როცა დედა ხარ … | Jolo.ge


როცა დედა ხარ …

როცა დედა ხარ …

როდესაც შვილს ელოდები ნელ-ნელა იწყებ მოძრაობას, თითქოს უფრთხილდები ასე, უფრო მოხდენილად დადიხარ და გინდა ყოველჯერზე უფრო გაუფრთხილდე თავს, რადგან მარტო არ ხარ, შენ სხეულში ყველაზე ძვირფასი ახალი სიცოცხლე ცხოვრობს…

მერე გულს გიჩქარებს მისი ამოზნექილი ფეხის ტერფები შიგნიდან რომ შემოგძახებს ხოლმე და გეთამაშება…

ისე გინდა მალე დაინახო,როგორი სახე აქვს,როგორია?!

გინდა მალე ჩაიხუტო და ნანატრ დღეს, შენს დაბადების დღეზე ძვირფასი დღე რომ არის მისი დაბადების დღე, გულზე იწვენ და გინდა იყვირო სიხარულით, იცინო…

შენს სხეულზე მის გულისცემას გრძნობ და ნაზად იკრავ, თითებს უკოცნი და ბედნიერების ცრემლები მოგდის..

მერე სწავლობთ ერთად ცხოვრებას…

როცა დედა ხარ მარტო შენთვის აღარ იღვიძებ, იღვიძებ მისთვის…

როცა დედა ხარ ჩაძინებულ შვილს ყოველ ღამე ისე კოცნი რომ თითქოს დიდი მოგზაურობიდან დაბრუნდა და არც ძილი გეჩქარება თუნდაც დაღლილს, მხოლოდ ეჯდე სასთუმალთან და მის სუნთქვას უსმენდე….

როცა დედა ხარ გინდა ყოველ დღე ზეიმი მოუწყო შვილს, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, მხოლოდ გაახარო და მაინც შეძლებ…

როცა დედა ხარ შვილის ნათქვამ «მიყვარხარ დეს» ვერცერთი სიტყვა შეგიცვლის ამ ქვეყნად, ვერავის ნათქვამი, რომელიც თქმულა და არც თქმულა აქამდე….

როცა დედა ხარ ხელ-ფეხის გარეშე გაცურავ შვილთან შესახვედრად…

როცა დედა ხარ შენს სახლში ანათებს მზე, რომელიც შვილია შენი 

თამარ ბოკერია

ნანახია:(311)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სხვებსაც გაუზიარეთ ეს „რეცეპტი“, — იცით, რამდენ ბავშვს გააბედნიერებთ?“

— ჩემი შვილი საშინლად ჭირვეულობს, არაფრის გაკეთებას არ მაცდის, — მეუბნება ახლობელი, — ნეტავ, რა უნდა? — ალბათ შენი სიყვარული,


როგორ აღვზარდოთ ბავშვი?! დედა ტერეზას რჩევები მშობლებს

1. ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ეუბნებით ბავშვს. ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს, სულელსა და ზარმაცს უწოდებენ. ამ სიტყვებით, შესაძლოა, დაღუპოთ ბავშვი.


15 ქართველი მხატვარი ნიუ-იორკის დიდ საგამოფენო სივრცეში

ვინ არის საქართველოდან წასული ემიგრანტი, რომელიც უცხოეთში ქართველების წარმოჩენაზე ზრუნავს და ნიუ -იუორკის პრესტიჟულ გალერეაში ნიჭიერ ქართველ ხელოვანთა გამოფენას აწყობს?


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*