რიჩარდ გირის საოცრად ემოციური წერილი | Jolo.ge


რიჩარდ გირის საოცრად ემოციური წერილი

რიჩარდ გირის საოცრად ემოციური წერილი

მსახიობი რიჩარდ გირი სოციალურ ქსელში ემოციურ  პოსტს აქვეყნებს:

 

ჩემი მეგობრის დედა ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. უპირატესობას ჯანსაღ საკვებს ანიჭებდა, არ სვამდა და არ ეწეოდა, მისდევდა სპორტს და დიდხანს მზეზე გაჩერებას ერიდებოდა. ის მუდმივად გადიოდა კონსულტაციას დიეტოლოგებთან და ფიზიოთერაპევტებთან და ყოველთვის ითვალისწინებდა მათ რჩევებს. შეიძლება ითქვას, რომ ის ცოტა შეშლილიც კი იყო საკუთარ ჯანმრთელობაზე. ახლა ის 76 წლისაა და მას კანის და ძვლის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გარდა ამისა, ქალს ოსტეოპოროზის მძიმე ფორმა აქვს.

ჩემი მეგობრის მამა საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა, არასდროს იყო გატაცებული სპორტით და გემრიელად მირთმევაც უყვარდა, ხშირად კარაქს პირდაპირ ბეკონზე უსვამდა. საკუთარ თავს ალკოჰოლით ანებივრებდა და მთელი დღეები მზეზე ნებივრობდა. მთელი ცხოვრება უარს ამბობდა ექიმების დანიშნულების შესრულებაზე და ისე ცხოვრობდა, როგორც თვითონ მოსწონდა. ახლა ის 81 წლისაა და ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობა ახალგაზრდებსაც კი შეშურდებათ.

როგორც არ უნდა ეცადოთ, მაინც ვერსად გაექცევით შინაგან შხამს. ადრე თუ გვიან ის მაინც დაგეწევათ”, – ზუსტად ასე თქვა ჩემი მეგობრის დედამ – ”რომ მცოდნოდა, როგორ დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება, არასდროს დავუჯერებდი ექიმებს და საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცხოვრებდი”.

ეს სიცოცხლეა და ვერცერთი ჩვენგანი ვერ გააღწევს აქედან ცოცხალი. ამიტომ, არ ღირს შევხედოთ საკუთარ თავს, როგორც რაღაც მეორეხარისხოვან არსებას. სანამ დრო გაქვთ, უნდა იცხოვროთ სიამოვნებით, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს. გააკეთეთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ – მიირთვით გემრიელად, გაირუჯეთ და ნუ იზარმაცებთ. იყავით უცნაური და მოიქეცით დაუფიქრებლად და ნურასოდეს უღალატებთ საკუთარ თავს!” წერს მსახიობი.

ნანახია:(121)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
გირირიჩარდ

Related Articles

ტერენტი გრანელის «Memento Mori» და გალაკტიონის რეაქცია — «კაი, ძამიკო, კაი»…

ტერენტი გრანელი მთაწმინდაზე ცხოვრობდა. იმ დღეს, როდესაც ყველასათვის კარგად ცნობილი ლექსი Memento Mori დაწერა ძალიან გახარებული სახლიდან გამოვარდა დაღმართზე დაეშვა,


«მამაკაცები მართავენ ქვეყნებს, მაგრამ მამაკაცებს ქალები მართავენ»- ქალი და მამაკაცი

= ყველამ და უფრო მეტად ქალებმა კარგად იციან, რომ მამაკაცები, რომლებიც ჭკვიანურად ლაპარაკობენ სიყვარულზე, შეყვარებულნი არ არიან. = მამაკაცის გამოტეხვა


„ქალი უნდა იყოს როგორც ძვირადღირებული კონიაკი”

«იცინე იმდენი, რამდენსაც სუნთქავ და გიყვარდეს იმდენ ხანს, რამდენსაც ცხოვრობ.“ “მამობამ მომცა მეტი ძალა, მეტი წინსვლა, სიმშივდე და თავდაჯერებულობა.“ “ქალები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*