რისი სწავლა სჭირდებათ ბედნიერი ურთიერთობისთვის ქართველ ქალებს ? | Jolo.ge


რისი სწავლა სჭირდებათ ბედნიერი ურთიერთობისთვის ქართველ ქალებს ?

რისი სწავლა სჭირდებათ ბედნიერი ურთიერთობისთვის ქართველ ქალებს ?

„ქალი თუ სულიერად ბედნიერია, ის თავისი სიყვარულით ამშვენებს და ანათებს სამყაროს“ — ამბობს ,,ქალურობის სტუდიის“ მფლობელი და ენერგეტიკული პრაქტიკების პრაქტიკოსი ტრენერი ევგენია დრონი. ის მალე საქართველოს უკრაინიდან ეწვევა და აქ „საგვარეულო პრაქტიკების“ სემინარებს ჩაატარებს. 

ევგენია დრონი: ჩემი მისიაა, ყურადღება მივაქციო ქალბატონების სულს და გრძნობებს,  მივმართო ისინი ჰარმონიისკენ და ბედნიერებისკენ, მათი ყველა მოთხოვნების და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ მხრივ ვატარებ სემინარებ, ვასწავლი ქალბატონებს და ვამზადებ ენერგეტიკული პრაქტიკების ახალი დროის ტრენერებს. 2009 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული ჩემს საყვარელ საქმიანობაში, შეთავსებით, ქალბატონებს ვეხმარები, მაშინ როდესაც ისინი იმყოფებიან ცხოვრებისეულ რთული საკითხების პირისპირ.

ამავე დროს ვანვითარებ ჩემს შესაძლებლობებს.

-თქვენი პირველი შეხვედრა საქართველოსთან, თქვენი ემოციები, შთაბეჭდილება…

— თქვენს მშვენიერ საქართველოში პირველად ქალთა პრაქტიკების ფესტივალის წყალობით აღმოვჩნდი, რომლის ორგანიზატორიც პატივცემული ინგა ბლესსი იყო. მომიწვიეს, როგორც სპიკერი. მიყვარს ენერგიებთან მუშაობა. ამიტომ ფესტივალზე მონაწილეებს ცისარტყელოვანი ენერგია გავაცანი, ვფიქრობ ბევრი გავაოცე. ცისარტყელოვანი ენერგიის მედიტაციის მდგომარეობა, ეს არის შეხება საკუთარ ბავშვობასთან. ჩვენს ბავშვობაში კი ბევრი სისუფთავე და ენერგიაა.

პირველი შთაბეჭდილება ჩამოფრენისას შეიძლება შევადაროთ, სახლში დაბრუნებას.  ეს შესანიშნავი გრძნობაა და მას მოაქვს ბევრი სიხარული უკვე არაერთი წელია.

ეს მიწა დალოცვილია და მას უდიდესი ძალა და ენერგია აქვს. მე უკვე გაგიზიარეთ, რომ მიყვარს ენერგიებთან მუშაობა, მე მათ ვგრძნობ. დედამიწის და მთების ძალა ზებუნებრივი შესაძლებლობების უსაზღვრო პოტენციალს აძლევს ადამიანს, მაგრამ მე შევამჩნიე, რომ თქვენ ამით არ სარგებლობთ. სიტყვა სარგებლობაში ვგულისხმობ მიიღოთ თქვენი მიწის ენერგია ჯანმრთელობისა და  თვითშეგრძნების გაუმჯობესებისთვის, ასევე შემოქმედებითი პოტენციალის გასახსნელად. ამ ყველაფერში უზარმაზარი შესაძლებლობებია, საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და ახლობლების  ბედნიერებისთვის.

— ტრენინგებიდან გამომდინარე რა დაასკვენით, რამდენად საინტერესოები არიან ქართველი ქალები რა აკლიათ და რა სჭირდებათ მათ?

— ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან. თქვენ საუკეთესო დიასახლისები და მზრუნველი დედები ხართ, რაც ოჯახის უფროსი ქალბატონებისგან გადმოგეცემათ. მაგრამ წყვილში ურთიერთობის სწავლა საჭიროა ყოველ დღე, და არაა საჭირო აიღოთ მაგალითი უფროსი თაობისგან. იქ წარსულში ბევრი ტკვილი და დანაკარგია. ტკვილის შიშზე დაყრდნობით ან დანაკარგით შეუძლებელია ააწყოთ ის ბედნიერი ურთიერთობა, რომელსაც სიხარული მოაქვს. ეს ურთიერთობა ეწყობა ისეთი ჩვევებით როგორიც არის — ,,უნდა“ ან ,,მე უნდა“ და არა როგორც, ,,საჭიროა“. შეიძლება ყველა ოჯახური ვალდებულება  შეასრულო, და ასევე  ბედნიერ ურთიერთობაში იყო მეუღლესთან.

როდესაც  რესტორნებს ვსტუმრობდი შევამჩნიე, რომ ოჯახური წყვილები ნაკლებად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. საქართველოში მეგობრული წრე უფრო მხიარული და მოსაუბრეა, მაგრამ ცოლ-ქმარს თითქოს სასაუბრო თემა არა აქვთ, ერთმანეთს არ ესაუბრებიან, ჩუმად არიან. ამის სწავლება ქალისთვის აუცილებელია. მისთვის აუცილებელია შეინარჩუნოს მეუღლის მხრიდან ყურადღება. ასევე ქალს უნდა ესმოდეს თავისი სხეულის და მიიღოს თავისი სექსუალურობა. ესეც დიდი სამუშაოა, ისევე როგორც ნაზი ურთიერთობა წყვილს შორის. ამას ოჯახის უფროსი ქალები ქალიშვილებს არ ასწავლიან, ამას ჩვენ ვსწავლობთ თანატოლებისგან.

— რას იტყვით იმ კურსის შესახებ რომელსაც მალე საქართველოში ჩაატარებთ?

— ამჯერად  საგვარეულო პრაქტიკების სემინარებს ჩავატარებ. ჩემთან უკრაინაში, ჩვენ მას საგვარეულოს სიყვარულით განკურნებას ვეძახით. ეს სემინარი იქნება მშობლებთან ურთიერთობაზე, სადაც ჩვენ როგორც ბავშვები ( ვიმუშავებთ ბავშვობის წყენასთან და ტრავმასთან, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს სულიერ ბედნიერებაზე) ასევე წყვილს შორის ურთიერთობაზე, სადაც ჩვენ ვეხებით ქალურ სიბრძნეს, ვიგებთ როგორი ქალი უნდა ვიყოთ, რომ მოვიზიდოთ სახლში სიუხვე.

თუ ქალი არის უკვე დედა, ყურადღებას მივმართავთ, როგორ დავიცვათ შვილები და გავარვკევთ მიზეზებს, რის გამო ავადმყოფობენ ისინი.

თუ ქალი მამაკაცთან ურთიერთობაში არ არის, მიზეზებზე ვიმუშავებთ. საგვარეულო თავისი ძალით  იძლევა ენერგიას საგვარეულოს გაგრძელებასა და ბავშვების დაბადებაზე, ასევე ოჯახის სიუხვესა და სიხარულზე. თუ ოჯახში თუნდაც ერთ სფეროში მაინც არის დარღვევა, შეიძლება მიმართოთ საგვარეულოს და მიიღოთ განკურნება და დალოცვა. ან გაიაზროთ თქვენი დაბრკოლებების და შეცდომების მიზეზები, სწორედ ამასთან დაკავშირებით  ჩავატარებ სემინარს 23-24 მარტს.

— როგორ უნდა გავიგოთ გვჭირდება თუ არა „საგვარეულო პრაქტიკები“?

— ამის გამოძახილი გექნებათ გულიდან. არ შეიძლება ვინმეს დააძალოთ შეასრულოს პრაქტიკები, ეს ასე არ მუშაობს და არა აქვს შედეგი. პრაქტიკა იხსნება სიყვარულით და ნდობით — ეს არის ჩემი განზრახვა, ვასწავლო ქალს ცხოვრება გახსნილი გულით. საგვარეულო პრაქტიკების სემინარზე მოდიან სულის გამოძახილით.

ყველას უნდა ბედნიერად ცხოვრებდეს საყვარელ მამაკაცთან.  ჰყავდეს ჯანმრთელი შვილები, ჰქონდეს საყვარელი საქმე, იცხოვროს კარგი შემოსავლით… აი ვისთვის არის ეს საგვარეულო პრაქტიკები, გააზრებული და ბრძენი ქალებისთვის, რომლებმაც იციან, რომ მათზეა ყველაფერი დამოკიდებული.

