რიჩარდ ბრენსონის 9 პრინციპი | Jolo.ge


რიჩარდ ბრენსონის 9 პრინციპი

რიჩარდ ბრენსონის 9 პრინციპი

1. ადექი და გააკეთე!

ეს რიჩარდ ბრენსონის კრედოა. ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი [რწმუნებულება] მან ოჯახისგან მიიღო, სადაც ყოველთვის „აკეთებდნენ“ და მიუხედავად ყველაფრისა, აღწევდნენ მიზნებს.

2. იფიქრე «დიახ» და არა «არა» კატეგორიით

ამ პრინციპის გამო ბრენსონმა ზედმეტსახელიც კი მიიღო… მას «დოქტორ დიახ» შეარქვეს. ბრენსონმა თუ რამე განიზრახა, სტიქიური უბედურებაც კი ვერ შეძლებს მის შეჩერებას. «მე ყოველთვის ვოპოულობ მეტ მიზეზს იმისთვის, რომ გავაკეთო, ვიდრე, რომ არ გავაკეთო“. «დიახ» პოზიციიდან ეძებ გზებს. «არა» პოზიციიდან — მიზეზებს.

3. გამოიწვიე საკუთარი თავი

როდესაც იწვევ საკუთარ თავს — შენ იცვლები. იცვლება შენი ცხოვრება. როდესაც ახალი მიზნის დასახვის ნაცვლად, ცდილობ არსებული დონე შეინარჩუნო, ზრდა წყდება და რჩება დაკარგვის შიში.

4. დაისახე მიზნები

ცისფერ ოცნებასა და რეალურ განზრახვას შორის — მოქმედების მზადყოფნა დგას. ბრენსონი ფლობს ამ შინაგან თავისუფლებას: ის ისახავს მიზანს, შემდეგ კი მიდის და იღებს მას.

5. იცხოვრე მხიარულად

აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ ადამიანის ცხოვრებსთანაა კავშირში, მხიარულების სულით არის გაჟღენთილი. ის მოქმედებს, რისკავს და იღებს სიამოვნებას ყველაფრისგან, რასაც აკეთებს. თუ არ არის სიამოვნება, ის უბრალოდ არ აკეთებს!

6. ისწრაფე სამყაროს შეცვლისაკენ

ის დარწმუნებულია, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც. მე ვფიქრობ, რომ ამ რწმუნებულებაში უდიდესი ენერგეტიკული მუხტია ჩადებული.

7. მყარად დადექი ფეხზე

8. იყავი ადამიანების ერთგული

«თუ მკითხავთ, რისი მჯერა ყველაზე მეტად, გიპასუხებთ: საკუთარი ოჯახის… თუმცა ვისწავლე მყარად ვიდგე ფეხზე. ჩემი გარემოცვის ერთგულებისა და თანადგომის გარეშე, ვერაფერს მივაღწევდი». ალბათ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება იწვევს მათი მხრიდან ამხელა ნდობასა და სიყვარულს ბრენსონის მიმართ. თანამშრომლებში და გუნდის წევრებში, ის პირველ რიგში ხედავს, ადამიანებს. ამიტომ, ის არა მხოლოდ საკუთარ სარგებელზე, არამედ, მათ ინტერესებზეც ფიქრობს.

9. იცხოვრე სავსე ცხოვრებით

იცოდე აწმყოში ცხოვრება — ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა იყო ბედნიერი. იყავი ბედნიერი წარსულზე სინანულისა და მომავლის გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე. ბრენსონს აქვს მხოლოდ — დღეს… და ყოველდღე ის ქმნის მას თავისი ზრახვებითა და მოქმედებებით — და არა ოცნებებით, იმედებითა და სინანულით. სწორედ ამიტომ, ის სავსეა სიცოცხლით.

 

ავტორი: გიორგი თვალაძე

ნანახია:(311)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მოვინდომე და გავიარე“ — დაუჯერებელი ისტორიის ორი გმირი

ხათუნა მუზაშვილისა და ანა-მარიას საოცარ ისტორიას სანამ მოგითხრობთ , მანამდე მინდა ის პრაქტიკული სავარჯიშოები გაგიზიაროთ, რომელიც რწმენას შეგმატებთ, საკუთარ ძალებში


თქვენი ურთიერთობები, თქვენი ბიზნესი, მთლიანად თქვენი ცხოვრება დაიწყებს კარდინალურად შეცვლას

მე მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, რომ  უნდა ვყოფილიყავი იდეალური,  რომ ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ, უნდა ყოფილიყო იდეალური და შესაბამისად, მეც მთელი


რჩევა, ბედნიერების მაძიებლებს

მოიშორეთ ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს ფერად სამყაროს შავი ფერებით აბინძურებს. ვინც არ უნდა იყოს: ნათესავი, მეგობარი, ცოლი, ქმარი, ოჯახის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*