როცა არ მოგწონს სარკეში ანარეკლი | Jolo.ge


როცა არ მოგწონს სარკეში ანარეკლი

როცა არ მოგწონს სარკეში ანარეკლი

გარე სამყარო ჩვენი შინაგანი პროგრამებისა სარკეა და აირეკავს ამ პროგრამებს, ადამიანების და გარემოებების მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ანარეკლით უკმაყოფილო ადამიანი მუშაობს თავთან და არა ანარეკლთან. თუ ამას დავამატებთ საკუთარ თავთან გაულწრფელობას, ვაღიარებთ საკუთარ თავთან დამოკიდებულებებს – როგორც ვექცევით თავს, ისე გვექცევიან სხვები, ისინი კი თავის მხრიდან, ჩვენში ირეკლავენ, საკუთარ ფარულ სურვილებს და წარმოდგენებს. რაც არის შინაგანად, ის არის გარშემო…ჩვენი შინაგანი სამყარო მოიზიდავს, სხვების შინაგან სამყაროს.

დააკვირდით, თუ გარემოს აფასებთ (ანარეკლი)  უარყოფითად – თავად ხართ მოწყენილი და დეპრესიული , ეს ხომ თქვენში ხდება.

თუ გარშემო კეთილი ნათელი ადამიანებია, შინგანი მდგომარეობა გაქვთ შესაბამისი.

სინამდვილეში, ყველაფრი ძალიან მარტივია! იმუშავებთ,  შინაგან პროგრამებზე? შეიცვლებიან ადამიანები, გარემოებები და შეიცვლება სრულიად სამყაროს აღქმა.

ვისთის ვწერ ამ თემას? ქალბატონებისთვის, რომ მოხდინონ გაცნობიერება – სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შეცვალონ გარემო თავისი დამოკიდებულებით. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ჩვენ ვარ საოცარი ნიჭით დაჯილდოვებული, ჩვენ ვართ ჯადოქრები! ჩვენ ვახდენთ სასწაულებს!

ვეცადე გასაგებად ამეხსნა, რომ ყველა გაკვეთილში რომელსაც მამკაცები (მეუღლე, მამა, შვილი, ძმა, გამვლელი… ) გვიტარებს ცხოვრებაში, ჩადებულია ქალურობასთან დაბრუნების, შემობრუნების აუცილებლობა. დღევანდელ რეალობაში, უმეტესობა ქალბატონებისას აქვს მამკაცური საწყისი მეტობაში და სულაც არ არის გასაკვირი,

რომ ნებისმიერი მამაკაცი „რკინის ლედის“ გვერდით წამოწვეს  ტახტზე, „დააჯდეს კისერზე“, იყოს უქნარა, დაიწყოს სმა ან თამაში ან გახდეს „მექალთანე“… როდესაც ქალი იმყოფებთ მსხვერპლის პოზიციაში, მოთქვამს რთულ და გაუსაძლის ხვედრზე, ნანობს უამრავ რამეს… ამ დროს, კაცში აღვიძებს ტირანს, რომელიც სჩადის უღირს საქციელს.

არადა, სწირედ მისი საშუალებით სამყარო ცდილობს მოიყვანოს აზრზე. მის ცხოვრებაში, „უმსგასო“ ტიპის მამკაცების არსებობით,  სამყარო ქალს ეუბნება:  “გახდი ქალი! ისწვლე თავის სიყვარული, დაიწყე სიცოცხლის დაფასება, ამ ქვეყნად არ მოსულხარ სატანჯველად! შე ხარ ქალი! სად არის, მდინარე წყლის მოქნილობა, სიბრძნე? სად არის ვნებიანი ცეცხლი? რატომ უარყოფ შენ ქალურ საწყისს? სად არის სილამაზე, სინაზე, სიმსუბუქე, სიხარული? სად არის რწმენა? აი, შენ, ეს მამაკაცი! გყავდეს! ის იქნება შენი ანტივირუსი ან „ტრენაჟორი“ :), გაწმინდავ პროგრამებს ან ივარჯიშებ მანამ, სანამ ყვავილივით არ გაშლი, არ გამოაჩენ შინაგან სილამაზეს და ქალურობას, არ განავითარებ შინაგან სიბრძნეს… შენ უნდა გეთაყვანებოდნენ, ბრწყინავდე, სითბოს და სიყვარულს ასხივებდე… გთხოვ, ისწავლე ქალურობა და გახდი ქალური!”.