— რა არის საჭირო ქალის ბედნიერებისთვის და მსგავსი ტრენინგები რა მხრივ ეხმარება ქალს?

— ქალური ბედნიერებისთვის, როგორც სიმღერაშია — მთავარია, ჰყავდეს საყვარელი მამაკაცი. მე კი ამას დავამატებდი, აუცილებელია ბედნიერი ურთიერთობა ამ საყვარელ მამაკაცთან. ყველაფერი  ჩვენი გრძნობებიდან იწყება, თუ გულში სიმსუბუქეა, გინდა იმღერო ყოველ დილით…

თუ ასეთი ურთიერთობა გაქვთ, თუ თქვენი შვილები ჯანმრთელები არიან, ფინანსური პრობლემები არ გაქვთ და არაფერი გაღელვებთ, შესაბამისად შეიძლება სემინარებიც არ დაგჭირდეთ.

მაგრამ თუ ცხოვრებისეულ სფეროებში არის კითხები, გინდათ განვითარდეთ. ისწავლოთ იყოთ ისეთი ქალი, რომ ქმარმა მთელი ცხოვრება საჩუქრები მოგიძღვნათ, ხელით გატაროთ და ისე ზრუნავდეს თქვენზე, როგორც თავდაპირველად, მაშინ სემინარები ამ ყველაფერში ძალიან დაგეხმარებათ.

ამ სემინარის მეშვეობით თქვენ შეძლებთ განავითაროთ საკუთარ თავში ის თვისებები, რომელსაც დროთა განმავლობაში ყოფითი ამოცანების გადაწყვეტისას კარგავთ, გაახაროთ თქვენი თავი, თქვენს საყვარელ ადამიანებს ღიმილით შეხვდეთ ყოველ დღე და თქვენი ყოფნით მოუტანოთ ბედნიერება, — აი რას ვასწავლით ჩვენ ქალებს.

ვასწავლით იყვნენ ყურადღებიანები, მადლიერები. იყვნენ სექსუალურად მიმზიდველები. ასეთ ქალთან მამაკაცი ბედნიერია და მისთვის დიდი სიამოვნებაა იზრუნოს ქალზე, რომელიც მას აბედნიერებს.

ჩემი სემინარები, ეს არის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ათასობით კლიენტი მთელს მსოფლიოში, უამრავი ბედნიერი ოჯახი, სასურველი ბავშვების დაბადება, ფინანსური შემოსავლის გაზრდა და ბიზნესის გაფართოება. კიდევ რა ვისურვო?! ადამიანების ჰარმონია, ამიტომ შევქმენით ფილიალი საქართველოში, ვხედავ, ჩვენი მისია თქვენში გამოძახილს პოვებს. ყველა ქალს უნდა ბედნიერება- ჩვენ გისურვებთ სულიერ ბედნიერებას და გაგვიხარდება თქვენთან შეხვედრა.

დეა თავბერიძე

ანუკი ვეფხვაძე

გადადით ლინკზე 👇👇👇👇👇

საგვარეულო პრაქტიკების სემინარები თბილისში; 23 -24 მარტს 

ნანახია:(472)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ასტროლოგია — წარმატებული ცხოვრებისთვის ( დამწყებთათვის)

ხშირად გსმენიათ ალბათ, რომ მთვარის ფაზებს, მზის დაბნელებებს და ზოგადად პლანეტების „გუნება განწყობილებას“ ცის კაბადონზე, ჩვენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე ზეგავლენის


ყველაფერი მაშინ იწყება, როცა თქვენ იგრძნობთ თავს პიროვნებად, დიდ ადამიანად!

ნორმა – ეს არის ის რაც, უმრავლესობისათვის მისაღებია… ნორმა ადამიანს იმორჩილებს, ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცის მიერ დადგენილ ჩარჩოში ათავსებს, გზას


საოცრებას, სიმართლეს, ტყუილს და ღალატს ნუ ეძებ ირგვლივ, ის შენშია, ეცადე დაინახო

რაც უფრო მეტ ადამიანს უყვარხარ გულწრფელად და უანგაროდ, რაც უფრო მეტი ადამიანი გიყვარს გუწრფელად და უანგაროდ, მით უფრო ჯნმრთელი და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*