როცა დილა კეთილი ფიქრებით, სიმშვიდით იწყება, ყველა საქმე გამოგდის …

by admin | Апрель 14, 2019 10:18

როცა დილა სიცოცხლის სიყვარულით იწყება, დადებითი ემოციები თავისით მოდის.

როცა დილა იმედით იწყება, შენში ძალა შემოდის, რომელიც გეხმარება.

როცა დილა კეთილი ფიქრებით, სიმშვიდით იწყება, ყველა საქმე გამოგდის.

როცა დილა არეული ფიქრებით იწყება, უჟმურ ხასიათზე ხარ, შენ სურვილებს აგრესიული ფონი აქვს და დაეჭვებული მომავალს გეგმავ, ასე წინ ვერ წახვალ.

გათენდა. სინათლის სწორი აღქმა, რომ ის ნათელი კიდევ ერთი დღის საჩუქარია განგებისა, გაძლევს ძალას, რომლითაც სიხარულს მიიღებ.

სწორი აღქმა გარემოსი, სწორი აღქმა საკუთარი თავისა, ხასიათისა და დამოკიდებულებისა, გაძლევს უდიდეს შანსს იყო ბედნიერი.

ყველა შენი ფიქრი და სურვილი მატერიალიზდება გარკევეულ დროში, რომელიც ქმნის შენს მომავალს.
სხვაზე ცუდის ფიქრი, ეჭვი და აგრესია, დაბრკოლებაა მომავლის, სიყვარულის, საქმის და წარმატების.

ხარ წარმატებული, არ ნიშნავს ხარ ბედნიერი.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბედნიერება, როგორც სიყვარული და სიკეთე ნიჭია, რომელიც დროთა განმავლობაში სულს გიმშვიდებს. გინათებს.

შენ რომ ხარ და ახლა ამას კითხულობ, ბედნიერი ხარ.
თუ მიხვდები რატომ, უფრო გაბედნიერდები.

მე გისურვებთ, ყველა ჩაწვდეთ სიცოცხლის არსს და ყველა დილა მშვიდობით გაგითენდეთ.

ქინძი არ ჭამოთ, აყრუებს.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(375)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/roca-dila-ketili-fiqrebit-simshvidit-iwyeba/