რისი ჭამა არ შეიძლება ღამით | Jolo.ge


რისი ჭამა არ შეიძლება ღამით

რისი ჭამა არ შეიძლება ღამით

თუ საღამოს 7 საათზე ვახშმობთ და შუაღამემდე დაძინებას არ აპირებთ, დიდი შანსია, რომ თქვენმა კუჭმა კიდევ მოგცეთ სიგნალი. მით უმეტეს, თუ ცდილობთ საკვები 4 საათში ერთხელ მაინც მიიღოთ, დაძინებამდე კიდევ მოგიწევთ რაიმეს ჭამა.

ღამით საკვების მიღება არაა რეკომენდირებული, მაგრამ არც ორგანიზმის შიმშილი შეიძლება. ამიტომ, ოპტიმალური ვარიანტია, საკვებ რაციონს გადახედოთ.

საღამოს საჭმლის მონელების პროცესი შენელებულია. ამიტომ, კუჭისთვის საკვების გადამუშავება ძნელდება. ეს კი გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს თქვენს ორგანიზმში.

საღამოს საკვების არასწორი შერჩევა ასუსტებს იმუნიტეტს, აუარესებს კანის მდგომარეობას, იწვევს მოთენთილობას და მომავალში შეიძლება წონის პრობლემებიც გამოიწვიოს.

რაზე უნდა თქვათ უარი საღამოს?

სასუსნავი - ამ კატეგორიის საჭმელში შედის ჩიფსები, პოპ-კორნი, კრეკერი და ა.შ. ისინი შეიძლება ადამიანმა გაუაზრებლადაც მიიღოს საკმაოდ დიდი რაოდენობით. მით უმეტეს თუ თან ტელევიზორთან, ან კომპიუტერის წინ ზის. აუცილებელია, რომ გაითვალისწინოთ მათი კალორიულობა და ერთ ულუფას არ გადააჭარბოთ.

თევზი და ხორცი - ეს ცილოვანი საკვები თქვენს თეძოებზე აუცილებლად იმოქმედებს. უმჯობესია ღამით ასეთ საკვებზე საერთოდ უარი თქვათ. თანაც, ამ პროდუქტების გადამუშავებას ორგანიზმი დიდ დროს ახარჯავს და შესაძლოა დიდხანს აღარც დაგეძინოთ.

ფუნთუშეული - პური და ფუნთუშეული სწრაფად გადამუშავებადი პროდუქტებია. თუმცა, ისინი სისხლში შაქრის რაოდენობას ზრდიან.

შოკოლადი - შოკოლადები და ტკბილეული დაახლოებით ისევე მოქმედებენ ორგანიზმზე, როგორც ფუნთუშეულობა. ისინიც გამოიწვევენ წონაში მომატებას. მათზე უარის თქმა კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში რთულია.

თხილი და ჩირი - თხილის და კაკლის კალორიულობა საკმაოდ მაღალია. გამხმარ ხილშიც შაქრის კონცენტრირებული დოზაა.

ყავა - გასაკვირი არაა, რომ ამ სიაში ყავაც შევიდა. მან შეიძლება თქვენი ძილის დარღვევა გამოიწვიოს. კოფეინის წყაროა შოკოლადიც, კოკა-კოლა, მაგარი ჩაი, ენერგეტიკული სასმელები. ღამის კლუბში გათენებას თუ არ აპირებთ, ამ სასმელებზე უარი უნდა თქვათ.

ალკოჰოლი - ის შესაძლოა დაძინებაში დაგეხმაროთ, თუმცა, მეორე დღეს თავის ტკივილი შეგაწუხებთ.

რაღა დარჩა?  - მართლაც, შიმშილი თქვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო არაა. ამიტომ, შეგიძლიათ დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მიირთვათ: სალათის ფურცლები, კომბოსტო, ნაკლებად ტკბილი ხილი, სოიოს პროდუქტები, სოკო, უცხიმო იოგურტი.

წყარო: oxford-med

ნანახია:(363)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მადლის შემგროვებელი

ერთ პატარა ქალაქში ერთი ადვოკატი ცხოვრობდა.    თავისი კოლეგების მსგავსად ეს ადვოკატიც ცდილობდა მეტი ცოდნა და გამოცდილება შეეძინა და მეტი


«ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება»…

ბაბუა და შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ცხენზე იჯდა, ხოლო შვილიშვილი, პატარა ბიჭი კი ცხენს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელად მათ წინ გამვლელი


მამის რჩევა ვაჟიშვილს

„ვაჟი მიდის  მამასთან რჩევის მისაღებად:    – მამა, ისევ არაფერი გამომდის. ეს ვარჯიშები ძალიან მღლის, შედეგი კი არ ჩანს, არაფერი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*