მაშინ, როდესაც ქალს უჭირს გაერკვეს სამყაროს კანონებში ან არ უნდა… როდესაც, ის შორდება ან გაურბის ანარეკლს, უკეთესი ახალი ანარეკლის (მამკაცის) პოვნის იმედით… ჰოპ, საოცრებავ…. სხვა ადამიანი კი მიიღო, მაგრამ აქვს იგივე ან უფრო უარესი პრობლემები…  ჩაკეტილი წრე. რაც არ უნდა მაკრიტიკოთ, რატომ ქალები, კაცები რა, არაფერ შუაში არ არიანო? მე ყოველთვის ცხოვრების ილუზორულობას დავეყრდნობია, ჩვენი შინაგანი პროგრამების პროექიას გამოვიყენებ ფაქტად, რეალობის ანარეკლად აღქმას მივაწვები და ვიტყვი: ქალია თუ კაცი, ყველა, ცხოვრობს თავის შინაგანი პროგრამების ანარეკლში და იმის მიხედვით რამდენად დავირუსებული აქვს თუ გასუფთავებული ეს პროგრამები, იმდენად ეძლევა სასურველი ცხოვრებით ცხოვრების საშუალება. კიდევ, დავამატებ: ქალს შეუძლია შეცვალოს თავისი ანარეკლი, თუ არ მოსწონს! მაგრამ ცვლილებები დაიწყოს თავიდან. ყველაფრი რაც ქალის გარშემო ხდება იწყება ქალის შინაგანი სამყაროსგან.

ქალი – სივრცეა. ამ სივრცეს ავსებს საკუთარი თავის სიყვარულით, პატივისცემით, თავის რწმენით, მიმღებლობით.. ამის მერე, ასხივებს სხვებში და სხვაგან, რათა ანათოს და ჰქონდეს სიცოცხლის ხალისი!

გეთანხმებით, რთულია.

მტკივნეულია საკუთარი თავის შეცვლა, მაგრამ გაცილებით მტკივნეულია, იმის გააზრება, რომ არსებული დებულებებით, შეხედულებებით, დავირუსებული პროგრამებით ქალი ანგრევს საკუთარ ცხოვრებას…

რამდენადაც არ უნდა იყოს გასკვირი,  “ტკივილი” საჭიროა.

მე მივხვდი ამას, როდესაც დავიწყე აქტიური მუშაობა საკუთარ თავზე. ჩემი ზრდა და განვითარების შედეგად ნელ-ნელა შეიცვალა უკმაყოლოების გამომწვევი გარემოებები. ტკივილი ურთიერთობებში – ეს განუყოფელი თანამგზავრია ორი ზრდასრული ადმიანისთვის, რომელიც ქმნის ან აქვს ოჯახი და მუშაობს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მაქვს საკუთარი და უამრავი სხვა მაგალითები, როდესაც ქალბატონები და მამკაცები უარს ამბობენ ერთად გაზრდაზე, გაურბიან ტკივილს და ასრულებენ ურთიერთობას, ახალი ურთიერთობების იმედით, რომ სხვასთან გამოუვათ, მაგრამ ნურას უკაცრავად! თავიდან ყველაფრი მიდის გადასარევად (ეს შეყვარებულობის ხანა), მაგრამ მერე გარდაუვალად დგებ დავირუსებული პროგრამების გაწმენდის პროცესი – კამათის, გამოკიდების, გაკრიტიკების, ლანძღვის და ისევ საიდანღაც, გამოძვრება ის ტკივილი, რომელსაც წინა ურთიერთობებში გაექცა. ახლა მითხარით, აქვს თუ არა აზრი წრეზე სირბილს?

