინდე და გაფრინდე სინათლისკენ,

როცა ფრენას ვეღარ შეძლებ, უნდა ირბინო,

როცა სირბილს ვეღარ შეძლებ — უნდა იარო,

როცა სიარულს ვეღარ შეძლებ — უნდა იხოხო.

და ბოლოს მიაღწევ სინათლეს და შეხვალ სინათლეში.

არსებობს სინათლეში გასვლის მეორე გზაც — აავსო შენი გული იმის რწმენით, მთელი შენი სხეული გააჯერო იმის ურყევი რწმენით, რომ სინათლე თვითონ მოვა შენთან.

და ეს ასეც იქნება — სინათლე მოვა შენთან და შემოვა შენში.

წახვიდე სინათლისკენ თუ მოიყვანო სინათლე შენთან, თვითონ გადაწყვიტე.

ავტორი: რამაზ გიგაური

ნანახია:(443)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„და მაინც რა არის წარმატების საიდუმლო, როგორ გავხდეთ წარმატებული?“

რა არის მთავარი საიდუმლო წარმატებისა? ამაზე შეიძლება გაუთავებლად ვიდავოთ. წლების განმავლობაში ვიკვლევდი ამ საკითხს მთელი მონდომებით და ახლა, როცა წარმატების


საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას შეხედო მომავლიდან – ძალიან მაგარია

რამდენად ხშირად გიფიქრიათ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება 1 წლის შემდეგ? დაა.. 5 წლის შემდეგ? რამდენად ცხადად ხედავთ თქვენს თავს, თქვენს


ჯუჯა თუ გიგანტი? – არჩევანი თქვენზეა

„თქვენი რწმენა და საკუთარი თვითშეფასება, – ის თუ როგორს ხედავთ საკუთარ თავს, – განსაზღვრავს თქვენს მომავალს. განსაზღვრავს იმას, როგორი იქნებით:


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*