როცა ადამიანებს ნდობას გამოუცხადებ, გვერდით დაუდგები და შემდეგ ისინი….. | Jolo.ge


როცა ადამიანებს ნდობას გამოუცხადებ, გვერდით დაუდგები და შემდეგ ისინი…..

როცა ადამიანებს ნდობას გამოუცხადებ, გვერდით დაუდგები და შემდეგ ისინი…..

სამსახურით, რომ ცხოვრება არ იწყება და არ მთავრდება ეს ყველას მოგეხსენებათ, მაგრამ…არსებობენ ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებიც სამსახურის მიღმა ცხოვრებას და ადამიანებს ვეღარ ამჩნევენ. სამწუხაროდ.

არადა ხშირია, რომ კოლეგები, ჩვენი საუკეთესო მეგობრები და  ოჯახის წევრებიც გამხდარან. დაკვირვებიხართ ამ დროს, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხობრებაში თითქოს და უმნიშვნელო ადამიანები? მე ხშირად …მაგრამ ეს ძალზე მცირე ნაწილია მათ შორის, რომლებისთვისაც მეგობრობის დეფინიცია ძალიან შორსაა და მე მათ მედროვეებს ვუწოდებ. მედროვე ადამიანებს.

ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საჭიროებებიდამ გამომდინარე გემეგობრებიან ან სარგებლობენ შენი დახმარებით და როგორც კი სამსახურებრივი გზები იყოფა და მათთვის საჭირო სიტუაციაში აღარ აღმჩნდები, სამწუხაროდ საკმარისი მიზეზი ხდება ძველი ‘’მეგობრობა’’ იმ წუთიდანვე დასრულედეს.

და ასე სრულდება ერთ დროს თბილი სალამი, ერთმანეთის გვერდით დგომა და ‘’მეგობრობა.’’

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ დღესდღეისობით, ეს აღარ უნდა გამიკვიდეს, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, როცა უკან იყურები და აცნობიერებ, რომ რამდენი სიტყვა გაქვს ნათქვამი მათთვის, ვისთვისაც თურმე არაფერი არ უნდა გეთქვა….საერთოდ! რთულია როცა ადამიანებს ნდობას გამოუცხადებ, გვერდით დაუდგები, გულწრფელობას აირჩევ  პირფერობის ნაცვლად, მეგობრად ჩათვლი და როგორც კი მათთვის საჭირო რესურსი აღარ აღმოჩნდები,  ამ დროს იმსხვრევა მათი მეგობრობის ნიღბები….და ხედავ მათ რეალურ სახეს. რეალობა გაჩვენებს, რომ ისინი მედროვეები ყოფილან.

ძალიან არასასიამვნოა, როცა  საჭირო სიტუაცია  მეგობრობის ილუზიას  ქმნის და მათი რეალურად გაცნობის მერე ხვდები, რომ მათში იკვეთება კიდევ ერთი, საინტერესო თვისება, ზედ გადავლის თვისება! ანუ  ყველას და ყველაფერს რომ შეუძლიათ გადაუარონ, რათა  სხვებზე ‘’ჭკვიანების’’ და ‘’გამორჩეულის’’ რეპუტაცია შეიქმნან უფროსებთან. აი, ზოგიერთი ამას უხეშად ‘’შეძრომასაც’’ კი  ეძახის. მომენტი, როცა  ოღონდ უფროსთან რეპუტაცია არ შეელახოთ და ყველას, რომ გადაუვლიან… ასჯერ. რა მნიშვნელობა აქვს რა გზით.. ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე რა თქმა უნდა. არ აინტერესებთ არაფერი. აღარც ადამიანობა… და ამ დროს მათ  ავიწყდებათ,  ერთი რამ, რომ ტალახში ჩავარდნილი ბრილიანტი, ყოველთვის ბრილიანტად რჩება, ხოლო ცამდე ასული მტვერი ისევ ისეთი მტვერია…! ავიწყდებათ, რომ  ცხოვრებას ბუმერანგის პრიციპი მართავს და ადრე თუ გვიან  გაცემული უკან გაასმაგებული გვიბრუნდება.

რომ შევაჯამო დღევანდელი სტატია, გეტყვით, რომ   ადამიანების კატეგორია მედროვეები და ყველაფერზე წამსვლელები, არიან საუკეთესო მაგალითი ჩვენთვის, თუ როგორები არ უნდა ვიყოთ ჩვენ არასოდეს. თუ გვინდა, რომ ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ვგრძნობდეთ საკუთარ თავთან და სხვების წინაშე მართალ ადამიანად თავს.  თუ გვინდა, რომ ქუჩაში ვინმეს დანახვის არ შეგვრცხვეს, ჩვენი წარსული საქციელით, მაშინ დავრჩეთ ყოველთვის ისეთ ადამიანებად, რომელებსაც მეგობრობა, სამართლიანობა და ღირსება ყველაზე პრიორიტეტეულია.  ხოლო იმ ადამიანებს, ვინც მედროვეების კატეგორიაში ამოიცნობს თავს, უბრალოდ შევახსენებ ყველასათვის ცნობილ ფრაზას: ”არავინ იცის დრო ვის რად აქცევს, დრონი მეფობენ და არა მეფენი.’’

მარიამ შარიქაძე

ნანახია:(425)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც არ გაჰყვება დაიღუპება»_ მიხეილ ჯავახიშვილი

1)შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი. 2)მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს


”ბედი არავის არ ანებივრებს, იგი მხოლოდ ღირსეულთ აჯილდოვებს»- ვერიკო ანჯაფარიძის წერილი ახალგაზრდებს

”რაც უფრო დიდ ხანს ვცოცხლობ, მით უფრო ნაკლებად ვეგუები სიბერეს. სიჭაბუკე თუ სიბერე – ამას განსაზღვრავენ არა განვლილი წლები, არამედ სულის


როგორ გავაგრილოთ სასმელი სწრაფად და მარტივად (ვიდეო)

ზაფხულში გრილი სასმელის დალევა ძალიან სასიამოვნოა, გასაგრილებლად კი ხშირად გვიწევს მასში ყინულის კუბიკების დამატება, რაც გემოს უკარგავს. ნახეთ საინტერესო მეთოდი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*