ყოველთვის, ყოველთვის დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები:

რას მასწავლის, ახლა, ეს სიტუაცია?

რატომ მოხდა ასე? რას ვერ ან არ ვხედავ?

რა გაკვეთილი უნდა მივიღო?

რა უნდა გავითვალისწინო დღეიდან?

რა უნდა გავაკეთო, ეს რომ არ მოხდეს?

ამ კითხვებზე პასუხების შედეგად, გადახვალთ რესურსულ მდგომარეობაში.

თუ ტკივილი გვაძლიერებს და გავმყოფებს რესურსულ მდგომარეობაში, რატომ გავურბივართ მას და რატომ ვთვლით, რომ ის არ უნდა არსებობდეს?

ხშირად, სიცოცხლე რომ გაგრძელდეს, აუცილებელია „ცეცხლში გაიარო“, „წყაში ჩადგე“ ეს ემსახურება ურთიერთოებების გამოწრთობას. ნუ შეგაშინებთ ტკივილი. ნებისმიერი ურთიერთოებები – ეს სირთულებია. თუ გგონიათ, რომ ბოლოდ და ბოლოს გეღირსათ ნორმალური მამკაცი და შეიძლება ახლა მოდუნდე და დატკბე, მერწმუნეთ, ტყუილად გგონიათ, იმედები მალე გაგიცრუვდებათ . უნდა იყოთ, მზად იმისათვის, რომ იქნება სირთულეები, მაგრამ ამ სირთულეებს შეხედეთ როგორც ერთმანეთთან დაახლოების, გაზრდის, შეცნობის და თანამეცხედრედ გახდომის შანს..

საყვარელი ადამიანი – ის კი არ არის ვისთანაც ყოფნით შეიძლებელია დროს 100% დატკბე. საყვარელი ადამიანი – არის ის ვისი გულისთვისაც მზად ხართ გადალახოთ წინააღმდეგობები და შეიცვალო უკეთესობისკენ. ეს ის ადამიანია, ვისაც იღებთ ისეთს, როგორიც არის, ყოველგვარი პირობების გარეშეეეეე!

თუ მოგეწონათ თემა, გაუზიარეთ მეგობრებს. მადლობა, ბლოგზე სტუმრობისთვის!

წარმატებები!

ინდივიადუალური ონლაინ ქოუჩ-სესიები: http://kvaratskhelia.pro

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

ნანახია:(151)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ის ერთადერთი მილიარდერია, რომელმაც ქველმოქმედებაში იმდენი დახარჯა, რომ მილიონერად იქცა

17 წლის ასაკში, ის არ მიიღეს კოლეჯში. 25 წლის ასაკში, დაეღუპა დედა. 26 წლის ასაკში მუცელი მოეშალა. 27 წლის ასაკში


ბედნიერებას მიზეზები არ სჭირდება, მაგრამ თუ თქვენ ეს მიზეზები მაინც გჭირდებათ…

თუ ბედნიერება უდიდეს ძალისხმევის, წინაღობების გადალახვის, პრობლემების მოგვარების, სტრესული სიტუაციების გაძლების შემდეგ მოდის, ის ბედნიერება არ არის. ბედნიერებას — არ


როგორ შევცვალოთ სამყარო ჩვენს ირგვლივ?..

ჩვენი სახლის სადარბაზოში მოხუცი ბებო ცხოვრობდა, 97 წლის ლუბა ბებო – თბილი, ტკბილი მოხუცი, ყოველთვის კარგ განწყობაზე, ღიმილიანი და სალმიანი.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*